მიდგომა

ცხელების მქონე ბავშვების შეფასებისას ანამნეზი და გასინჯვა კრიტიკული კომპონენტებია და ხშირად მივყავართ ცხელების ფონური მიზეზის იდენტიფიცირებამდე.[2][11]

ანამნეზი.

ცხელება

  • მნიშვნელოვანია ცხელების მახასიათებლები, მათ შორის ტემპერატურის სიდიდე და ხანგრძლივობა, ასევე მისი გაზომვის მეთოდი. საკმაოდ ზუსტია მომვლელის მიერ ბინის პირობებში სიცხის სუბიექტური განსაზღვრა.[28][29] სერიოზული ბაქტრიული ინფექციის ინციდენტობა შესაძლოა უფრო მაღალი იყოს ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ უფრო მაღალი ტემპერატურა[30][31] და ხანმოკლე სიმპტომები. ღამის ცხელება ოფლიანობით შესაძლოა მიანიშნებდეს ტუბერკულოზსა ან ლიმფომაზე.

  • ანტიპირეტულ თერაპიაზე პასუხით ვერ განვასხვავებთ ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების მიზეზებს.[32]

  • გახანგრძლივებული სუბფებრილური ცხელება შესაძლოა უფრო ხშირი იყოს ვირუსული ინფექციების, ანთებითი/სისხლძარღვთა დაავადებების და ავთვისებიანი მდგომარეობების დროს.

გამონაყარი

  • ბავშვებში ცხელებას ზოგჯერ თან ახლავს გამონაყარი. მისი მახასიათებლებისა და გავრცელების მიხედვით შესაძლოა განისაზღვროს ცხელების მიზეზი.

  • ბაქტერიული ინფექციების ან მედიკამენტთან ასოცირებული ცხელებისას შესაძლოა გამოვლინდეს მაკულოპაპულური, პეტექიური ან ურტიკარიული გამონაყარი.[33]

  • ვირუსული ინფექციები შესაძლოა გამოვლინდეს არასპეციფიკურ მაკულოპაპულურ ან პეტექიურ გამონაყართან ერთად.[33]

  • პალპირებადი პურპურა მიანიშნებს ვასკულიტზე, რევმატოლოგიურ მიზეზებზე, მედიკამენტებზე რეაქციას, ინფექციებსა და ავთვისებიან მდგომარეობებზე.

  • მიგრირებადი ერითემა, ჩვეულებრივ ტკიპის ნაკბენის ადგილზე, შესაძლოა გამოვლინდეს ლაიმის დაავადების დროს.[34]

თანმხლები სიმპტომატიკა

  • ანთებითმა/სისხლძარღვთა დაავადებებმა და ავთვისებიანმა მდგომარეობებმა შეიძლება გამოიწვიოს მულტისისტემური დაზიანება, როგორიცაა:

    • პლევრიტი, კარდიტი ან პერიკარდიტი, რასაც მოჰყვება ხველა და დისპნოე

    • გასტროინტესტინური სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა და მუცლის ტკივილი

    • ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) სიმპტომები, როგორიცაა, კონფუზია, გულყრები, მენტალური სტატუსის ცვლილება და ფოკალური ნევროლოგიური დარღვევები

    • თირკმლის დაზიანება შეშუპებითა და ქავილით

    • ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაზინება, რაც ვლინდება ართრალგიით, მიალგიით და ძვლების ტკივილით.

  • ართრალგია შესაძლოა ასევე თან ახლდეს ბაქტერიულ ინფექციებს, როგორიცაა სეპტიკური ართრიტი და ოსტეომიელიტი; ვირუსულ ინფექციებს, როგორიცაა ინფექციური მონონუკლეოზი, ციტომეგალოვირუსი (CMV), ტოქსოპლაზმოზი და ტკიპისმიერი დაავადებები (ლაიმის დაავადება, კლდოვანი მთების ლაქოვანი ცხელება ან დენგეს ცხელება); მედიკამენტთან ასოცირებული რეაქციები ან ავთვისებიანი მდგომარეობები.

  • ძვლების ტკივილი ვლინდება ოსტეომიელიტის, ლეიკემიის, იუვენილური იდიოპათური ართრიტის (JIA) და სისტემური წითელი მგლურას დროს (SLE).

  • კარდიორესპირატორული სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი ბაქტერიული ინფექციების დროს, როგორიცაა, პნევმონია ან ენდოკარდიტი, ვირუსული ინფექციების (მიოკარდიტის ჩათვლით), ტუბერკულოზის, თიროიდული კრიზის და ანთებითი/სისხლძარღვთა დავადებებისას. ცხვირიდან მუდმივი გამონადენი დაკავშირებულია სინუსიტთან.

  • ENT სიმპტომები, როგორიცაა ფარინგიტი, ოტალგია და ცხვირიდან მუდმივი გამონადენი შეიძლება თან ახლდეს ENT ინფექციებს, როგორიცაა სინუსიტი, მწვავე შუა ოტიტი და ტონზილიტი.

  • გასტროინტესტინური სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა, დაკავშირებულია მიოკარდიტთან, ნაწლავის ანთებით დაავადებასთან (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი), სხვა ანთებით/სისხლძარღვთა დაავადებასთან, ტიფოიდურ ცხელებასთან, ღვიძლის აბსცესთან, მედიკამენტთან ასოცირებულ რეაქციებთან, სითბურ დაავადებასთან, ვეგეტატიურ დარღვევებთან და თიროიდულ კრიზთან.

  • ცნს-ის სიმპტომები, როგორიცაა კონფუზია, შეცვლილი აზროვნების პროცესი, გულყრები და კეროვანი დაზიანება, შესაძლოა დაფიქსირდეს ენცეფალიტის, ბაქტერიული ენდოკარდიტის, მიოკარდიტის, თავის ტვინის აბსცესის, ტუბერკულოზური მენინგიტის, ავთვისებიანი მდგომარეობების გამო მეორეული გავრცელების, მძიმე ანთებითი დარღვევების (მაგ., სისტემური წითელი მგლურას) და ცერებრული მალარიის დროს. ქორეა თან ახლავს მძიმე რევმატულ ცხელებას.

  • საშარდე სისტემის სიმპტომები, კერძოდ, დიზურია, ხშირი შარდვა და ჰემატურია თან ახლავს საშარდე გზების ისეთ ინფექციებს (UTIs), როგორიცაა ცისტიტი და პიელონეფრიტი.

  • ნებისმიერ ქრონიკულ ავადმყოფობას თან ახლავს ზრდის შეფერხება,ცუდი მადა და წონის კლება, რაც არ აღინიშნება შედარებით ხანმოკლედ მიმდინარე დაავადებების (მაგ., ბაქტერიული ინფექციების) დროს.

  • ვეგეტატიური დაავადებების დროს შეიძლება აღინიშნოს ცრემლის არარსებობა.

  • ლაიმის დაავადების, კლდოვანი მთების ლაქოვანი ცხელების, მალარიის და დენგეს ცხელების შემთხვევაში ანამნეზში შესაძლოა იყოს ახლო წარსულში ტკიპის ან კოღოს ნაკბენი.

მედიკამენტური მკურნალობისა და იმუნიზაციის ანამნეზი

  • ანამნეზის კრიტიკული კომპონენტებია ბავშვის იმუნიზაციის და მედიკამენტების მიღების ანამნეზი აუცრელი ან არასრულად აცრილი პაციენტები იმყოფებიან გარკვეული ინფექციების (მაგ., სტრეპტოკოკური პნევმონია, b ტიპის ჰემოფილური გრიპი) უფრო მაღალი რისკის ქვეშ. ახლო წარსულში ჩატარებული ვაქცინაცია შესაძლოა მიუთითებდეს ვაქცინის მიმართ რეაქციაზე; შრატის პროდუქტებთან ექსპოზიცია შესაძლოა მეტყველებდეს შრატისმიერი დაავადების რეაქციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს, რომლმაც მიიღო პნევმოკოკური კონიუგირებული ვაქცინის სულ მცირე, 2 დოზა მაინც, ინვაზიური პნევმოკოკური დაავადების გაცილებით ნაკლები რისკი აქვს, სტრეპტოკოკული პნევმონია ბავშვებში სერიოზული ბაქტერიული ინფექციის წამყვან მიზეზად რჩება.[35]

  • ალიმენტური გზით სხვადასხვა პრეპარატის მიღებამ, როგორიცაა, ანტიქოლინერგული მედიკამენტები, ამფეტამინები და კოკაინი, შესაძლოა გამოიწვიოს მედიკამენტთან ასოცირებული ცხელება. ბევრი პრეპარატის მიღება ასევე დაკავშირებულია სეროტონინის სინდრომთან - დარღვევასთან, რასაც ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ორთოსტატიური ჰიპოტენზია, შოკი, დელირიუმი და ღებინება.

წარსული სამედიცინო ანამნეზი

  • გარკვეული სამედიცინო მდგომარეობები განაპირობებს ინფექციის (მაგ., ნამგლისებრი უჯრედების დაავადების ) განვითარების რისკის გაზრდას.

ფსიქოსოციალური ანამნეზი

  • სოციალური ანამნეზი უნდა ასახავდეს ოჯახურ დინამიკას და ზრდიდეს ეჭვს პაციენტის უყურადღებოდ დატოვების/მიტოვების ან მისადმი უხეშად მოპყრობის თაობაზე. საჭიროა დაკვირვება ბავშვსა და მის მომვლელს შორის კავშირსა და ურთიერთობაზე.

  • ანამნეზში შეუსაბამოებებმა უნდა აღძრას ეჭვი გამოგონილ ცხელებასა ან დელეგირებულ მიუნჰაუზენის სინდრომზე.

ექსპოზიცია დაავადების გამომწვევ აგენტთან

  • ახლო წარსულში საზღვარგარეთ მოგზაურობის ან უცხო ქვეყნიდან შემოსულ ადამიანებთან კონტაქტის შემდგომი სიმპტომები შესაძლოა მიანიშნებდეს არაენდემურ ისეთ ინფექციებზე, როგორიცაა მალარია, დენგეს ცხელება, ჩიკუნგუნია, ზიკას ვირუსი, მუცლის ტიფი (ნაწლავური ცხელება), ტუბერკულოზი ან ბრუცელოზი. თუ შეფასებისას პაციენტი ტროპიკულ ან სუბტროპიკულ რეგიონში იმყოფება, ისევე, როგორც სეზონურობის გათვალისწინებამ, შესაძლოა, სასარგებლო მინიშნებები მოგვცეს ინფორმაციის მოძიებამ მიმდინარე ეპიდაფეთქებასა ან დაავადების ჯგუფურ შემთხვევებზე ოჯახსა ან სამეზობლოში. მაგალითად, წვიმის სეზონის დროს მალარიის, დენგეს ცხელების და ლეპტოსპიროზის სიხშირე პიკს აღწევს.[36]

  • ახლო წარსულში კატებთან კონტაქტი შესაძლოა მიანიშნებდეს კატის ნაკაწრით გამოწვეულ დაავადებაზე.

  • გარემოში არსებულ წყაროებთან (მაგ., ცხოველურ ნარჩენებთან, დაბინძურებული ნიადაგსა ან წყალთან) ექსპოზიციის ისტორია შესაძლოა მიუთითებდეს ლეპტოსპიროზზე.

სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტი

  • აძლიერებს ეჭვს ციტომეგალოვირუსსა ან ტოქსოპლაზმოზზე.

ფიზიკური გამოკვლევა

ტემპერატურის დადასტურება

ტოქსიკური ჰაბიტუსის მქონე ბავშვი

  • ზოგადად ფებრილური ბავშვის გარეგნული შესახედაობა კრიტიკულია. ავადმყოფური ჰაბიტუსის მქონე ბავშვებს უფრო მეტად შესაძლებელია ჰქონდეთ სერიოზული ბაქტერიული ინფექციები, ვიდრე ჯანმრთელი შესახედაობის ბავშვებს და პირიქით, ჯანმრთელი ჰაბიტუსის მქონე ბავშვებს არ აქვთ სერიოზული ბაქტერიული ინფექცია.[37] პაციენტები სეროტონინის სინდრომით, თიროიდული კრიზით, ცერებრული მალარიით, ენცეფალიტით, სითბური დაკვრით და ანთებითი/სისხლძარღვთა დაავადებებით შესაძლოა, ასევე გამოიყურებოდნენ საკმაოდ ავადმყოფურად.

გულისცემის სიხშირე

  • ცხელების დროს ხშირია ტაქიკარდია, მაგრამ პერსისტენტული ტაქიკარდია შესაძლოა მიანიშნებდეს თიროიდულ კრიზსა ან ენდოკარდიტზე/მიოპერიკარდიტზე.

სუნთქვა

  • პნევმონიის ან მულტისისტემური დარღვევების (ფილტვების დაზიანებით) დროს შესაძლოა გამოვლინდეს ტაქიპნოე.

არტერიული წნევის გაზომვა

  • ჰიპერტენზია ვლინდება ანთებითი/სისხლძარღვთა დაავადებების, ქრონიკული პიელონეფრიტის, სისტემური წითელი მგლურას და თიროიდული კრიზის დროს.

  • ორთოსტატიული ჰიპოტენზია აღინიშნება პაციენტებში, ტოქსიკური შოკის სინდრომით, მედიკამენტთან დაკავშირებული რეაქციებით და ვეგეტატიური დარღვევებით.

კაპილარების ავსების დრო

  • ინფორმატიული ინდიკატორია ცირკულაციის და ჰიდრატაციის სტატუსი.

  • ჯანდაცვისა და სამედიცინო დახმარების დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტის (NICE) მიერ ცხელების შეფასებისას 5 წლამდე ბავშვებში რეკომენდებული კაპილარების ავსების დროის ≥3 წამზე მეტად გახანგრძლივება,"შუქნიშნის" შეფასების სისტემაში, საშუალო რისკის მქონე სერიოზული დაავადების ერთ-ერთი კრიტერიუმია.[11]

სიფერმკრთალე

  • აღინიშნება პაციენტებში ლეიკემიით, ლიმფომით, ბევრი ქრონიკული ბაქტერიული ინფექციითა და ანთებითი/სისხლძარღვთა დაავადებით, მალარიითა და ტუბერკულოზით.

სიყვითლე

  • ვლინდება პაციენტებში, ღვიძლის აბსცესით და ინფექციური მონონუკლეოზით.

დოლის ჩხირისებრი თითები

  • აღინიშნება პაციენტებში ენდოკარდიტით, ნაწლავის ანთებითი დაავადებით და ტუბერკულოზით.

კანის ცვლილებები

  • კანის ტურგორი.[11]

  • დაჯგუფებული ვეზიკულები მარტივი ჰერპესის ვირუსული ინფექციის დროს.[38]

  • როზეოლები, მაკულოპაპულური გამონაყარი ტიფოიდური ცხელებისას.

  • ჯეინუეის წყლულები (ხელისგულის ერითემა) ბაქტერიული ენდოკარდიტის დროს.

  • დიფუზური გამონაყარი აქერცვლის და ლორწოვანი გარსის ჰიპერემიით სტაფილოკოკური ტოქსიკური შოკის სინდრომის დროს.

  • ხელის- ან ფეხისგულების მწვავე ერითემა ან მტევნების და ტერფების შეშუპება; ფრჩხილებთან კანის აქერცვლა, პოლიმორფული ეგზანთემა კავასაკის დაავადების დროს.

  • მიგრირებადი ერითემა ლაიმის დაავადების დროს.[39][Figure caption and citation for the preceding image starts]: მიგრატორული ერითემაCourtesy of Christian Speil, Southern Illinois University School of Medicine, Springfield, IL [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@5de77b4a

  • დენგეს ცხელება ვლინდება კანის დიფუზური ჰიპერემიით სახეზე, კისერსა და გულმკერდზე, რაც გადადის მაკულოპაპულურ ან წითურასმაგვარ გამონაყარში, რომელიც მთელ სხეულზე ვრცელდება. ჰიპერემია შეიძლება გაუფერულდეს დაზიანებულ კანზე ზეწოლისას. ჰემორაგიული ნიშნებია: პეტექია, პურპურა ან დადებითი "ლახტის ტესტი" (წნევის საზომი მანჟეტი იბერება სისტოლური და დიასტოლური წნევის შუა წერტილზე დაახლოებით 5 წუთით; ტესტი დადებითია, თუ წინამხარზე, ზედაპირის ერთ კვადრატულ ინჩზე გამოჩნდება 10 ან მეტი პეტექია).

  • პეტექიური გამონაყარი ბაქტერიული ინფექციების დროს, ასევე ინფექციური ენდოკარდიტის, კლდოვანი მთების ლაქოვანი ცხელების, ლეიკემიის და ზოგიერთი ვირუსული ინფექციის დროს.

  • გამონაყარი (პეპლისებრი) ყვრიმალის ძვლის არეში სისტემური წითელი მგლურას დროს.

  • შემოფარგლული ერითემა (Erythema marginatum) რევმატული ცხელების დროს.

  • კვანძოვანი ერითემა სარკოიდოზის და ტუბერკულოზის დროს.

  • კანის დაზიანება ინოკულაციის ადგილზე კატის ნაკაწრით გამოწვეული დაავადების დროს.

  • პროფუზული ოფლიანობა მედიკამენტებზე რეაქციის დროს.

  • ძლიერი ქავილი ლიმფომისა და ურემიის დროს.

  • ქუნთრუშასებრი გამონაყარი; "ზუმფარას ქაღალდისებრი" გენერალიზებული ერითემატოზული გამონაყარი კანის შეფერილობის დისკრეტული პაპულებით; ხაზოვანი პეტექიური ზოლები (პასტიას ხაზები) კანის ნაკეცების არეებში, განსაკუთრებით იღლიის, საზარდულისა და იდაყვის სახსრის წინა ფოსოებში.

თვალები

  • კონიუნქტივიტი კავასაკის დაავადების და ვირუსული ინფექციების დროს.

  • მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება პაციენტებში, თავის ტვინის აბსცესით, მენინგიტით, ენცეფალიტით.

  • ბადურაში სისხლჩაქცევა გვხვდება ბავშვებში, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს მიუნჰაუზენის დელეგირებულ სინდრომს.

  • უვეიტი კრონის დაავადების, წყლულოვანი კოლიტისა და ლეპტოსპიროზის დროს.

  • პროპტოზი შესაძლოა გამოვლინდეს პაციენტებში, თიროიდული კრიზით.

  • ცრემლის გამომუშავების შეუძლებლობა მიანიშნებს ვეგეტატიურ დაავადებაზე ბავშვებში.

  • დენგეს ცხელების დროს ასევე ხშირია ძლიერი რეტროორბიტული ტკივილი თვალის კაკლის მოძრაობისას ან მასზე მსუბუქი ზეწოლისას.

სახსრები

  • შესიებული სახსრები მიანიშნებს სეპტიკურ ართრიტზე, იუვენილურ იდიოპათიურ ართრიტზე, სისტემურ წითელ მგლურაზე, რევმატულ ცხელებაზე, ლეიკემიაზე, ლიმფომაზე, შრატისმიერ დაავადებაზე, ენდოკარდიტზე, ნაწლავთა ანთებით დაავადებებზე.

სხვა ძვალკუნთოვანი ნიშნები

  • ოსლერის კვანძები (მტკივნეული თითის ბალიშები) ბაქტერიული ენდოკარდიტის დროს სეპტიკური ემბოლიის ნიშანია.

  • რევმატული ცხელების დროს კანქვეშა კვანძები კიდურების გამშლელ ზედაპირებზე.

ფარისებრი ჯირკვალი

  • ჩიყვი, რომელსაც თან ახლავს აუსკულტაციური ხმიანობა, მიანიშნებს თირეოტოქსიკოზზე.

ლიმფადენოპათია

  • კისრის იზოლირებული ლიმფადენოპათია შეიძლება აღინიშნოს კავასაკისა და კატის ნაკაწრით გამოწვეული დაავადების დროს.

  • დისემინირებული ლიმფადენოპათია ვლინდება ინფექციური მონონუკლეოზის, ციტომეგალოვირუსის ინფექციის, ტოქსოპლაზმოზის, ლეიკემიის, ლიმფომის, ტკიპით გამოწვეული დაავადებისა და ზოგიერთი ანთებითი/სისხლძარღვთა დაავადების დროს.

  • ბაქტერიული ინფექციების უმეტესი ნაწილი იწვევს რეგიონულ ლიმფადენოპათიას.

  • ტულარემიის წყლულოვან-ჯირკვლოვანი ფორმა, როგორც წესი, ვლინდება ლიმფადენოპათიით.

რესპირატორული სისტემის გასინჯვა

  • ხიხინი აღინიშნება პნევმონიის, ვირუსული ინფექციების და ტუბერკულოზის დროს.

  • პლევრიტი შესაძლოა აღინიშნოს ანთებითი/სისხლძარღვთა დაავადებების და ავთვისებიანი მდგომარეობების დროს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასინჯვა

  • ბაქტერიული ენდოკარდიტის დროს შესაძლოა ვლინდებოდეს შუილი.

  • პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა შესაძლოა დაფიქსირდეს პერიკარდიტის მქონე პაციენტებში, რაც უკავშირდება ზოგიერთ ანთებით/სისხლძარღვთა დაავადებას.

მუცლის გასინჯვა

  • ცისტიტის, პიელონეფრიტის, ღვიძლის აბსცესის (მარჯვენა ზედა კვადრანტის), ტიფოიდური ცხელების და ნაწლავის ანთებითი დაავადების დროს შეიძლება აღინიშნოს ზედაპირული მტკივნეულობა.

  • ჰეპატომეგალია და/ან სპლენომეგალია მიანიშნებს ტიფოიდურ ცხელებაზე, ინფექციურ მონონუკლეოზზე, ციტომეგალოვირუსის ინფექციაზე, ტოქსოპლაზმოზზე, ენდოკარდიტზე, მიოკარდიტზე, ღვიძლის აბსცესზე, მალარიას, ტუბერკულოზსა, იუვენილურ იდიოპათიურ ართრიტსა ან სისტემურ წითელ მგლურაზე.

  • მუცლის ღრუს წარმონაქმნი შესაძლოა პალპირებადი იყოს ლიმფადენოპათიის გამო.

  • კრონის დაავადების დროს ვლინდება პერიანალური ნახეთქები და აბსცესი.

  • სათესლე ჯირკვლების ტკივილი შესაძლოა ვლინდებოდეს იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ლეიკემია, მეტასტაზები ავთვისებიანი მდგომარეობის გამო ან სეპტიკური ემბოლია ენდოკარდიტის ან ბრუცელოზის გამო.

ყელ-ყურ-ცხვირის გამოკვლევა

  • სინუსების მტკივნეულობა შეიძლება გამოვლინდეს სინუსიტის დროს.

  • ტიმპანური მემბრანის ამობურცულობა შეიძლება მიუთითებდეს შუა ყურის ოტიტზე.

  • მწვავე ტონზილიტის მქონე პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ ტონზილების ერითემა. ტონზილების ზედაპირზე შიძლება გამოიხატოს ჩირქოვანი ექსუდატი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამომწვევი A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკია.

  • კისრის მტკივნეული ადენოპათია, ხახის ერითემა ექსუდატით, პეტექიები სასაზე და წითელი, შესივებული (მარწყვისებრი) ენა მიუთითებს ქუნთრუშაზე.[40]

ნერვული სისტემა

  • მენენგიტის დროს შეიძლება გამოვლინდეს კერნინგისა და ბრუძინსკის ნიშნები.

  • ყიფლიბანდის გამობერილობა.[11]

  • ფოკალური ნევროლოგიური დარღვევის დროს შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერი ისეთი მოცულობითი წარმონაქმნი, როგორიცაა, თავის ტვინის აბსცესი, ავთვისებიანი მდგომარეობა ან სეპტიკური ემბოლია, განპირობებული კარდიული ვეგეტაციებით (ენდოკარდიტი).

დიაგნოსტიკური კვლევა

ბავშვებში დიაგნოსტიკური კვლევის საჭიროება დამოკიდებულია ფონური ინფექციის ან სხვა მნიშვნელოვანი ეტიოლოგიის არსებულ რისკზე.[41] რადგანაც მწვავე დაავადების მქონე ბავშვებში ცხელების შემთვევათა უმეტესობას იწვევს ვირუსები ან ბაქტერიები, საწყისი შეფასება ხშირად ფოკუსირებულია ინფექციის წყაროს გამოვლენაზე. დეტალური გასინჯვით შესაძლოა ხშირად გამოვლინდეს აშკარა წყარო და კეროვანი ინფექციის იდენტიფიცირებით შეიძლება თავიდან ავიცილოთ დამატებითი კვლევის ჩატარების საჭიროება.

ახალშობილებისა და მცირეწლოვანი ჩვილების გარდა, რომლებშიც ფიზიკური გამოკვლევა ნაკლებად სანდოა, მიდგომა შეიძლება იყოს უფრო შერჩევითი, თუ პირველადი გამოკვლევით ბავშვს არატოქსიკური გარეგნობა აქვს .[42][43] უფრო ინტენსიური ტესტირება საჭიროა იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ინფექციის შედარებით მაღალი რისკი და რომელთა ანამნეზი და გასინჯვის შედეგები მწირ ინფორმაციას გვაძლევს. ტრადიციულად ეს გახდა ასაკის მიხედვით სხვადასხვა დიაგნოსტიკური მიდგომის გამოყენების მიზეზი; ტესტირებამდე რისკის სტრატიფიკაციაში ასევე გარკვეულ როლს თამაშობს იმუნიზაციის სტატუსი.

2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)

ბავშვთა 90%-ზე მეტი უსიმპტომოა ან აღენიშნება მსუბუქი ფორმის სურდო. თუმცა, დაფიქსირებულია საშუალო-მძიმე ფორმის ავადმყოფობა.[26] მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მინიმალური სიმპტომების არსებობისას ან უსიმპტომო მიმიდინარეობის მიუხედავად, გულმკერდის ვიზუალიზაციისას შესაძლოა გამოვლინდეს პნევმონიის ნიშნები.[27] ხშირია სხვა რესპირატორული ვირუსებით კოინფექცია.

მძიმე შემთხვევებში გასინჯვით შეიძლება გამოვლინდეს ცხელება (ჟრჟოლით/კანკალით ან მის გარეშე) და გამოხატული ხველა და/ან სუნთქვის გაძნელება. პნევმონიის ან რესპირატორული დისტრესის მქონე პაციენტებში გულმკერდის აუსკულტაციით შეიძლება გამოვლინდეს ხიხინი და/ან ბრონქული სუნთქვა. სუნთქვის დარღვევის მქონე პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ ტაქიკარდია, ტაქიპნოე ან ჰიპოქსია თანმხლები ციანოზით.

დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა მოლეკულური ტესტირება. დიაგნოსტიკური ტესტები უნდა ჩატარდეს ჯანმრთელობის ადგილობრივი ორგანოების მიერ შემუშავებული მითითებების შესაბამისად და უნდა აკმაყოფილებდეს ბიოუსაფრთხოების სტანდარტებს.

გასათვალისწინებელია გულმკერდის რენტგენი ან კომპიუტერული ტომოგრაფია. პაციენტთა 60%-ს CT- ზე უვლინდება ე.წ. "დამსხვრეული მინის" სურათი (მინის ნამსხვრევისებრი დაჩრდილვა). კონსოლიდაცია, ირგვლივ ჰალოს ნიშნებით, პედიატრიული ინფექციის ტიპური დამახასიათებელი ნიშანია.[27]

უცნობი წყაროს ცხელების შეფასება (მწვავე გამოვლინება)

ანამნეზში შარდ-სასქესო გზების ინფექციები, ტემპერატურა ≥39.0°C (102°F), არ არსებობს ცხელების აშკარა წყარო, ავადმყოფური შესახედაობა, ტკივილის შეგრძნება ბოქვენის ზემოთ, ცხელება 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, და არაშავკანიანი რასა.

ბავშვებში სეფსისის მართვის დროს უპირველესია მისი სწრაფი იდენთიფიცირება, ამიტომაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხელების მქონე ყველა ბავშვთან განიხილებოდეს სეფსის არსებობის შესაძლებლობა. კრიტერიუმები სეფსისისა და სეპტიური შოკის იდენტიფიცირებისთვის ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში შემუშავებულია.[44]​ მკურნალობის გაიდლაინები შემუშავებული "სეფსისის გადარჩენის" კამპანიის ფარგლებში ვლავაც ყველაზე ფართოდ მიღებულ სტანდარტებად რჩება.[15]

2 თვემდე ასაკის ბავშვები

  • ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებს, უფროსი ასაკის ბავშვებთან შედარებით, აქვთ ბაქტერიული ინფექციების განვითარების უფრო მაღალი რისკი. ანამნეზი და გასინჯვა არასაკმარისად სენსიტიურია მცირეწლოვან ბავშვებში; სერიოზული ბაქტერიული ავადმყოფობისას, გასინჯვით მათ შესაძლოა ნორმალური შედეგები ჰქონდეთ.

  • საწყისი ლაბორატორიული ტესტები[45][46][47]

    • სისხლის საერთო ანალიზი (პერიფერიული ლეიკოციტების რაოდენობის განსაზღვრით) ხშირად კეთდება ცხელების მქონე ახალშობილებსა და ჩვილებში, თუმცა ამ ტესტს სერიოზული ბაქტერიული და არაბაქტერიული ინფექციების დიფერენცირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ პერიფერიული ლეიკოციტების პათოლოგიურად მაღალი ან დაბალი მაჩვენებელი ზრდის ბაქტერიემიის ან მენინგიტის ალბათობას, აღნიშნული სკრინინგის მაინც არასრულყოფილი ინსტრუმენტია, შესაბამისად სისხლის ან თავზურგტვინის სითხის კულტურის დათესვის გადაწყვეტილება ამ ტესტის შედეგებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.[48][49]​ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს) და CRP ასევე გამოიყენება ინფექციის სკრინინგისთვის, მაგრამ ამ კვლევებსაც ლეიკოციტების რაოდენობის ანალიზის მსგავსი შეზღუდვები აქვთ. ამ პაციენტებში პროკალციტონინის დონის მომატება შეიძლება სერიოზული ბაქტერიული ინფექციის უკეთესი პროგნოზული მაჩვენებელი იყოს.[50][51]

    • სისხლის კულტურა.

    • შარდი სწრაფი ტესტისთვის (მიიღება შარდსაწვეთის კათეტერიზაციის ან ბოქვენზედა ასპირაციის გზით) და შარდის კულტურა.

    • ცერებროსპინური სითხის (CSF) კვლევები მოიცავ CSF-ის ბაქტერიოლოგიასაც.

  • გულმკერდის რენტგენოგრაფია: ნაჩვენებია მხოლოდ რესპირატორული სიმპტომების არსებობისას.[52]

  • განავლის ანალიზი: მითითებულია მხოლოდ დიარეის შემთხვევაში.[11]

2 თვეზე მეტი ასაკის ბავშვები

  • ანამნეზი და გასინჯვა უფრო ინფორმატიულია უფროსი ასაკის პაციენტებში და შესაბამისად, დიაგნოსტიკური მიდგომა უფრო შერჩევითი უნდა იყოს, რაც ანამნეზსა და სიმპტომატიკაზეა დამოკიდებული.

  • შეიძლება შემდეგი ტესტების გათვალისწინება:

    • სისხლის საერთო ანალიზი (პერიფერიული ლეიკოციტების რაოდენობის ჩათვლით): მიუხედავად იმისა, რომ ეს ტესტი ჩვეულებრივ კეთდება ცხელების მქონე ბავშვების შეფასებისთვის, აღნიშნული არ არის საკმარისად სენსიტიური ან სპეციფიკური დასკვნითი დიაგნოზის დასასმელად. ერითროციტების დალექვის სიჩქარე, C-რეაქტიული ცილა და პროკალციტონინი ისევე, როგორც უფრო მცირეწლოვან ბავშვებში,ზოგჯერ გამოიყენება ინფექციის სკრინინგის ინსტრუმენტად.

    • შარდის მიკროსკოპია და ბაქტერიოლოგიური კვლევა: საშარდე გზების ინფექციები (UTIs) ხშირია 24 თვემდე ასაკის გოგონებსა და წინდაუცვეთელ ბიჭებში. შარდში მარკერ-ზოლით ლეიკოციტების ესტერაზას, ნიტრიტების და ლეიკოციტების რაოდენობრივი ტესტის დადებითი შედეგი შეიძლება გამოყენებულ იქნას ფებრილულ პაციენტებში საშარდე გზების ინფექციის წინასწარი დიაგნოზის დასადგენად.[53]​ საჭიროა შარდის გაფართოებული ანალიზისა და ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩატარება; კვლევისთვის შარდი აღებული უნდა იყოს ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებამდე.[53]​ ანამნეზური და ობიექტური მონაცემების ერთობლიობა (მათ შორის UTI-ს ისტორია, ტემპერატურა ≥39.0°C (102°F), ცხელება 24 საათზე მეტი ხანგრძლივობით, ცხელების სხვა წყაროს არარსებობა, სუპრაპუბიული მგრძნობელობა, წინადაუცვეთელი მამრობითი ჩვილი) ზრდის UTI-ის ალბათობას.[53][54]

    • სისხლის კულტურა: სერიოზული ინფექცია შეიძლება იყოს ფარული, განსაკუთრებით, მცირეწლოვან ბავშვებში. 24 თვემდე ასაკის ბავშვებს, ტემპერატურით ≥39°C (102°F ) და რომელთაც 2-ჯერადზე ნაკლები პნევმოკოკური ვაქცინაცია აქვთ ჩატარებული, აღენიშნებათ ბაქტერიემიის განვითარების უფრო მაღალი რისკი.[35]

    • თავზურგტვინის სითხის ტესტირება: სარეზერვოა იმ ბავშვებისთვის, რომელთა ანამნეზი ან გასინჯვა მიანიშნებს ცნს-ის ინფექციაზე.

    • განავლის ანალიზი: ნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებთანაც საეჭვოა ნაწლავის ანთებითი დაავადება და ტიფოიდური ცხელება.

    • გულმკერდის რენტგენოგრაფია: პნევმონია, რომელიც ვლინდება მხოლოდ ცხელებით, რესპირატორული სიმპტომების გარეშე, იშვიათია.[55][56] გულმკერდის რენტგენოგრაფია უნდა გაკეთდეს, თუ გასინჯვის შედეგები მიანიშნებს ჰიპოქსემიასა ან მნიშვნელოვან რესპირატორულ დისტრესზე (მაგ., ტაქიპნოე, დისპნოე, რეტრაქცია, ხმაურიანი სუნთქვა, ნესტოების ბერვა, აპნოე ან ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება), ან თუ ვლინდება მაღალი ცხელება, ცხელება რომელიც 48 საათზე მეტხანს გრძელდება, ან ცხელების შეუსაბამო ტაქიკარდია ან ტაქიპნოე, ასევე პაციენტებში, საწყისი ანტიბიოტიკოთერაპიის წარუმატებლობისას.[52][53][57]

უცნობი ეტიოლოგიის ცხელების შეფასება (ქვემწვავე გამოვლინებით)

უცნობი ეტიოლოგიის ცხელება კარგად არ არის განსაზღვრული ბავშვებში და ისტორიულად გამოიყენებოდა, როგორც ცალკეული ავადმყოფობის ქვემწვავე გამოვლინებად, რომელიც მიმდინარეობდა სულ მცირე, 3 კვირის განმავლობაში, ტემპერატურით >38.3°C (100.9°F) და დიაგნოზი გაურკვეველი რჩებოდა 1-კვირიანი ინტენსიური გამოკვლევის შემდეგ.[1]

ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზებია: ინფექციები, ანთებითი/სისხლძარღვთა დაავადებები და ავთვისებიანი მდგომარეობები. ამ ბავშვებს ესაჭიროებათ მეტად მიზანმიმართული, დეტალური და ხანგრძლივი შეფასება, ხშირად არ სჭირდებათ ურგენტული ემპირიული მკურნალობა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გავრცელებული ავადმყოფობების იშვიათ გამოვლინებებსა და ფარულ მიზეზებს.

გასათვალისწინებელი გამოკვლევებია:

  • სისხლის საერთო ანალიზი და პერიფერიული სისხლის ნაცხი: ლეიკოციტების რაოდენობა არასპეციფიკური ტესტია, მაგრამ თუ ის მომატებულია, ეს მიანიშნებს ინფექციაზე, მაშინ, როცა ლეიკოციტების დაქვეითებული რაოდენობა შეიძლება აღინიშნოს ვირუსული დაავადების ან სეფსისის დროს. ცხელებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ მდგომარეობას თან ახლავს ანემია (მაგ. ,ინფექციური ენდოკარდიტი, მალარია). თრომბოციტების მომატებული რაოდენობა არასპეციფიკური ნიშანია და შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა მწვავე დაავადების დროს; ამის მსგავსად, თრომბოციტოპენია შესაძლოა გამოვლინდეს მძიმე ფორმის ბაქტერიული ან ვირუსული დაავადებების დროს. პერიფერული სისხლის ნაცხში პათოლოგიური უჯრედების არსებობა შესაძლოა მიანიშნებდეს ჰემატოლოგიურ ავთვისებიან სიმსივნეზე ან მალარიის პარაზიტების არსებობაზე.

  • ერითროციტების დალექვის სიჩქარე, C-რეაქტიული ცილა და პროკალციტონინი: ინფექციის და/ან ანთების არასპეციფიკური მახასიათებლებია.[51][58]

  • სისხლის კულტურა.

  • შარდის ანალიზი და შარდის კულტურა.

  • ელექტროლიტები, სისხლში შარდოვანას აზოტი, კრეატინინი, ღვიძლის ფუნქციური სინჯი.

  • სეროლოგიური ტესტები (ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, აივ).

  • გულმკერდის რენტგენოგრაფია.

  • ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტები (M ტუბერკულოზის იდენტიფიცირებისთვის).

  • დამატებითი ტესტები (ჩვენების მიხედვით)

    • განავლის ანალიზი

    • მიელოგრამა

    • ლუმბალური პუნქცია

    • შრატის ანტინუკლეური ანტისხეული

    • ვიზუალიზაციური კვლევები

      • მუცლის ღრუს რადიოლოგიური კვლევა

      • სინუსის რადიოლოგიური კვლევა

      • დვრილისებრი მორჩის რადიოლოგიური კვლევა

      • სისხლის ნიშნული ლეიკოციტების სკანირება

      • ექოკარდიოგრაფია.

სპეციფიკური დიაგნოსტიკური კრიტერიუმები

კავასაკის დაავადება[11][59]

  • აუხსნელი ცხელება ≥5 დღის განმავლობაში და დამატებული კორონარული არტერიების ანომალიებისთვის დამახასიათებელი 4 ძირითადი კრიტერიუმი.

  • მთავარი კრიტერიუმები

    • ცვლილებები კიდურებში (ხელის- ან ფეხისგულების მწვავე ერითემა ან მტევნების და ტერფების შეშუპება; ფრჩხილებთან კანის აქერცვლა ვლინდება ავადმყოფობის მე-2 და მე-3 კვირას).

    • პოლიმორფული ეგზანთემა

    • თვალის კაკლის ბილატერალური ჰიპერემია ექსუდატის გარეშე

    • ცვლილებები ტუჩებსა და პირის ღრუში (ერითემა, დახეთქილი ტუჩები, "მარწყვისებრი" ენა, პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსის დიფუზური ჰიპერემია)

    • კისრის ლიმფადენოპათია (>1.5 სმ დიამეტრით) როგორც წესი, უნილატერალური.

  • აღნიშნული სიმპტომები შემოსვლისას შეიძლება კუპირებული იყოს. მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, ჰქონდა თუ არა ბავშვს ეს სიმპტომები ცხელების დაწყებიდან, მაშინაც კი, თუ შეფასებისას აღნიშნული სიმპტომები არ აღინიშნებოდა.[11]

რევმატული ცხელება (ჯონსის კრიტერიუმები)[60]

  • A ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის გადატანის შემდეგ, დიაგნოზი შეიძლება დაისვას, თუ ის შეესაბამება 2 დიდ ან 1 დიდ და 2 მცირე კრიტერიუმს. წინასწარი დიაგნოზი შესაძლოა დაისვას იმ შემთხვევაში, თუ ქორეა ან კარდიტი ერთადერთი გამოვლინებებია. უფრო მეტიც, იმის გამო, რომ რთულია განმეორებითი დაავადების დიაგნოსტირება იმ პაციენტებში, რომელთაც ადრე ჰქონდათ რევმატული ცხელება ან გულის რევმატული დაავადება, ეს პაციენტები უნდა აკმაყოფილებდნენ ახლო წარსულში გადატანილი A ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის ან 1 დიდ ან 2 მცირე კრიტერიუმს.

  • მთავარი/დიდი კრიტერიუმები: კარდიტი, პოლიართრიტი, კანქვეშა კვანძები, ქორეა, შემოფარგლული ერითემა (erythema marginatum).

  • მცირე კრიტერიუმები: ცხელება, ართრალგია, მომატებული მწვავე ფაზის რეაგენტები (ერითროციტების დალექვის სიჩქარე, C-რეაქტიული ცილა), ეკგ-ზე გახანგრძლივებული PR ინტერვალი, ანტისტრეპტოლიზინი O-ს მომატებული ან მზარდი ტიტრი ან ანტიდეზოქსირიბონუკლეაზა, ადრინდელი რევმატული ცხელება.

სტრეპტოკოკური ტოქსიკური შოკის სინდრომი[61]

  • დადასტურებული შემთხვევა აკმაყოფილებს კლინიკურ კრიტერიუმებს, პლუს A ჯგუფის Streptococcus იზოლირება ნორმალური სტერილური ადგილიდან.

  • კრიტერიუმი მოიცავს ჰიპოტენზიას (16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის <ასაკობრივი ნორმის მე-5 პერცენტილზე) და ქვემოთაღნიშნულიდან 2 ან მეტი:

    • თირკმელების ფუნქციის დარღვევა

    • კოაგულოპათია

    • ღვიძლის დაზიანება

    • მწვავე რესპირატორული დისტრესსინდრომი

    • გენერალიზებული გამონაყარი, რომელიც შესაძლოა აიქერცლოს

    • რბილი ქსოვილის ნეკროზი მოიცავს ნეკროზულ ფასციიტს, მიოზიტს ან განგრენას.

სტაფილოკოკური ტოქსიკური შოკის სინდრომი[61]

  • შემთხვევის დასადასტურებლად აუცილებელია ცხელების, ჰიპერტენზიის, დიფუზური ერითროდერმის, აქერცვლის (თუ პაციენტი არ გარდაიცვლება აქერცვლის დაწყებამდე) არსებობა და სულ მცირე, 3 ორგანოთა სისტემის დაზიანება.

  • სავარაუდოა შემთხვევა, თუ დადასტურებული შემთხვევის განსაზღვრებიდან ერთ-ერთი მახასიათებელი არ ვლინდება.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას