ეტიოლოგია

ენდეთ მითითებებს

ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:

Richtlijn zorg voor patiënten met hiv in de eerste lijnავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2023GPC sur la prise en charge des patients vivant avec le VIHავტორი: Groupe de Travail Développement de recommmandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2023

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: HIV-1 და HIV-2, რომელთაგან ორივე იწვევს შიდსს. აივ-1-ით დაინფიცირება ასოცირდება CD4 T უჯრედების რაოდენობის პროგრესულ შემცირებასთან და ვირუსული დატვირთვის ზრდასთან, რაც იწვევს კლინიკურ შიდსს. ინფექციის ეტაპი შეიძლება დადგინდეს პაციენტის CD4 T- უჯრედების რაოდენობის განსაზღვრით და კლინიკური სურათთან კორელაციით, როგორიცაა შიდს-განმსაზღვრელი დაავადებები. აივ-2 ინფექციას უფრო ნელი განვითარება აქვს და დიდწილად შემოფარგლულია დასავლეთ აფრიკის ტერიტორიით.[19] აივ ვირუსების ძირითადი ტიპების ფარგლებში არსებობს მრავალი გენეტიკურად განსხვავებული ქვეჯგუფი, ვინაიდან ვირუსი მუტირებს და იცვლება დროთა განმავლობაში.

აივ არის რეტროვირუსი, რომელიც აინფიცირებს და მრავლდება პირველ რიგში ადამიანის CD4+ T უჯრედებში და მაკროფაგებში. აივ-ის გადადება ხდება სისხლის, სისხლის პროდუქტების, სასქესო სითხეების, სხვა სისხლის შემცველი სითხეების და დედის რძის მეშვეობით. ადამიანთა უმეტესობა ინფიცირდება სქესობრივი კონტაქტის გზით, დაბადებამდე ან მშობიარობისას, ძუძუთი კვების დროს ან საზიარო, დაბინძურებული ნემსების ან შპრიცების გამოყენებით (ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლებში). სქესობრივი კონტაქტი არის აივ-ის ტრანსმისიის ყველაზე ხშირი, თუმცა არაეფექტური გზა. ექსპოზიციით გადადების რისკი დაბალია; გამოთვლების მიხედვით თითოეული ჰეტეროსქესობრივი კონტაქტის დროს ინფექციის ტრანსმისიის რისკი 0.1%-ია, მაგრამ ეს რიცხვი მერყეობს და იზრდება პარარელურად წყლულოვანი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სგდ) თანაარსებობის, მასპინძელ ორგანიზმში მაღალი აივ ვირუსული დატვირთვის და ანტირეტროვირუსული თერაპიის არარსებობის შეთხვევაში.[20]

პათოფიზიოლოგია

ვირუსი უჯრედში აღწევს ვირუსის გარსის გლიკოპროტეინის მეშვეობით უჯრედის CD4 რეცეპტორზე და კო-რეცეპტორზე (CCR5 ან CXCR4) მიმაგრებით. სახელი რეტროვირუსი მომდინარეობს იქიდან, რომ იგი აკოდირებს ფერმენტ უკუ-ტრანსკრიპტაზას, რაც ხელს უწყობს ვირუსული რნმ-ისგან დნმ-ის წარმოებას. ფერმენტი უკუ-ტრანსკრიპტაზა არსებითად ცდომილებისკენ არის მიდრეკილი და განაპირობებს აივ მუტაციის მაღალ სიხშირეს, რასაც შეუძლია სწრაფად გამოიწვიოს ვირუსული რეზისტენტობის განვითარება პაციენტების მკურნალობის პროცესში.[21]

როცა პროვირუსი უჯრედულ დნმ-ში ჩაშენდება, იგი აგრძელებს ცხოვრებას ინფიცირებული უჯრედის ბირთვში და იქვე რჩება უმოქმედოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე. ალტერნატიულად, ვირუსი შეიძლება გახდეს ტრანსკრიპციულად აქტიური (განსაკუთრებით იმუნურად აქტიურ ქსოვილებში) და რეპლიკაციისათვის გამოიყენოს ადამიანის მასპინძელი უჯრედის მექანიზმი. ამის შემდეგ ვირუსული რნმ ან რჩება საწყისი ფორმით, ან მრავლდება, მრავლდება და უზრუნველყოფს სხვადასხვაგვარი სტრუქტურული, მარეგულირებელი და დამატებითი ცილების სინთეზს. ვირუსის მასპინძელი უჯრედის მემბრანაზე დაკვირტვის შემდეგ ვირუსული პროტეაზები აგრძელებენ ცილების გადამუშავებას და იქმნება მომწიფებული ვირუსული ნაწილაკები.

ინფიცირებიდან რამდენიმე კვირაში ვირუსი აქტიურად მრავლდება სისხლში და ვირუსული ნაწილაკების რაოდენობამ, შეიძლება პლაზმის ერთ მიკროლიტრში 10 მილიონს გადააჭარბოს. პარალელურად მცირდება CD4 T უჯრედების რაოდენობა. თუმცა, აივ-ის მიმართ ვითარდება იმუნური პასუხი, რაც ამცირებს ვირუსის რეპლიკაციას, შედეგად ვირუსული დატვირთვა მცირდება და CD4 T უჯრედების რაოდენობა დაახლოებით ნორმას უტოლდება. იმუნური კონტროლი დამოკიდებული უნდა იყოს T კილერ უჯრედებსა (T killer) და გამანეიტრალებელ ანტისხეულებზე. იმისდა მიხედვით თუ რამდენად ეფექტურია კონტროლი, ვირუსული დატვირთვა ცნობილია საწყისი წერტილის სახელწოდებით და მიჩნეულია ინფიცირებული ადამიანის ავადმყოფობის შედეგის პროგნოზულ ფაქტორად.[22]

კვლევის მიხედვით, გადამწყვეტი და გენეტიკურად განსაზღვრული ფაქტორია მასპინძლის თავდაპირველი პასუხი აივ ინფექციის მიმართ. პაციენტთა მცირე ნაწილში იმუნური სისტემა უჩვეულოდ ნელა ან საერთოდ არ ზიანდება. აივ-ის წინააღმდეგ იმუნური თერაპიის განვითარების იმედით, მიმდინარეობს ამ ხანგრძლივი დაკვირვების ქვეშ მყოფი პაციენტების ყურადღებით შესწავლა.

კლასიფიკაცია

აივ ინფექციის ქვეტიპები[2][3][4]

აივ-ი განეკუთვნება Lentivirus-ის გვარს , Retroviridae-ს ოჯახს და იყოფა ორ ტიპად:

  • აივ ტიპი 1 (HIV 1) იწვევს გლობალურ ეპიდემიას. არსებობს HIV 1-ის 3 ძირითადი ჯგუფი: M ჯგუფი (მთავარი, რომელშიც შედის A, B, C, D და L კლადები), N (არა-M და არა-O) და O (ცალკეული). ევროპასა და შეერთებულ შტატებში გავრცელებულია B ჯგუფი. A, C და D ჯგუფები დომინირებს აფრიკაში, B და AE (მოცირკულირე რეკომბინანტული ფორმა) აზიაში და B ჯგუფი - სამხრეთ ამერიკაში.[2] მსოფლიო მასშტაბით, C ქვეტიპი წარმოადგენდა აივ ინფექციების საერთო რაოდენობის 46.6 %-ს 2010-2015 წლებში, სიხშირით მეორე გახლდათ ქვეტიპი B (12.1%), შემდეგ ქვეტიპი A (10.3%), ქვეტიპი CRF02_AG (7.7%), ქვეტიპი CRF01_AE (5.3%), ქვეტიპი D (2.7%) და ქვეტიპები F, H, J და K (ჯამში 0.9%).[5] ქვეტიპი L აღმოაჩინეს 2019 წელს ნიმუშებში, რომლებიც 2001 წელს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან აიღეს.[6] VB ქვეტიპი (ვირუსული ქვეტიპი B) აღმოაჩინეს ნიდერლანდებში 2022 წელს.[7]

  • აივ ტიპი 2 (HIV 2) ნაკლებად პათოგენურია და გავრცელებულია დასავლეთ აფრიკის დიდ ნაწილში.[2][8]

პირველადი აივ ინფექცია გულისხმობს აივ-ის შეძენიდან პირველ 6 თვეს. ამ პერიოდში ყალიბდება ანტისხეულების მზარდი პასუხი აივ-ის მიმართ, ხოლო პლაზმაში აღინიშნება მაღალი დონის ვირემია.[9]

შიდსი ვითარდება აივ ინფექციის შედეგად, ძირითადად 10-15 წლის შემდეგ (მედიანა- 11 წელი).​[1]​ეს არის ინფექციების, დაავადებების ან ავთვისებიანი მდგომარეობების ერთობლიობის სინდრომი (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების კრიტერიუმებზე დაფუძნებით) - იმუნური სისტემის, გამოფიტვისა და დაშლის შედეგი, რაც გამოწვეულია აივ ინფექციით.[3]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას