მონიტორინგი
კრიპტოკოკული მენინგიტი
პაციენტები, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ კრიპტოკოკური მენინგიტისგან, საჭიროებენ შემდგომ გულმოდგინე მეთვალყურეობას რეციდივის სიმპტომების აღმოსაჩენად.
პაციენტებში, რომლებშიც უკვე დადგენილია აივ ინფექცია, უნდა გაგრძელდეს ანტირეტროვირუსული მკურნალობა. არანამკურნალებ აივ-ინფიცირებულ პაციენტებში, რომელთაც ახლახანს დაუდგინდათ კრიპტოკოკული მენინგიტის დიაგნოზი, ანტირეტროვირუსული თერაპიის გადავადება 5 კვირით დაკავშირებულია გადარჩენადობის გაუმჯობესებათან იმ ჯგუფთან შედარებით, სადაც თერაპია იწყებოდა 1-2 კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც თავზურგტვინის სითხეში აღენიშნებოდათ ლეიკოციტების სიმცირე.[99]
აივ-ინფიცირებულებში ყოველი 8 პაციენტიდან ერთში კრიპტოკოკური მენინგიტის მკურნალობა რთულდება იმუნური აღდგენის ანთებითი სინდრომით.[19]
ჰისტოპლაზმური მენინგიტი[27]
თავზურგტვინის სითხის ანალიზი უნდა გამეორდეს 1 თვეში, როდესაც ლიპოსომური ამფოტერიცინი B-ს შეიცვლება აზოლური სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატით და, აგრეთვე, 1 წლის თავზე ან თუ მკურნალობა არაეფექტურია და საეჭვოა რეციდივის განვითარება.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ თზტ სითხის ცვლილებები არ ნორმალიზდება და თზტ სითხეში ანტიგენი (და შრატის და შარდის ანტიგენი, თუ თავიდან იყო დადებთი) არ გახდება უარყოფითი.[68]
შრატის და შარდის ანტიგენის კვლევა, თუ თავიდან დადებითი იყო, ტარდება 2 კვირის, 1 და 3 თვის შემდეგ მკურნალობის პროცესში და მკურნალობის შეწყვეტიდან მინიმუმ 6 თვის შემდეგ.
ანტიგენის დონე ასევე უნდა განისაზღვროს პაციენტებში, რომლებთანაც მკურნალობა უშედეგოა ან საეჭვოა რევიდივი.
კოკციდიოიდური მენინგიტი[11]
თავიდან თავზურგტვინის სითხის ანალიზი მეორდება ყოველთვიურად.
თუ პასუხი კარგია, თავზურგტვინის სითხის ანალიზი მეორდება 3 თვეში ერთხელ მთელი სიცოცხლე.
შრატის და თავზურგტვინის სითხის კომპლემენტის ფიქსირებული-ტიპის ანტისხეულები ქვეითდება წარმატებულ მკურნალობასთან ერთად.
კანდიდური მენინგიტი:[71]
რეციდივის მაღალი რისკის გამო კანდიდური მენინგიტის დროს სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა გრძელდება სიმპტომების და ნიშნების უკუგანვითარებიდან მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში.
სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობის შეწყვეტამდე თზტ სითხის და რადიოლოგიური კვლევის ყველა მონაცემი უნდა დაუბრუნდეს ნორმას.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას