განხილვები პაციენტთან
ყველა პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს სოკოს საწინააღმდეგო შემანარჩუნებელი თერაპიის ზუსტი შესრულების მნიშვნელობის შესახებ და იცოდნენ, რომ ნებისმიერი სიმპტომის განმეორების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს. ყველა პაციენტს უნდა აუხსნათ, რომ საჭიროა მკურნალობაზე პასუხის მონიტორინგი სისხლისა და თავზურგტვინის სითხის ანალიზით და რომ არსებობს რეციდივის ალბათობა.
აივ-ინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც უკვე უტარდებათ მკურნალობა კრიპტოკოკური მენინგიტის გამო, უნდა გააფრთხილონ კრიპტოკოკური იმუნური აღდგენის სინდრომის (CM-IRIS) განვითარების შესაძლებლობაზე, რომელიც როგორც წესი, ვითარდება ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყებიდან 1- 2 თვის შემდეგ.
პაციენტებს, რომლებსაც უკვე უტარდებათ მკურნალობა კრიპტოკოკური მენინგიტის გამო, უნდა მიეცეს რჩევა, რომ მკურნალობა და მეთვალყურეობა საჭიროა მთელი სიცოცხლი მანძილზე და ეცნობოს, რომ მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მაღალია რეციდივის რისკი.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას