მიდგომა

აუცილებელია ყოვლისმომცველი ანამნეზის შეგროვება და საფუძვლიანი ფიზიკური გამოკვლევს ჩატარება. კლინიკური შეფასების დასადასტურებლად გამოიყენება ლაბორატორიული ტესტები და ვიზუალიზაცია.

ანამნეზი და კლინიკური შეფასება

ანამნეზის ძირითადი კომპონენტები:

  • ტკივილის დეტალური შეფასება ( ლოკალიზაცია, დასაწყისი, ხასიათი, ირადიაცია, მიმართვა, დინამიკა, თანმხლები სიმპტომები და ნიშნები, ფაქტორები რომელიც აძლიერებს ან ამსუბუქებს ტკივილსდა აგრეთვე სიმძიმე.

  • ბოლო საკვების ტიპი და მისი მიღების დრო: ინფორმაცია საჭიროა, თუ დანიშნულია ქირურგიული ოპერაცია.

  • წარსული სამედიცინო და ქირურგიული ისტორია, მედიკამენტების გამოყენება და ოჯახის ისტორია.

ტკივილის ადგილი

ტკივილის ლოკალიზაციას საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ დაზიანებული ორგანო.[28][Figure caption and citation for the preceding image starts]: ვისცერალური ტკივილის ხშირი ლოკაციებიშექმნილია BMJ მტკიცებულებების ცენტრის მიერ [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@5f30d4ca[Figure caption and citation for the preceding image starts]: უბნები, რომლებშიც ტკივილი უეცრად და მძიმე ფორმით ჩნდებაშექმნილია BMJ მტკიცებულებების ცენტრის მიერ [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@4125d5f3[Figure caption and citation for the preceding image starts]: უბნები, რომლებშიც ტკივილი სპაზმურია, კოლიკისმაგვარია და ხანგამოშვებით ხასიათს ატარებსშექმნილია BMJ მტკიცებულებების ცენტრის მიერ [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@b108215[Figure caption and citation for the preceding image starts]: უბნები, რომლებშიც ტკივილი თანდათანობით ვითარდება და პროგრესიული ხასიათი აქვსშექმნილია BMJ მტკიცებულებების ცენტრის მიერ [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@41b79219

  • ეპიგასტრიული ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს წყლულთან / პერფორაციასთან, პანკრეატიტთან, საყლაპავის პერფორაციასთან ან მელორი ვეისის სინდრომთან (Mallory-Weiss tear). ასევე გასათვალისწინებელია ქოლელითიაზი და მიოკარდიუმის ინფარქტი.

  • ტკივილი მარცხენა ზედა კვადრანტში ახასიათებს ელენთის ინფარქტს ან ელენთის არტერიის ანევრიზმის გასკდომას, პიელონეფრიტს, თირკმლის კენჭებს ან მსხვილი ნაწლავის პერფორაციას ან მალიგნიზაციას.

  • ტკივილი მარჯვენა ზედა კვადრანტში ახასიათებს ქოლელითიაზს, ქოლეცისტიტს, ჰეპატიტს, ღვიძლის აბსცესს, ფიც-ჰიუ-კურტისის სინდრომს, მსხვილი ნაწლავის პერფორაციას ან მალიგნიზაციას, პიელონეფრიტს ან თირკმლის კენჭებს. ასეთი ტკივილი შეიძლება ასევე განვითარდეს ორსულ ქალებში მწვავე აპენდიციტის დროს, გადიდებული საშვილოსნოს მიერ ნაწლავების გადაადგილების გამო.

  • მარცხენა ქვედა კვადრანტის ტკივილი შეიძლება მიუთითებდეს სიგმოიდური ნაწლავის შემოგრეხაზე (ჩვეულებრივ, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში), დივერტიკულიტი, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, თირკმლის კენჭები, კუჭ-ნაწლავის ავთვისებიანი დაავადება, სუკის კუნთის აბსცესი, ჩაჭედილი /ჩაჭედილი თიაქარი, ან გინეკოლოგიური საკითხები, მათ შორის საკვერცხის შემოგრეხა ან კისტის გახეთქვა, ექტოპიური ორსულობა, ან მენჯის ანთებითი დაავადება (PID). თუმცა ეს იშვიათია, მაგრამ მარცხენამხრივი მუცლის ტკივილის დროს გასათვალისწინებელია შინაგანი ორგანოების ტრანსპოზიცია და შუა ნაწლავის მალროტაცია.[29]

  • ტკივილი მარჯვენა ქვედა კვადრანტში შესაძლოა მიუთითებდეს აპენდიციტზე, თირკმლის კენჭებზე, კუჭ-ნაწლავის ავთვისებიანი მდგომარეობა, სუკის კუნთის აბსცესი, ჩაჭედილი/მოჭყლეტილი თიაქარი ან გინეკოლოგიური საკითხები, მათ შორის საკვერცხი გადაგრეხა ან ცისტის გახეთქვა, ექტოპიური ორსულობა ან მენჯის ანთებითი დაავადება.

  • ტკივილი ჭიპის არეში შეიძლება მიუთითებდეს აპენდიციტზე (შეიძლება განიცდიდეს ირადიაციას მარჯვენა ქვედა კვადრანტში) ან მწვავე მეზენტერიულ იშემიაზე. მუცლის შუა ნაწილში ტკივილის სხვა მიზეზებს მიეკუთვნება მუცლის აორტის ანევრიზმის გასკდომა და წვრილი ნაწლავის ობსტრუქცია.

  • მუდმივი ტკივილი ლატერალურ არეში უფრო ახასიათებს აღმავალი ან დაღმავალი კოლინჯის, თირკმლის, ნაღვლის ბუშტის ან საკვერცხის პათოლოგიას.

  • შინაგანი ორგანოების პერფორაციამ შეიძლება გამოიწვიოს გენერალიზებული ტკივილი.

ტკივილის დაწყების დრო და მიმდინარეობა

გამოავლინეთ დაწყების დრო, იყო თუ არა ტკივილი უეცარი თუ თანდათანობით და როგორ იცვლებოდა დროთა განმავლობაში. უეცარი დაწყების ტკივილი დამახასიათებელია პერფორირებული წყლულის, საყლაპავის ნახეთქების გაჩენის ან გაგლეჯვის, ნეფროლითიაზის, ბილიარული კოლიკის, მწვავე ქოლეცისტიტის, პანკრეატიტისა და აპენდიციტის დროს. ნაწლავის გაუვალობას ხშირად წინ უძღვის პერიოდული ტკივილი. ნაწლავის გაუვალობას ხშირად წინ უძღვის პერიოდული ტკივილი. მსგავსი ტკივილის ეპიზოდები წარსულში: ეს შეიძლება განმეორებით მდგომარეობას ნიშნავდეს, როგორიცაა ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი ან დივერტიკულიტი, სადაც გაზრდილი სიხშირე და სიმძიმე დაავადების პროგრესირებაზე მიუთითებს.

ტკივილის ხასიათი

დაადგინეთ, არის თუ არა ტკივილი პერიოდული, მწვავე, ყრუ, სუსტი ან გამჭოლი ხასიათის. მკვეთრი, ლოკალიზებული ტკივილი ჩვეულებრივ მიუთითებს პარიეტალური პერიტონეუმის გაღიზიანებაზე. ვისცერული ტკივილისთვის დამახასიათებელია ყრუ ხასიათის, გაურკვეველია ლოკალიზაციის ტკივილი, რომელიც უფრო შეიგრძნობა შუა ხაზზე.

ტკივილი თირკმელში / შარდსადენში კენჭის გავლის დროს ჩვეულებრივ მწვავეა, პაციენტს არ შეუძლია მოსახერხებელი პოზის პოვნა. ტკივილი ადჰეზიებისა და ჩაჭედილი / გადაგრეხილი თიაქარისგან, შეიძლება შეფასდეს, როგორც წყვეტილი და ჩხვლეტითი ხასიათის. მუცლის აორტის განშრევებით გამოწვეული ტკივილი შეიძლება აღიწერებოდეს როგორც ძლიერი, მჭრელი ან გაგლეჯის სახით გულმკერდის ან მუცლის არეში.

ტკივილის ირადიაცია და გადაცემა

ტკივილის ირადიაციის არსებობამ და ხასიათმა შეიძლება შესაძლო ეტიოლოგია დაგვანახოს.[28] მაგალითად, თირკმლის კოლიკის დროს ტკივილი ხშირად გადაეცემა ფერდქვეშა არიდან ქვევით ბოქვენისკენ.

ტკივილის ირადიაცია ზურგში მიუთითებს პანკრეატიტზე, მუცლის აორტის განშრევებაზე ან მუცლის აორტის ანევრიზმის გასკდომაზე.

ტკივილის გადაცემის კლასიკური მიდამოები და მათი მიზეზებია:[Figure caption and citation for the preceding image starts]: მთლიანი წრეები აღნიშნავენ ტკივილის ძირითად უბანს, ხოლო წყვეტილი წრეები - იმ უბნებს, სადაც ტკივილი გადაეცემა.შექმნილია BMJ ცოდნის ცენტრის მიერ [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@c914ff0[Figure caption and citation for the preceding image starts]: მთლიანი წრეები აღნიშნავენ ტკივილის ძირითად უბანს, ხოლო წყვეტილი წრეები - იმ უბნებს, სადაც ტკივილი გადაეცემა.შექმნილია BMJ მტკიცებულებების ცენტრის მიერ [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@a51ef2

  • ტკივილი მარჯვენა ბეჭის არეში: ნაღვლის ბუშტის დაავადება, ღვიძლის დაავადება ან დიაფრაგმის მარჯვენა თაღის გაღიზიანება (მაგ. მარჯვენა ქვედა წილის პნევმონია)

  • ტკივილი მარცხენა ბეჭის არეში: გულის დაავადება, კუჭის დაავადება, პანკრეასის დაავადება, ელენთის დაავადება ან დიაფრაგმის მარცხენა თაღის გაღიზიანება

  • სკროტალური ან სათესლე ჯირკვლების ტკივილი (ჩვეულებრივ ტკივილი განიცდის ირადიაციას ნეკნ-დიაფრაგმული კუთხიდან ბოქვენისკენ): თირკმლის კენჭები ან შარდსადენის დაავადება.

თანმხლები კუჭ-ნაწლავის ან სისტემური სიმპტომები

  • ანორექსია დაკავშირებულია აპენდიციტთან, თუმცა ის ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს მწვავე მუცლის გამომწვევ სხვა მდგომარეობებთან, როგორიცაა ობსტრუქციული პროცესები, დივერტიკულიტი, ღვიძლის აბსცესი. დასხივებით გამოწვეული ენტერიტი და ინფექციური კოლიტი.

  • ცხელება, შემცივნება, გულისრევა და ღებინება უფრო ხშირად ასოცირდება ქოლეცისტიტთან, თორმეტგოჯა ნაწლავის პერფორირებულ წყლულთან, კუჭის წყლულთან, აპენდიციტთან, მწვავე მეზენტერული იშემიასთან, PID, მწვავე დივერტიკულიტთან, ღვიძლის აბსცესთან, ჰეპატიტთან, მუცლის ჰემატომასთან ან ობობის ნაკბენებთა

  • ობსტრუქციული პროცესის დროს პაციენტს შეიძლება ბოლო დროის განმავლობაში არ ჰქონდეს კუჭის მოქმედება ან გაზებზე გასვლა , თუმცა ობსტრუქციის ადგილის დისტალურ ნაწილში მოტორიკა შეიძლება შენარჩუნებული იყოს. ბოლო განავლის ხასიათი: დიარეა, მკვრივი განავალი, აქოლიური განავალი, განავალში სისხლის და/ან ლორწოს არსებობა.

გამაძლიერებელი ან შემამსუბუქებელი ფაქტორების არსებობა და მათი ხასიათი.

  • მიიღო თუ არა პაციენტმა რაიმე მედიკამენტები ან სხვაგვარად ხომ არ შეეცადა სიმპტომების შემსუბუქებას

  • ქოლეცისტიტთან და ქოლელითიზიასთან დაკავშირებული ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს საკვების (განსაკუთრებით ცხიმოვანი) მიღებით.

  • აპენდიციტით გამოწვეული ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს მოძრაობით.

  • საკვების მიღებისას გაძლიერებული ტკივილი მიუთითებს კუჭის წყლულზე.

  • ჭამის დროს შემსუბუქებული ტკივილი, რომელიც ძლიერდება რამდენიმე საათის შემდეგ, მიუთითებს თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულზე.

დაავადებების და ქირურგიული ანამნეზი

  • წინა ქირურგიული ჩარევა ზრდის ადჰეზიების შედეგად გამოწვეული ობსტრუქციის ალბათობას.

  • გაითვალისწინეთ, შესაძლოა თუ არა პაციენტი იყოს იმუნოკომპრომისული (სუსტი იმუნიტეტის მქონე)

  • ანამნეზში ანთებითი ნაწლავის დაავადება: ეს შეიძლება დაეხმაროს ტკივილის სავარაუდო მიზეზის დიფერენცირებაში; მაგალითად, კოლიტი, რომელიც გამოწვეულია ანთებითი ნაწლავის დაავადებით.

  • გამოიკვლიეთ, ხომ არ ყოფილა რაიმე ტრავმის ისტორია ბოლო დღეებში ან კვირებში. ეს შეიძლება მოიცავდეს აშკარა შემთხვევებს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა ან თავდასხმა, ასევე უფრო უმნიშვნელო დაცემებს.

  • ქალებში უნდა დადგინდეს ბოლო მენსტრუალური ციკლის თარიღი, გამოყენებული კონტრაცეპცია და ორსულობის მიმდინარე სტატუსი:

    • პაციენტებს ადრეული ორსულობით აქვთ საშვილოსნოს გარე ორსულობის მაღალი რისკი, განსაკუთრებით თუ ორსულობის ლოკაცია არ იყო დადასტურებული ულტრაბგერითი გამოკვლევით.

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებამ შეიძლება ხელი შეუწყოს აორტის ანევრიზმის გაჩენას.

  • წინაგულების ფიბრილაციამ შეიძლება გამოიწვიოს მეზენტერიულ იშემია.

მედიკამენტების მოხმარების ანამნეზი

  • ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი ან სხვა ურეცეპტო მედიკამენტი, რომელიც მიღებულია სიმპტომების შესამსუბუქებლად, და მისი ეფექტი.

  • ნებისმიერი იმუნოსუპრესიული მედიკამენტი, რადიაციული ზემოქმედება ან ქიმიოთერაპია.

  • ოპიოიდების ნებისმიერი რეგულარული გამოყენება ან დამოკიდებულება (მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის მწვავე ტკივილი).

  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ზრდის კუჭის წყლულის რისკს

  • წამლები, რომლებსაც შეუძლიათ პანკრეატიტის პროვოცირება, მაგ., კორტიკოსტეროიდები, ესტროგენები, სულფონამიდები, ტეტრაციკლინი.

სოციალური ანამნეზი

  • ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება პანკრეატიტის რისკის ფაქტორია.

  • მოგზაურობის ანამნეზი: იკითხეთ ვიზიტების შესახებ ამებიაზის (ღვიძლის აბსცესის) ენდემურ ადგილებში ან არასანიტარული პირობების მქონე ადგილებში (გასტროენტერიტი და ინფექციური კოლიტი).

  • ეკოლოგიური ან პროფესიული ანამნეზი, რომელიც შეესაბამება მძიმე მეტალების ზემოქმედებას.

ოჯახური ანამნეზი

  • პაციენტებში საეჭვო გასტროენტერიტით, მნიშვნელოვანია დავადგინოთ, აქვთ თუ არა ოჯახის სხვა წევრებს მსგავსი სიმპტომები.

  • დადებითმა ოჯახურმა ანამნეზმა შეიძლება გამოიწვიოს ეჭვი ნეფროლითიაზზე, ნაწლავის ანთებითი დაავადებაზე, მემკვიდრეობით ხმელთაშუა ზღვის ცხელებაზე ან მწვავე ინტერმიტენტულ პორფირიაზე.

ფიზიკური გამოკვლევა

განსაზღვრეთ სასიცოცხლო ნიშნები: არტერიული წნევა, ტემპერატურა და პულსის სიხშირე.

ფიზიკალური გასინჯვა შემდეგი თანმიმდევრობით ტარდება:

  • ინსპექცია

  • აუსკულტაცია

  • პერკუსია

  • პალპაცია

  • სხვა მნიშვნელოვანი გამოკვლევები: რექტული, მენჯის, სათესლე ჯირკვლების.

ინსპექცია

გააკეთეთ ზოგადი შეფასება იმის შესახებ, თუ რამდენად ცუდად გამოიყურება პაციენტი

თუ პაციენტი ტკივილისგან ვერ ისვენებს, მოძრაობს კომფორტული პოზის საპოვნელად, ეს თირკმლის კოლიკისთვის არის დამახასიათებელი; გაუნძრევლად წოლა და მოძრაობის სურვილის არქონა ახასიათებს პერიტონიტს; მუცლის ნაწიბური შეიძლება მიმდინარე ან გადატანილ პათოლოგიაზე და შესაძლო შეხორცებებზე მიუთითებდეს.

მუცლის კონტური შეიძლება იძლეოდეს მუცლის ზოგადი ან ადგილობრივი შებერილობის სურათს, რაც შეიძლება ახასიათებდეს ნაწლავის ობსტრუქციას, თიაქარს ან მოცულობით წარმონაქმნს.

კანის ცვლილებები, განსაკუთრებით თიაქრის ადგილებში, შეიძლება მიუთითებდეს სტრანგულაციაზე მკრთალი ერითემით, ფერიs შეცვლით ან გვიან სტადიებში დაწყლულებით. ჭიპის მიდამოს დეპიგმენტაცია (კალენის სიმპტომი) ან მუცლის ფერდქვეშა არეების ჰემატომა (გრეი ტიორნერის სიმპტომი) ჰემორაგიულ პანკრეატიტზე მიუთითებს.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ქულენის ნიშანი (ჭიპის გარშემო ფერის ცვლილება) 36 წლის მამაკაცში, რომელსაც 4 დღეა აწუხებს მძიმე ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში ალკოჰოლის მიღების შემდეგჰერბერტ ლ. ფრედ MD- ს და ჰენდრიკ A ვან დიჟკის თანხმობით. [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@633fb273[Figure caption and citation for the preceding image starts]: 40 წლის ქალს 5 დღეა აწუხებს გრეი-ტერნერის ნიშანი (ფერდების ჩალურჯება) და ტკივილის გაუარესება ეპიგასტრიუმის მიდამოშიავტორები ჰერბერტ ლ. ფრედ MD და ჰენდრიკის ვან დიჟკი [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@4bf7113

გულმკერდის და მუცლის აუსკულტაცია:

  • წვრილი ან მსხვილი ნაწლავის ობსტრუქცია: ობსტრუქციის ადრეულ სტადიაზე შეიძლება ისმინებოდეს ჰიპერაქტიური "წკარუნის" ნაწლავური ხმიანობა; მოგვიანებით სტადიაზე ნაწლავური ხმიანობა შეიძლება შემცირდეს ან გაქრეს, რასაც ხშირად თან სდევს მუცლის გამოხატული შებერილობა.

  • ნაწლავური ხმიანობა შეიძლება არ ისმინებოდეს შინაგანი ორგანოს პერფორაციის, ჰემოპერიტონეუმის ან პერიტოენული ანთების შემთხვევაში.

  • გულმკერდის აუსკულტაციით შეიძლება გამოვლინდეს გაძლიერებული ხმის რეზონანსი და შესუსტებული სუნთქვა, რაც პნევმონიისთვის არის დამახასიათებელი, ან გულის ტონების მოყრუება და/ან პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა, რაც პერიკარდიტს ახასიათებს და მწვავე მუცლის ნიშნები შეიძლება გამოიწვიოს.

პალპაცია

  • პალპაცია: მუცლის დაჭიმულობა მწვავე მუცლის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია, რომელიც პერიტონეუმის გაღიზიანებას და კუნთების დეფანსს ახლავს თან. ის ზოგადად პეპტიური წყლულის პერფორაციას ახასიათებს (მუცლის ღრუში კუჭის მჟავე წვენის ჩაღვრით).

  • უკუცემითი ტკივილი (ან უფრო ზოგადად, პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშანი) ახასიათებს არა მხოლოდ აპენდიციტს და დივერტიკულიტს, არამედ ნებისმიერ მდგომარეობას პარიეტული პერიტონეუმის გაღიზიანებით. იგი ასევე შეიძლება გამოვლინდეს შორსწასული ობსტრუქციისა და ნაწლავური გაუვალობის დროს.

  • ზოგჯერ პაციენტები აღნიშნავენ მუცლის ტკივილს ოპიოიდური ანალგეზიის მისაღებად. თუ ამის ეჭვი არსებობს, გასინჯვის დროს სასარგებლოა პაციენტის ყურადღების გადატანა, რაც დაგვეხმარება მუცლის სიმპტომების არსებობისა და მათი სიმძიმის დადგენაში.

  • მერფის სიმპტომი (ზედა მარჯვენა კვადრანტის მტკივნეულობა და შესუნთქვის გაჩერება პალპაციის დროს) შეიძლება ქოლეცისტიტის დროს გაჩნდეს.

  • პალპირებადი და შეუბრუნებადი თიაქარი მის ჩაჭედვაზე მიუთითებს. ყოველ პაციენტში, რომელსაც აქვს ნაწლავის ობსტრუქციის სიმპტომები ან ნიშნები, უნდა გაისინჯოს საზარდულის არე.[30] პალპირებადი წარმონაქმნები აღინიშნება ქოლეცისტიტის, აპენდიქსის წარმონაქმნის, ნაწლავის ინვაგინაციის ან აორტის ანევრიზმის (პულსირებადი) დროს.

  • ფსოასის (Psoas)ნიშანი, როვსინგის (Rovsing's) ნიშანი, ტკივილი ხველისას ან ტკივილი ხტუნვის დროს ძალიან სპეციფიკურია, მაგრამ არა მგრძნობიარე პედიატრიული აპენდიციტისთვის.[31]

პერკუსია

  • თუ პერკუსია იწვევს ტკივილს, შეიძლება იყოს პერიტონეალური ანთება ასევე გამოიყენება პერკუსია მიგრირებადი ყრუ ხმიანობის დასადგენად.

სწორი ნაწლავის გასინჯვა

  • სისხლის არსებობა მწვავე მუცლის გამომწვევ მრავალ მდგომარეობას ახასიათებს: მწვავე დივერტიკულიტი; ვოლვულუსი; ნაწლავის ინვაგინაცია (ხშირად ლორწოვანი განავალი, რომელსაც "ალუბლის ჟელეს" შესახედაობა აქვს). სისხლი სხვა მდგომარეობებსაც ახასიათებს, რომლებიც მწვავე მუცლით არ ვლინდება, მაგალითად ჰემოროიდული დაავადება, სისხლდენა კუჭნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან ან კუჭნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილის სიმსივნე.

  • ასევე შეიძლება გამოვლინდეს ფეკალური ჩაჭედვა, სიმსივნე, პროსტატის ან მენჯის აბსცესი.

მენჯის გამოკვლევა

  • მითითებულია ქალების უმეტესობისთვის, თუ ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილშია.

  • ეს შეიძლება დაგვეხმაროს დავადგინოთ ან გამოვრიცხოთ საკვერცხის შემოგრეხვა, საშვილოსნოს გარე ორსულობა ან PID.

  • PID-ის დროს დამახასიათებელია საშვილოსნოს ყელისა და დანამატების მტკივნეულობა, ხოლო ბიმანუალური გასინჯვით ან ულტრაბგერითი გამოკვლევით შეიძლება გამოვლინდეს საკვრეცხის აბსცესი.

  • საშვილოსნოს გარე ორსულობის დროს ხშირად ისინჯება საკვერცხის პალპირებადი წარმონაქმნი, მტკივნეულობით ან მის გარეშე, ხოლო სარკით გასინჯვის დროს ადგილი აქვს საშოდან სისხლდენას.

  • საკვერცხის შემოგრეხვის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს უნილატერალურად საკვერცხის ძლიერი მტკივნეულობა და ხშირად ისინჯებოდეს საკვერცხის წარმონაქმნი.

სკროტუმის/სათესლე ჯირკვლის გამოკვლევა

  • სათესლე ჯირკვლების ინსპექტირება და პალპაცია. მტკივნეულობა შეიძლება ეპიდიდიმიტზე ან სათესლე ჯირკვლის შემოგრეხვაზე მიუთითებდეს. ამ დროს მნიშვნელოვანია უროლოგის დროული კონსულტაცია, ვინაიდან რაც უფრო დიდი ხანი რჩება სათესლე ჯირკვალი შემოგრეხილი, მით უფრო ნაკლებია მისი გადარჩენის შანსი.

  • მნიშვნელოვანია საზარდულის თიაქრის გამოკვლევაც, რადგან ზოგჯერ საზარდულის თიაქარი ღია ვაგინალური წანაზარდით ჩამოდის შეიძლება გავრცელდეს სკროტუმში. უნდა გაისინჯოს საზარდულის ორივე არხი, თუნდაც თიაქარი მხოლოდ ერთ მხარეს იყოს ჩამოყალიბებული.

დიაგნოსტიკური სიზუსტე შეიძლება გაუმჯობესდეს ალგორითმების ან გადაწყვეტილების ინსტრუმენტების გამოყენებით, თუმცა საჭიროა მათი შემდგომი პროსპექტული გამოკვლევები, რომ მოხდეს მათი კლინიკური გამოყენების სრულად შეფასება. აპენდიციტის ანთებითი რეაქციის (AIR) ქულა და პედიატრიული აპენდიციტის რისკის ახალი გამომთვლელი (pARC) ეხმარება აპენდიციტის განვითარების რისკის სტრატიფიკაციას , პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მუცლის მწვავე ტკივილი.[32][33]

ლაბორატორული ტესტები

ლაბორატორიული კვლევები ხშირად არასპეციფიკურია და გამოიყენება კლინიკური ნიშნებისა და სამედიცინო კონსულტაცის შედეგების დასადასტურებლად.

ყველა შემთხვევაში გასაკეთებელი თავდაპირველი ტესტები:

  • სისხლის საერთო ანალიზი: ლეიკოციტოზი ხშირად (მაგრამ არა ყოველთვის) აღინიშნება ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა აპენდიციტი, ქოლეცისტიტი, PID, თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლული, მწვავე მეზენტერიული იშემია, ნაწლავის გადახლართვა, ღვიძლის აბსცესი, პიელონეფრიტი, ჩაჭედილი თიაქარი, პანკრეატიტი, დივერტიკულიტი და ინფექციური კოლიტი.

  • შრატის ელექტროლიტების ანალიზი, მათ შორის ნატრიუმი, კალიუმი, ქლორიდი, ბიკარბონატი, შარდოვანა, კრეატინინი და გლუკოზა: ჰიპოქლორემია და ჰიპოკალიემია ვლინდება ნაწლავური ობსტრუქციის მოგვიანებით სტადიებზე; გლუკოზის დონე შეიძლება მომატებული იყოს პანკრეატიტის დროს, თუ დარღვეულია ინსულინის სეკრეცია; შარდოვანა შეიძლება მომატებული იყოს მუცლის აორტის განშრევების ან ანევრიზმის დროს, თუ პროცესში თირკმლის არტერიებია ჩართული.

  • შარდის ანალიზი: დაგვეხმარება საშარდე გზების შესაძლო ინფექციის გამოსავლენად (პიელონეფრიტი) და ტკივილის თირკმლისმიერი ან საშარდე გზების ეტიოლოგიის გამოსარიცხად (მაგ. თირკმლის კენჭი). პათოლოგიურ შედეგები ურემიის დროს არის მოსალოდნელი.

  • ორსულობის ტესტი რეპროდუქციული ასაკის ყველა ქალშია გასაკეთებელი. ეს მნიშვნელოვანია საშვილოსნოს გარე ორსულობის გამოსარიცხად და მკურნალობის კურსის გასათვალისწინებლად.[25]

თუ დიაგნოზი ფიზიკური გამოკვლევისა და/ან ლაბორატორიული ანალიზების საფუძველზე დაუზუსტებელია/გაურკვეველი რჩება, შემდეგი ტესტები შეიძლება იყოს გამოსადეგი:

  • ყოვლისმომცველი მეტაბოლური პანელი (სისხლის ბიოქიმიური ანალიზი): ღვიძლის ფუნქციური ტესტებით (ამინოტრანსფერაზები, ბილირუბინი და ტუტე ფოსფატაზა).

  • C-რეაქტიული ცილა: ანთების არასპეციფიკური მარკერი.

  • კოაგულოგრამა: ნაჩვენებია პაციენტებში, რომლებშიც მუცლის ტკივილის მიზეზი შესაძლოა სისხლძარღვოვანი პათოლოგია იყოს (მათ შორის აორტის განშრევება, აორტის ანევრიზმის გასკდომა ან მწვავე მეზენტერიული იშემია), ასევე არასტაბილურ პაციენტებში, განსაკუთრებით როცა ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა.

  • შრატში ამილაზისა და ლიპაზის დონეები: მნიშვნელოვნად მომატებული დონე მწვავე პანკრეატიტის ნიშანია (ზღურბლი 3-ჯერ აღემატება ნორმას); გამოიყენეთ შრატში ლიპაზის ტესტირება, თუ ეს შესაძლებელია, უპირატესად შრატში ამილაზა.[34][35] შრატის ლიპაზას და ამილაზას მსგავსი მგრძნობელობა და სპეციფიკურობა ახასიათებს, მაგრამ ლიპაზას დონე უფრო მეტხანს რჩება მომატებული (სიმპტომების დაწყებიდან 14 დღის განმავლობაში, ხოლო ამილაზას შემთხვევაში - 5 დღის განმავლობაში).[36] მწვავე პანკრეატიტის მქონე პირების დაახლოებით 1/4-ს აღნიშნული დიაგნოზი არ უდგინდება შრატში ამილაზისა და ლიპაზის დონის ტესტირებით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, არსებობდეს დაბალი ბარიერი იმ პაციენტების მიღებისა და მკურნალობისთვის, რომელთა სიმპტომები მწვავე პანკრეატიტზე მიუთითებს, თუნდაც ეს ტესტები ნორმალური იყოს.[36][37] მწვვე პანკრეატიტის არმქონე 10 პაციენტიდან დაახლოებით 1-ს შეიძლება ამ ტესტების საფუძველზე არასწორად დაუდგინდეს მწვავე პანკრეატიტის დიაგნოზი.[36] [ Cochrane Clinical Answers logo ] ​ მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ სხვა მდგომარეობებიც, რომლებიც გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ანალიზების პასუხები არ შეესაბამება ნორმას.[36] შრატში ამილაზას დონე შეიძლება უფრო ზომიერად იყოს მომატებული სხვა მდგომარეობების დროს, როგორიცაა საშვილოსნოს გარე ორსულობა, ნაწლავური ობსტრუქცია და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაცია, თუმცა ასეთი მდგომარეობების დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის ამილაზა არ გამოიყენება.

  • შრატში რძემჟავა დონე: მომატებული მწვავე მეზენტერული იშემიის დროს. ზუსტი დონე დამოკიდებულია იშემიის სიმძიმეზე და გამოყენებულ ლაბორატორიაზე. სერიული გაზომვა შეიძლება სასარგებლო იყოს, როგორც რეანიმაციული ღონისძიებების წარსამართად.

  • კოლორექტალური კიბოს შეფასება: აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის გაიდლაინები იუწყებიან რისკის ზღურბლებს სიმპტომური პაციენტების ტესტირებისთვის.[38][39][40]​ აშშ-ის გაიდლაინები რეკომენდაციას უწევს 50 წლამდე ასაკის მოზრდილებს, რომლებსაც აქვთ კოლორექტალური სისხლდენის სიმპტომები, გაიარონ კოლონოსკოპია ან შეფასება, რომელიც საკმარისია სისხლდენის მიზეზის დასადგენად.[38] გაერთიანებული სამეფოს გაიდლაინები რეკომენდაციას უწევს გარკვეულ რაოდენობრივ ფეკალურ იმუნოქიმიურ ტესტებს (FITs)მოზრდილებში და კოლორექტალურ კიბოზე საეჭვო პაციენტების რეფერირებას სამკურნალოდ:[39][40]

    • 40 წელზე უფროსი ასაკის წონაში აუხსნელი დაკლებით და მუცლის ტკივილით

    • 50 წლამდე ასაკის რექტალური სისხლდენა და აუხსნელი მუცლის ტკივილი

    • 40 წელზე მეტი ასაკის პაციენტი აუხსნელი წონაში დაკლებით და მუცლის ტკივილით.

    იხილეთ გაიდლაინები ნიშნების და/ან სიმპტომების ამომწურავი ჩამონათვალისთვის, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კოლორექტალური კიბოს შეფასება.[38][39][40]

გამოსახულებითი კვლევები

ვიზუალიზაციის კვლევები ტარდება ანამნეზისა და ფიზიკალური გასინჯვის მონაცემების საფუძველზე. რადიოგრაფიული გამოკვლევები შესაძლოა მოიცავდეს:

მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია:

  • ხშირად სრულდება, მაგრამ იშვიათად ცვლის მენეჯმენტს. შეიძლება იყოს პირველადი ვიზუალიზაციის ტესტი ნაწლავის ობსტრუქციაზე ან ყაბზობაზე ეჭვის დროს; დადებითმა შედეგმა შესაძლოა შემდგომი ვიზუალიზაცია არასაჭირო გახადოს.[41]

  • შეიძლება გამოვლინდეს რენდგენოკონტრასტული კენჭები ნაღვლის ბუშტში, თირკმლის ქვები ან პანკრეასის კენჭები.

  • მუცლის კედლის კალციფიკაცია შეიძლება მიუთითებდეს მუცლის აორტის ანევრიზმის არსებობაზე. აორტის ანევრიზმის გაგლეჯვისას შეიძლება აღინიშნოს ფსოას კუნთის ჩრდილის დაკარგვა

პერფორაციის შემთხვევაში გადაიღეთ გულ-მკერდის რენტგენი ვერტიკალურ პოზიციაში:

  • თავდაპირველად კეთდება შინაგანი ორგანოს გაგლეჯის გამო თავისუფალი აირის არსებობის გამოსარიცხად დიაფრაგმის ქვეშ.

  • თუ აღინიშნება თავისუფალი აირი, ამან შეიძლება გამორიცხოს დამატებითი კვლევების საჭიროება - რეკომენდებულია ქირურგის გადაუდებელი კონსულტაცია.

  • გულმკერდის რენტგენი ასევე მნიშვნელოვანი წინასაოპერაციო კვლევაა, რომელიც ანესთეზიოლოგისთვის არის საჭირო და ხშირად მუცლის ღრუს რენტგენოლოგიურ კვლევასთან ერთად ტარდება.

[Figure caption and citation for the preceding image starts]: მუცლის თავისუფალი გაზის ჯიბეები, რენტგენიScience Photo Library; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@6633d4a3

მუცლის ღრუს კომპიუტერულ-ტომოგრაფიული (კტ) სკანირება:

  • სასარგებლოა მუცლის ტკივილის თითქმის ყველა მიზეზის შესაფასებლად, მათ შორის ობსტრუქცია, დივერტიკულიტი, პანკრეატიტი, მწვავე აპენდიციტი, ნაწლავის იშემია და მუცლის აორტის ანევრიზმა.[41][42][43]​​[44][45][46][47][48][49][50]​​​ [ Cochrane Clinical Answers logo ]

  • ჩვეულებრივ გამოიყენება ინტრავენური კონტრასტი, რადგან ზრდის გამოვლენილი პათოლოგიების დიაპაზონს.[41] პაციენტის თირკმლის ფუნქცია და კონტრასტით გამოწვეული თირკმლის მწვავე დაზიანების რისკი უნდა იქნას გათვალისწინებული ინტრავენური კონტრასტის შეყვანამდე.[51]

  • CT ანგიოგრაფია რეკომენდებულია მეზენტერული იშემიის საეჭვო შემთხვევებისთვის.[41]

  • თირკმელებში კენჭების ეჭვის შემთხვევაში ტარდება CT-კონტრასტის გარეშე. ერთმა რეტროსპექტულმა კვლევამ აჩვენა, რომ არაკონტრასტული CT წარმოადგენს ზუსტ მეთოდს 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტების კლინიკური ტრიაჟისთვის, რომლებიც მიმართავდნენ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებას მუცლის მწვავე ტკივილით.[52]

  • შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა ორსულობისას, თუ ულტრაბგერითი დასკვნები არადიაგნოსტიკური/ორაზროვანია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მიუწვდომელია.[41]

ულტრაბგერითი გამოკვლევა

  • სასარგებლო კვლევაა მწვავე მუცლის გამომწვევი რიგი პათოლოგიების დიაგნოსტირებისთვის.[44][49][50]​​​[53][54]​​​​​[55]

  • ჩვეულებრივ ეს არის პირველი რიგის ვიზუალიზაციის ტესტი ორსულ ქალებში, რადგან ის არ მოიცავს მაიონებელ გამოსხივებას და არ გამოიწვევს რაიმე არასასურველი ეფექტებს/შედეგებს ნაყოფისათვის.[56]

  • მარჯვენა ზედა კვადრანტის ულტრაბგერითმა გამოკვლევამ პაციენტებში ეჭვით ქოლეცისტიტზე, შეიძლება გამოავლინოს ნაღვლოვანი კენჭები, ნაღვლის ბუშტის კედლების გასქელება (>4 მმ) და პერიქოლეცისტური სითხის არსებობა.[50]​ თუმცა, ქრონიკული ქოლეცისტიტის დიაგნოსტიკა ანატომიური ვიზუალიზაციის დახმარებით რთულია. ნაღვლის ბუშტი შეიძლება ჩანდეს შეკუმშული ან გაფართოებული და პერიქოლეცისტური სითხე ჩვეულებრივ არ არის.[57]

  • საშვილოსნოსგარე ორსულობის მქონე ქალებში მენჯის ულტრაბგერითი გამოკვლევა შეიძლება გამოავლინოს სისხლი ან ფსევდო სანაყოფე გარსი საშვილოსნოში, აგრეთვე კომპლექსური მასა საშვილოსნოს დანამატებში.[58]

  • დოპლერის ულტრაბგერითი გამოკვლევით შეიძლება გამოჩნდეს გადაგრეხილ საკვერცხეში სისხლის ნაკადის შემცირება ან არარსებობა.

  • ულტრაბგერითი გამოკვლევით შეიძლება ასევე გამოჩნდეს მუცლის აორტის ანევრიზმა და მისი ზომა, ასევე პერიტონიუმის ღრუში სითხის ან სისხლის არსებობა; ეს ტესტი სასარგებლოა არასტაბილური პაციენტების შეფასებისთვის, როდესაც კომპიუტერული ტომოგრაფიისთვის ტრანსპორტირება სახიფათოა.

  • ფოკუსირებული სონოგრაფია ტრავმების დროს (FAST) წარმოადგენს შეზღუდულ ულტრაბგერით კვლევას, რომელიც მიმართულია მხოლოდ თავისუფალი ინტრაპერიტონიული ან პერიკარდიული სითხის გამოსავლენად და გამოიყენება უპირატესად ტრავმების დროს.[59]

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI)

  • შედარებით შეზღუდული როლი აქვს მწვავე მუცლის ტკივილის შეფასებისას. მას შეიძლება სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა ჰქონდეს აორტის განშრევების დროს და შეიძლება ასევე დაგვეხმაროს პანკრეატიტის, კრონის დაავადების, ენდომეტრიოზის და სუკის კუნთის აბსცესის შეფასებისას.

  • MRI არის ძალიან მგრძნობიარე და სპეციფიკური ბავშვებში აპენდიციტის დიაგნოზისთვის.[49][60]​​ ​თუმცა, პედიატრიულ MRI-ს შეიძლება დასჭირდეს ანესთეზია.

  • ვიზუალიზაციის მეორე რიგის სასარგებლო მეთოდი ორსულ ქალებში, განსაკუთრებით აპენდიციტზე ეჭვის დროს. საკონტრასტო ნივთიერება გადოლინიუმზე დაფუძვნებული აღწევს პლაცენტაში და არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.[56]

ფლუოროსკოპია:

  • კონტრასტული ოყნა ჰაერის ან წყლის გამოყენებით გამოიყენება როგორც სადიაგნოსტიკო და თერაპიული პროცედურა საეჭვო ნაწლავთა ინვაგინაციის დროს. მას ასევე შეუძლია ნაწლავის შემოგრეხის დიაგნოსტიკა.

ენდოსკოპია

  • ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, სიგმოიდოსკოპია და კოლონოსკოპია იძლევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის პირდაპირ ვიზუალიზაციის და ჰისტოლოგიური ნიმუშების მოპოვებს საშუალებას.

  • კოლონოსკოპია (და/ან FIT) ნაჩვენებია კოლორექტალური კიბოს საეჭვო პაციენტში. იხილეთ გაიდლაინები კოლორექტალური კიბოს დამახასიათებელი ნიშნების და/ან სიმპტომების ამომწურავი ჩამონათვალისთვის.[38][39][40]

  • ენდოსკოპია განსაკუთრებით სასარგებლოა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ნაწლავის ანთებითი დაავადების და ავთვისებიანი სიმსივნეების გამოსაკვლევად.

ლაპაროსკოპია

შეიძლება გაკეთდეს შემდეგი მახასიათებლების მქონე პაციენტებში:[4][5][6]

  • კლინიკურად სტაბილური

  • არ არსებობს თერაპიული ქირურგიული ჩარევის ჩვენება

  • არ არსებობს მუცლის ტკივილის აშკარა მიზეზი არაინვაზიური პროცედურების შემდეგ

  • არ არსებობს ქირურგიული ჩარევის პირდაპირი ან არაპირდაპირი უკუჩვენება.

ლაპაროსკოპია ასევე შეიძლება გაკეთდეს პრემენოპაუზის პერიოდში მყოფი ან შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებში არასპეციფიკური მუცლის ტკივილით და საეჭვო აპენდიციტით. ლაპარასკოპია აღნიშნულ პაციენტებში დაკავშირებულია სპეციფიკური დიაგნოზის მაღალ მაჩვენბლებთან, ნორმალური აპუნდიქსის ამოღების დაბალ სიხშრესთან ღია აპენდექტომიასთან შედარებით და ჰოსპიტალიზაციის უფრო მოკლე ხანგრძლივობასთან.[61]

ლაპაროსკოპია შეიძლება იყოს როგორც დიაგნოსტიკური, ასევე სამკურნალო (მაგ. მწვავე ქოლეცისტიტის, თორმეტგოჯა ან კუჭის წყლულის პერფორაციის, შეხორცებების დაშლის დროს).

არსებობს მონაცემები, რომელთა საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უბედური შემთხვევის ან გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის დროს ადრეული ლაპაროსკოპია უკეთეს შედეგს იძლევა არასპეციფიკური მუცლის ტკივილის საბოლოო დიაგნოზის დადგენისას, თუმცა ერთიანი ინფორმაციის არარსებობის პირობებში ჩვენ ვერ გავუწევთ ამ მეთოდს რეკომენდაციას რუტინულ კლინიკურ პრაქტიკაში გამოსაყენებლად.[62]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას