ეტიოლოგია

სეპტიკურ ართრიტს იწვევს სახსარში მიკროორგანიზმების პათოგენური ინოკულაცია როგორც პირდაპირი, ისე ჰემატოგენური გზით. სეპტიკური ართრიტის წამყვანი გამომწვევი პათოგენია სტაფილოკოკი ან სტრეპტოკოკი.[2][3][4][5][6][7] აღნიშნული ბაქტერიები შემთხვევათა 91%-ში გვხვდება.[4]

სახსრის სეფსისის რისკფაქტორებია რევმატოიდული ართრიტი ან ოსტეოართრიტი,[2][3][4][6] ხელოვნური სახსარი,[2][4] ინტრავენური ნარკომანია, [4][7] ალკოჰოლის მოხმარებით განპირობებული დაავადება[7] დიაბეტი,[7] წარსულში სახსარშიდა კორტიკოსტეროიდების ინექცია[8] და კანზე წყლულების არსებობა.[2]

სქესობრივად აქტიურ პციენტებში შეიძლება ეჭვი მივიტანოთ გონოკოკურ ართრიტზე. ხანდაზმულ და იმუნოკომპრომისულ პირებში გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები უფრო ხშირია, ვიდრე ახალგაზრდა პაციენტებში, თუმცა სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკი კვლავ ლიდერობს. ანაერობული პათოგენები იშვიათად იწვევენ სეპტიკურ ართრიტს, გარდა გამჭოლი ჭრილობებისა.[9]

საზოგადოებაში შეძენილი მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული Staph aureus უფრო და უფრო ხშირია მსოფლიოს მრავალ რეგიონში, რის გამოც მასზე  ეჭვი უნდა მივიტანოთ თუ პაციენტი ახლახანს გამოეწერა კლინიკიდან, ცხოვრობს მოხუცთა საცხოვრებელში, აქვს კიდურის დაწყლულება ან უდგას შარდის ბუშტის კათეტერი.

ტუბერკულოზურ ართრიტზე ეჭვი უნდა მივიტანოთ იმუნოკომპრომისულ პირებში და იმ რეგიონების მცხოვრებ პაციენტებში, სადაც ტუბერკულოზი პრევალენტურია.

პათოფიზიოლოგია

სახსარში პათოლოგიური ინოკულაციის შემდეგ, სახსრის სეფსისის განვითარების მექანიზმები სრულად არ არის შესწავლილი. თაგვების ექსპერტიმენტულ მოდელებში ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა კომპლექსური ბაქტერიული ვირულენტური ფაქტორები, ასევე მასპინძლის იმუნოლოგიური პასუხი, რომელიც დაავადების განვითარებაში მონაწილეობს. დაავადების პათოგენეზის კომპონენტების მრავალფეროვნებით შესაძლოა აიხსნას, თუ რატომ არ არის მხოლოდ ანტიბიოტიკები ყოველთვის საკმარისი სახსრების სეფსისის წარმატებით სამკურნალოდ.[1]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას