გართულებები
ანტიბიოტიკებით მკურნალობა არ ცვლის ამ გართულების განვითარების რისკს. გლომერულონეფრიტი იშვიათად გვხვდება დასავლეთის ქვეყნებში, მაგრამ შედარებით ხშირია დაბალი სოციალური განვითარების ე.წ.განვითარებად ქვეყნებში. ეს არის გორგლოვანი აპარატის ანთებითი მდგომარეობა, რომელიც, შესაძლოა გამოწვეული იყოს სტაფილოკოკური ანტიგენის წინააღმდეგ მიმართული აუტოიმუნური რეაქციით. როგორც წესი, შარდის ანალიზში გვხვდება პროტეინურია. დაავადების მიმდინარეობა შესაძლებელია გართულდეს ნეფრიტული სინდრომით და შემდგომში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით.
უფრო სავარაუდოა არა ბულოზური იმპეტიგოს მქონე ახალშობილებში ან სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტებში. ჩვეულებრივი ნიშნებია: მდებარეობა ფეხის ქვედა ნაწილში; შეხებით თბილი ფოლაქი, რომელიც ვრცელდება; თან ახლავს ტკივილი, ცხელება, შემცივნებები. შეიძლება განვითარდეს სეფსისი.
ეს უფრო სავარაუდოა არა-ბულოზური იმპეტიგოს მქონე ახალშობილებში ან სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტებში. ის შეიძლება განვითარდეს ლოკალიზებული ინფექციის გაფართოების ან ჰემატოგენური გავრცელების შედეგად. პირველ შემთხვევაში ლოკალიზებული ტკივილი და მგრძნობელობის მომატება შეიძლება გამოვლინდეს ცხელების გარეშე; მეორე შემთხვევაში კი ტკივილსა და მომატებულ მგრძნობელობას შეიძლება თან ახლდეს ცხელება და შეცივნება. ოქროსფერი სტაფილოკოკი პოლიომიელიტის უმრავლეს შემთხევვებში მონაწილეობს.
ეს უფრო სავარაუდოა არა-ბულოზური იმპეტიგოს მქონე ახალშობილებში ან სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტებში. ოქროსფერი სტაფილოკოკი სისხლის ნაკადით ადვილად ვრცელდება დაშორებულ ადგილებში და აინფიცირებს მათ. ხშირი ნიშნებია ჰიპოტენზია, ტაქიკარდია და შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას