დიფერენციული დიაგნოზები
ხშირი
პეპტიკური წყლული
ანამნეზი
ხშირია ანამნეზში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება (ხშირად კორტიკოსტეროიდებთან ერთად) ან წარსულში წყლულების არსებობა; საკვების მიღება ხშირად გარკვეული პერიოდით ამსუბუქებს მუცლის ტკივილს; ხშირია ყავის ნალექის ფერის პირნაღები მასა და სისხლიანი პირღებინება; ჰემატოხეზია (ღია წითელი სისხლი სწორი ნაწლავიდან) იშვიათია და, როგორც წესი, უკავშირდება ძალიან ახალ ზედა გასტროინტესტინურ სისხლდენას და მნიშვნელოვან ჰემოდინამიკურ დარღვევას
გასინჯვა
პალპაციით ეპიგასტრიუმის შუა არის მტკივნეულობა
პირველი გამოკვლევა
საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება
ანამნეზი
ანამნეზში ნებისმიერი წამლის ინტრავენური გამოყენება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ქრონიკული ჰეპატიტი, ქრონიკული ალკოჰოლიზმი ან ციროზი, დაუყოვნებლივ ეჭვს უნდა იწვევდეს პორტული ჰიპერტენზიისა და, შესაბამისად, ვარიკოზის არსებობაზე; ვარიკოზული სისხლდენა ხშირად იწვევს სწრაფად განვითარებულ სისხლიან პირღებინებას
გასინჯვა
ხშირია აგრეთვე ღვიძლის ქრონიკული დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, როგორებიცაა სიყვითლე, ჰეპატომეგალია, სპლენომეგალია, ასციტი)
პირველი გამოკვლევა
- ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია:
ვარიკოზების პირდაპირი ვიზუალიზება
მეტი
სხვა გამოკვლევები
- CT სკანირება/პორტული ანგიოგრაფია:
შესაძლოა გამოვლინდეს კოლატერალური ვენები და ჭიპის რეკანალიზებული ვენა
ეზოფაგიტი
ანამნეზი
ხშირად ვხვდებით გასტროეზოფაგალური რეფლუქსის დაავადების კონტექსტში; ზოგჯერ უკავშირდება დისფაგიის ან ოდინოფაგიის განვითარებას; ანამნეზში შესაძლოა აღინიშნებოდეს ქრონიკული გულძმარვა; პაციენტები რიგ შემთხვევებში აღნიშნავენ სიმძიმის შეგრძნებას; შესაძლოა გამოვლინდეს ხრინწიანობა (დისფონია), არაერთი პაციენტს, რომელიც მოდის კონსულტაციაზე მელენას ჩივილით და სავარაუდოდ აღენიშნება პეპტიკური წყლული, ენდოსკოპიით გასინჯვის შედეგად უვლინდება ეზოფაგიტი.
გასინჯვა
ტკივილის გამოწვევა შესაძლებელია ყლაპვით
პირველი გამოკვლევა
- ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია:
საყლაპავის გაღიზიანების/ანთების პირდაპირი ვიზუალიზაცია
სხვა გამოკვლევები
მელორი-ვეისის სინდრომი
ანამნეზი
კლასიკურ შემთხვევებში პაციენტები აღნიშნავენ ჰემატემეზის განვითარებას საყლაპავის დამძაბავი მოძრაობების ან ღებინების შემდეგ, თუმცა საყლაპავის შიდა წნევის გაზრდის შედეგად ნებისმიერი მიზეზით (მაგ. გულყრების დროს, სლოკინის ან დაჭიმვისას) შესაძლოა გაჩნდეს ნახეთქი; ზოგიერთი ნახეთქი სპონტანურად ყალიბდება; ხშირი ფონური მდგომარეობებია ალკოჰოლის მოხმარება, ხანდაზმულობა და საყლაპავის თიაქარი
გასინჯვა
სისხლდენას ზოგჯერ თან ახლავს ტკივილი ეპიგასტრიუმის შუა ნაწილში ან რეტროსტერნალურად
პირველი გამოკვლევა
- ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია:
საყლაპავის კედლის შიდა აშრევების პირდაპირი ვიზუალიზაცია
მეტი
სხვა გამოკვლევები
იშვიათია
ბორჰავის სინდრომი (საყლაპავის სპონტანური პერფორაცია)
ანამნეზი
კლასიკურ შემთხვევებში პაციენტები აღნიშნავენ საყლაპავის დამძაბავ მოძრაობებს ან ღებინებას, რომელსაც შემდგომ მოსდევს მძიმე რეტროსტერნული ტკივილი და/ან ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში; ანამნეზში ალკოჰოლის მოხმარების ისტორია პაციენტებში ხშირია; სხვა ხშირი სიმპტომებია დისპნოე, ტაქიპნოე, ციანოზი, სეფსისი და შოკი
გასინჯვა
მნიშვნელოვანია ვეძიოთ კანქვეშა ენფიზემა, რომელიც შესაძლოა არ აღინიშნებოდეს ზოგიერთ პაციენტში
პირველი გამოკვლევა
- გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი):
შესაძლოა გამოვლინდეს თავისუფალი ჰაერი მედიასტინუმის პერიტონიუმის ან პრევერტებრალურ არეში; გვიანდელი გამოვლინებების დროს შესაძლოა გამოჩნდეს პლევრული გამონაჟონი პნევმოთორაქსით ან მის გარეშე, შუასაყარის გაგანიერება და კანქვეშა ემფიზემა
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ამილაზას განსაზღვრა პლევრულ სითხეში:
მიუთითებს საყლაპავის გაგლეჯაზე
- წყალში ხსნადი საკონტრასტო ნივთიერება (გასტროგრაფინი):
გვეხმარება დაზიანების ლოკალიზაციაში
- კომპიუტერული ტომოგრაფია:
შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც დამადასტურებელი ტესტი; შესაძლო გამოვლენილი ნიშნებია: საყლაპავის კედლის შეშუპება, პერი-ეზოფაგალური სითხე ჰაერის ბუშტებით ან მათ გარეშე და გაფართოებული შუასაყარი
კუჭის ვენების ვარიკოზული გაგანიერება
ანამნეზი
ანამნეზში ნებისმიერი წამლის ინტრავენური გამოყენება რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ქრონიკული ჰეპატიტი, ქრონიკული ალკოჰოლიზმი ან ციროზი, დაუყოვნებლივ ეჭვს უნდა იწვევდეს პორტული ჰიპერტენზიისა და, შესაბამისად, ვარიკოზის არსებობაზე; მჭიდროდ უკავშირდება მასიურ სისხლდენასა და სწრაფ ჰემოდინამიკურ დარღვევებს
გასინჯვა
ხშირია აგრეთვე ღვიძლის ქრონიკული დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, როგორებიცაა სიყვითლე, ჰეპატომეგალია, სპლენომეგალია, ასციტი)
პირველი გამოკვლევა
- ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია:
კლასიკურ შემთხვევებში ვენების ვარიკოზული გაგანიერება გვხვდება კუჭის კარდიალურ ნაწილში
მეტი
სხვა გამოკვლევები
- CT სკანირება/პორტული ანგიოგრაფია:
კოლატერალური ვენები და ჭიპის რეკანალიზებული ვენა
არტერიოვენური მალფორმაციები
ანამნეზი
ხშირად უმტკივნეულოა და, შესაბამისად, ასიმპტომური მიმდინარეობისაა სისხლდენის დაწყებამდე; უკავშირდება ციროზს, თირკმლის ბოლო სტადიის დაავადებას, ხანდაზმულობასა და ვონ ვილებრანდის დაავადებას
გასინჯვა
ხშირად ვლინდება გასინჯვის შედეგად არააფოკალური მონაცემებით მისი უმტკივნეულო ბუნების გამო; პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ ქრონიკული სისხლდენა, რომლის შესახებ თვითონ არ იციან
პირველი გამოკვლევა
- ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია:
ცენტრიფუგალურად გაფართოებადი გაგანიერებული კაპილარების პირდაპირი ვიზუალიზაცია
მეტი
სხვა გამოკვლევები
- კტ ანგიოგრაფია:
სისხლძარღვების შეგროვება ნაწლავის კედელში, ნაადრევად ავსებადი ვენა ან მკვებავი არტერიის გაგანიერება
მეტი
დიოლაფუას დაზიანებები
ანამნეზი
ხშირად ვლინდება უმტკივნეულოდ: დაზიანებები წარმოადგენენ ლორწქვეშა სისხლძარღვებს, რომლებიც მოემართბიან კუჭის სანათურისკენ და ეროზიის სახით იწვევენ ლორწოვანის გახეთქვას, რაც განაპირობებს სისხლის სწრაფ დაკარგვას; მიჩნეულია თანდაყოლილ არტერიულ დისპლაზიებად, თუმცა უხშირესად თავს იჩენს ალკოჰოლის მომხმარებელ მამაკაცებში და კარდივასკულური დაავადებებისას, როგორიცაა ჰიპერტენზია, დიაბეტი ან თირკმლის ქრონიკული დაავადება
გასინჯვა
ხშირად ვლინდება გასინჯვის შედეგად მიღებული არაფოკალური მონაცემებით; სისხლდენა შეიძლება იყოს წყვეტილი
პირველი გამოკვლევა
- ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია (OGD):
დაზიანების პირდაპირი ვიზუალიზაცია
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ენდოსკოპიური ულტრაბგერა:
დაზიანების გამოვლენა
მეტი
სიმსივნეები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილში
ანამნეზი
კონსტიტუციური სიმპტომები, როგორიცაა უნებლიე წონის კარგვა ან ღამის ოფლიანობები
გასინჯვა
კახექსიური პაციენტი, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში აღენიშნება პალპირებადი წარმონაქმნი აბდომინურ არეში
პირველი გამოკვლევა
- ეზოფაგოდუოდენოსკოპია და ბიოფსია:
წარმონაქმნის პირდაპირი ვიზუალიზაცია და დადებითი ჰისტოლოგია
მეტი
აორტოენტერული ფისტულა (AEF)
ანამნეზი
აორტოენტერული ფისტულები ძირითადად ვლინდება "წინასწარი სისხლდენით" (სწრაფად კუპირებადი სისხლდენის ეპიზოდი, რომელიც წინ უძღვის მასიურ სისხლდენას, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს პაციენტის სისხლისგან დაცლა) როგორც ჰემატოხეზიის, ასევე ჰემატემეზისის სახით; ზოგჯერ ვლინდება მუცლის ან ზურგის ძლიერი ტკივილითა და ცხელებით; ანამნეზში სისხლძარღვის იმპლანტის ან აორტის ანევრიზმის არსებობა უნდა აძლიერებდეს კლინიკურ ეჭვს
გასინჯვა
შესაძლებელია განვითარდეს სეპტიური შოკი; იშვიათად მჟღავნდება ხმიანობა მუცლის არეში და ასევე პულსირებადი წარმონაქმნები
პირველი გამოკვლევა
- ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია:
ფისტულის პირდაპირი ვიზუალიზაცია
მეტი
სხვა გამოკვლევები
- მუცლის ღრუს CT, აორტოგრაფია, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა:
აორტისა და ნაწლავის შეერთება
მეტი
კოაგულოპათია
ანამნეზი
ანამნეზი შესაძლებელია მოიცავდეს ღვიძლის დაავადებას, ანტიკოაგულანტების გამოყენების ისტორიას, შედედების გენეტიკურ დარღვევებს (მაგ. ჰემოფილია, ვონ ვილებრანდის დაავადება)
გასინჯვა
შესაძლოა აღინიშნებოდეს ღვიძლის ფონური დაავადების ნიშნები, როგორიცაა სიყვითლე, ჰეპატომეგალია, სპლენომეგალია, ასციტი)
პირველი გამოკვლევა
- კოაგულაციის მონაცემები:
პროთრომბინის დროის დარღვევა: გახანგრძლივებული საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება
სხვა გამოკვლევები
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას