დიფერენციული დიაგნოზები
ხშირი
C ჰეპატიტი
ანამნეზი
სისხლთან/ბიოლოგიურ სითხესთან ექსპოზიცია (მაგ. ნარკოტიკების მოხმარების ანამნეზი, სისხლის გადასხმა)
გასინჯვა
დეკომპენსირებული ციროზის სხვა ნიშნები (მაგ., სიყვითლე, ასტერიქსისი, დაბნეულობა, შეცვლილი ცნობიერება ან კომა); ექსტრაჰეპატური გამოვლინებები (მაგ., ვასკულიტი, თირკმლის გართულებები, კანქვეშა პორფირია).
პირველი გამოკვლევა
- ჰეპატიტ C-ს სეროლოგია:
დადებითი
- პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია C ჰეპატიტის რნმ-ზე:
დადებითი
- C ჰეპატიტის გენოტიპირება:
გენოტიპი 1-6
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ღვიძლის ბიოფსია:
ფიბროზი და ანთება
მეტი
ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება
ანამნეზი
ანამნეზში ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, სიყვითლე, აბდომინური დისკომფორტი და გულისრევა
გასინჯვა
სიყვითლე, მტკივნეული ჰეპატომეგალია, ღვიძლის ხმიანობა, ობობისებრი ანგიომები, ხელისგულის ერითემა, ღვიძლისმიერ ენცეფალოპათიის ნიშნები
პირველი გამოკვლევა
- შრატის გამა გლუტამილტრანსფერაზა:
მოამტებულია
- ღვიძლის პროფილი:
მომატებული ბილირუბინი, ალანინ ამინოტრანსფერაზას მომატება ასპარტატ ამინოტრანსფერაზაზე მეტად
სხვა გამოკვლევები
- პროთრომბინის დრო:
გახანგრძლივებულია
- ალბუმინი:
დაბალი
- ულტრაბგერითი გამოკვლევით:
ჰეპატიტის შედეგად აღინიშნება არეკვლადობის ცვლილებები ღვიძლის პარენქიმაზე
მეტი
გულის შეგუბებითი უკმარისობა
ანამნეზი
დისპნოე ფიზიკური დატვირთვისას, დაღლილობა, რომელიც ზღუდავს პაციენტის ამტანობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ, ქვედა კიდურების შეშუპება, მუცლის შეშუპება, ჰიპერტენზია, დიაბეტი, გულის სარქვლოვანი დაავადება, მწეველობა, გულისმიერი უეცარი სიკვდილის ოჯახური ანამნეზი, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, პერიფერიული არტერიების დაავადება, გულმკერდის ტკივილის ანამნეზი და ჩარევები გულზე
გასინჯვა
პერიფერიული ედემა, ხიხინი, დისპნოე, საუღლე ვენების შებერილობა, ცივი კიდურები, დაბალი პულსური წნევა, პლევრული გამონაჟონი
პირველი გამოკვლევა
- თავის ტვინის ნატრიურეზული პეპტიდი (BNP) / N- ტერმინალური პრო-ჰორმონი BNP:
მოამტებულია
მეტი - ელექტროკარდიოგრამა:
მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია
- გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი):
კარდიომეგალია, პლევრული გამონაჟონი, სითხე ფილტვის ჰორიზონტალურ ღარზე
- საერთო ცილის კონცენტრაცია ასციტურ სითხეში:
≥25 გ/ლ (≥2.5 გ/დლ)
სხვა გამოკვლევები
- ექოკარდიოგრამა დოპლერით:
შესაძლოა აღინიშნებოდეს მარცხენა პარკუჭის დაბალი განდევნის ფრაქცია, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, სარქვლების ფუნქციური პათოლოგიები და მარცხენა პარკუჭის დილატაცია
ნეფროზული სინდრომი
ანამნეზი
მუცლის შებერილობა/დისკომფორტი/ტკივილი, კიდურების შეშუპება, თვალების შეშუპება, ჰიპერტენზია, ოლიგურიის ანამნეზი
გასინჯვა
შეშუპება (თვალის, საზარდულის, ტუჩების ან პერიფერიული), მუცლის შებერილობა, ჰიპერტენზია, ჰიპოვოლემიური ეპიზოდები, ორთოსტატიკული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, პერიფერიული ვაზოკონსტრიქცია
პირველი გამოკვლევა
- შარდის საერთო ანალიზი:
მძიმე პროტეინურია
სხვა გამოკვლევები
- ალბუმინის დონე შრატში:
დაბალი
- შრატში ქოლესტეროლი:
მაღალი
პანკრეატიტი
ანამნეზი
მუცლის ტკივილის მწვავე გამოვლინება, რომელიც გადაეცემა ზურგზე; გულისრევა, ღებინება
გასინჯვა
ეპიგასტრალური აბდომინური მტკივნეულობა
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა:
შესაძლოა გამოვლინდეს ნაღვლოვანი კენჭები
იშვიათია
В ჰეპატიტი
ანამნეზი
პერინატალური ექსპოზიცია, სქესობრივი გზით გადაცემა (მრავალი სქესობრივი პარტნიორი; მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ სხვა მამაკაცებთან), საინექციო ნარკოტიკების მოხმარება, მაღალენდემურ რეგიონში ცხოვრება ან მოგზაურობა, პატიმრობა ან HBV ინფექციის, ღვიძლის ქრონიკული დაავადების და/ან ჰეპატოცელულარული კარცინომის ოჯახური ანამნეზი.
გასინჯვა
შეიძლება იყოს ნორმალური ან შეიძლება ჰქონდეს ხელისგულის ერითემა და ობობის ანგიომა, პორტალური ჰიპერტენზიის ნიშნებით ან მის გარეშე, მათ შორის სიყვითლე, სპლენომეგალია და ასტერიქსისი
პირველი გამოკვლევა
- ჰეპატიტი B-ს სეროლოგია:
დადებითი
მეტი
სხვა გამოკვლევები
- B ჰეპატიტის დნმ:
დადებითი
- ღვიძლის ბიოფსია:
ღვიძლის ფიბროზისა და ანთების არსებობა
მეტი
პირველადი ბილიარული ქოლანგიტი
ანამნეზი
პირველადი ბილიარული ქოლანგიტის (PBC) ან სხვა აუტოიმუნური დაავადების დადებითი ოჯახური ანამნეზი; ქავილი, დაღლილობა
გასინჯვა
ადრეულ სტადიაში შეიძლება ნორმაში იყოს; ობობისებრი ჰემანგიომები, კანის ექსკორიაცია, კანზე მელანინის პიგმენტაციები, ქსანტელაზმები, ქსანტომები (იშვიათია), ჰეპატომეგალია, სპლენომეგალია, სიყვითლე, კუნთების განლევა, შეშუპება
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- ანტინუკლეური ანტისხეულების იმუნოფლუორესცენცია:
დამახასიათებელი შეღებვის სურათი ან ანტინუკლეური რგოლი (მიუთითებს რეაქციას ბირთვული ფორების კომპლექსთან) ან მრავლობითი ბირთვული წერტილი (მიუთითებს რეაქციას Sp100 პროტეინთან), ან ორივე
მეტი - შრატის იმუნოგლობულინი:
IgM და IgG პოლიკლონური მომატება
მეტი - ღვიძლის ბიოფსია:
სანაღვლე გზების დაზიანებები (ნაღვლის სადინრის უჯრედების დარღვევა ანთებითი პროცესის ფონზე პორტალურ ტრაქტებში) და გრანულომატების წარმოქმნა; დაავადების შემდგომი ეტაპები: ნაღვლის სადინარის დაკარგვა (დუქტოპენია) პროგრესირებადი ბილიარული ფიბროზით; უფრო ანთებითი სურათი, შუალედური ჰეპატიტით შეიძლება გამოვლინდეს პაციენტთა უმცირესობაში (<10%)
მეტი - გარდამავალი ელასტოგრაფია:
ადგენს და რაოდენობრივად ახასიათებს ღვიძლის ფიბროზს
აუტოიმუნური ჰეპატიტი
ანამნეზი
დაღლილობა, ართრალგია, პოლიმიალგია, ანამნეზში ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, რევმატოიდული ართრიტი ან წყლულოვანი კოლიტი
გასინჯვა
სიყვითლე, ტკივილი ზედა მარჯვენა კვადრანტში
პირველი გამოკვლევა
- ანტინუკლეური ანტისხეულები:
დადებითი
მეტი - გლუვი კუნთის საწინააღმდეგო ანტისხეულები:
დადებითი
მეტი - ანტი-ხსნადი ღვიძლის ანტიგენები ან ღვიძლის/პანკრეასის ანტიგენები:
დადებითი 1-ლი ტიპის აუტოიმუნური ჰეპატიტის დროს
- ანტისხეულები ღვიძლის/თირკმლის მიკროსომების ტიპი 1 ანტიგენების წინააღმდეგ:
დადებითი მე-2 ტიპის აუტოიმუნური ჰეპატიტის დროს
სხვა გამოკვლევები
- ღვიძლის ბიოფსია:
პერიპორტული დაზიანება ან შუალედური ჰეპატიტი (პორტული მონონუკლეური და პლაზმა უჯრედების ინფილტრატები)
მეტი
ჰემოქრომატოზი
ანამნეზი
დაღლილობა, კანის პიგმენტაცია, დიაბეტი (პოლიურია, პოლიდიფსია), სქესობრვი დისფუქნცია, ღვიძლის დაავადების ოჯახური ანამნეზი, სახსრების ტკივილი
გასინჯვა
გულის უკმარისობის ნიშნები (ხიხინი, პერიფერიული ედემა, საუღლე ვენების შებერილობა), არითმიები, ართრიტი, ჰეპატომეგალია
პირველი გამოკვლევა
- ტრანსფერინის სატურაცია:
>50% მამაკაცებში; >45% ქალებში
სხვა გამოკვლევები
- ჰემოქრომატოზის გენის (HFE) მუტაციის ანალიზი:
C282Y მუტაციის ჰომოზიგოტურობა (p.Cys282Tyr); ნაკლებად ხშირად რთული ჰეტეროზიგოტურობა (C282Y/H63D) და იშვიათი მუტაციები
- ღვიძლის მრტ:
ღვიძლიდან კუნთებამდე სიგნალის ინტენსივობა < 0.88
მეტი - ღვიძლის ბიოფსია:
რკინის ჭარბი დეპოზიცია
ვილსონის დაავადება
ანამნეზი
ღვიძლის ან ნევროლოგიური დაავადების ოჯახური ანამნეზი
გასინჯვა
კაიზერ-ფლეიშერის რგოლები, სიყვითლე, დისტონია, ტრემორი, ფსიქოზი შესაძლოა აღინიშნებოდეს ღვიძლის უკმარისობის დროს
პირველი გამოკვლევა
- გაჭვარტლული ლამპა:
კაიზერ-ფლეიშერის რგოლების აღმოჩენა
- შრატის ცერულოპლაზმინი:
დონე <50 მგ/ლ (<5 მგ/დლ) მტკიცედ მიუთითებს ვილსონის დაავადებაზე, მაგრამ დიაგნოზის დასადგენად საჭიროა შემდგომი ტესტირება
მეტი - 24 საათში შარდში სპილენძის განსაზღვრა:
>100 მიკროგრამი (>40 მიკროგრამი შეიძლება მიუთითებდეს ვილსონის დაავადებაზე და საჭიროებს შემდგომ გამოკვლევას)
- სპილენძის კონცენტრაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული ცერულოპლაზმინთან:
მოამტებულია
სხვა გამოკვლევები
- ღვიძლის ბიოფსია:
ღვიძლის სპილენძი >250 მიკროგრამი/გ
კონსტრიქციული პერიკარდიტი
ანამნეზი
ანამნეზში ოპერაცია ღია გულზე, გულმკერდის დასხივება, ტუბერკულოზური პერიკარდიტი, ტკივილი გულმკერდის არეში
გასინჯვა
პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა, სიცხე საუღლე ვენების შებერილობა, ჰეპატომეგალია, პარადოქსული პულსი
პირველი გამოკვლევა
- გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი):
პლევრული გამონაჟონი ან პერიკარდიუმის კალციფიკაცია
- ექოკარდიოგრაფია:
პერიკარდიუმის შესქელება, პარკუჭების დარღეული დიასტოლური ავსება
- მუცლის ულტრაბგერა დოპლერით:
პორტული ვენების დილატაცია, ასციტი, სისხლის დაქვეითებული ნაკადი პორტულ ვენაში როგორც თავის მიმართულებით, ასევე რეტროგრადულად დოპლერზე, კვანძოვანი ღვიძლი (არ ხასიათდება მგრძნობელობით)
მეტი
სხვა გამოკვლევები
- გულის კათეტერიზაცია:
მარცხენა პარკუჭის საწისი ჩაჭედვის წნევის გრადიენტის დაქვეითება ჩასუნთვის შემდეგ პირველ დარტყმაზე, პარკუჭების გაძლიერებული ინტერაქცია, რაც იწვევს მარცხენა და მ არჯვენა პარუჭების წნევათა შეუსაბამობას
ბად-კიარის სინდრომი
ანამნეზი
სიყვითლე, მუცლის ტკივილი, გულისრევა/ღებინება, ანამნეზში თანდაყოლილი ან შეძენილი ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობები, მიელოპროლიფერაციული დაავადებები, ჭეშმარიტი პოლიციტემია და შეძენილი ან თანდაყოლილი თრომბოფილია
გასინჯვა
სიყვითლე, ჰეპატომეგალია, სპლენომეგალია, ჰეპატოიუგულარული რეფლექსის გაქრობა, მუცლის ვენების დილატაცია, დილატირებული კოლატერალური ვენები გვერდებსა და ზურგზე, ტერფების შეშუპება
პირველი გამოკვლევა
- ულტრაბგერა დოპლერით:
ღვიძლის ცენტრილობულარული ნეკროზი
სხვა გამოკვლევები
- მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა (MRI):
ღვიძლის ვენების თრომბოზი
- ღვიძლის ვენოგრაფია:
ობობას ქსელისებრი შესახედაობა, შესაძლო თრომბი ქვედა ღრუ ვენაში
მეტი
ქრონიკული თირკმლის უკმარისობა
ანამნეზი
მუცლის შებერილობა/დისკომფორტი, კიდურების შეშუპება, თვალების შეშუპება, ჰიპერტენზია
გასინჯვა
შეშუპება (თვალების, საზარდულის, ტუჩების ან პერიფერიული), მუცლის შებერილობა, ჰიპერტენზია, ოლიგურია
პირველი გამოკვლევა
- შრატში შარდოვანა და კრეატინინი:
მოამტებულია
სხვა გამოკვლევები
- თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა:
როგორც წესი, მცირე ზომის თირკმელები
ცილის დაკარგვით გამოწვეული ენტეროპათია
ანამნეზი
დიარეა, შეშუპება (პერიფერიული, პერიორბიტალური, სკროტუმის ან ტუჩების)
გასინჯვა
თვალის, სკროტუმისა და ტუჩების შეშუპება
პირველი გამოკვლევა
- ალბუმინის დონე შრატში:
დაბალი
სხვა გამოკვლევები
- განავალში ალფა-1 ანტიტრიფსინის დონე:
მაღალი
პერიტონეალური კარცინომატოზი
ანამნეზი
ანამნეზში ფონური გასტროინტესტინური, ფილტვის ან სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი დაავადება ან ავთვისებიანი მელანომა
გასინჯვა
პერიუმბილიკალური ლიმფური კვანძები, განავლის ტესტის დადებითი პასუხი ფარულ სისხლდენაზე (კუჭნაწლავის კიბო), ღვიძლის ხმიანობა (ჰეპატოცელულარული კარცინომა)
პირველი გამოკვლევა
- ცენტრიფუგირებული პერიტონეალური სითხის ციტოლოგია:
შესაძლოა გამოჩნდეს ავთვისებიანი უჯრედები
მეტი
სხვა გამოკვლევები
- მუცლის ღრუს CT:
პერიტონეალური კარცინომატოზი ან წარმონაქმნები მუცლის ღრუში
- ორგანოების დამიზნებითი ბიოფსია:
ავთვისებიანი მდგომარეობის არსებობა
მეტი
მიქსედემა
ანამნეზი
სიცივის აუტანლობა, დაღლილობა, ხრინწიანი ხმა, ყაბზობა
გასინჯვა
კანის სიმშრალე, თმის ცვენა, ბრადიკარდია
პირველი გამოკვლევა
- შრატის თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი:
მოამტებულია
მეტი - შრატში თავისუფალი T4:
დაბალი
სხვა გამოკვლევები
შისტოსომოზი (ბილგარციოზი)
ანამნეზი
საზღვარგარეთ მოგზაურობის ანამნეზი (ეგვიპტე, სუბ-საჰარული აფრიკა, ბრაზილია, ვენესუელა, ჩინეთი, ინდონეზია, ფილიპინები), კონტაქტი მტკნარ წყალთან, მწვავე ცხელება, თავის ტკივილი, ტკივილი ზედა მარჯვენა კვადრანტში, მიალგია, სისხლიანი დიარეა, ქრონიკული ტკივილი ჰიპოგასტრიუმის არეში, ტკივილი მარცხენა თეძოს ფოსოში, დიარეისა და ყაბზობის მონაცვლეობა, სისხლი განავალში, გულყრები, ჰემატურია, დიზურია, თირკმლის კოლიკა
გასინჯვა
ჰეპატომეგალია, სპლენომეგალია
პირველი გამოკვლევა
- განავლის ან შარდის მიკროსკოპია:
ჩანს კვერცხები
მეტი - სეროლოგია შისტოსომოზზე:
შესაძლოა დადებითი იყოს
სხვა გამოკვლევები
სისტემური წითელი მგლურა
ანამნეზი
ართრიტი, დაღლილობა, ცხელება (ინფექციის არარსებობის ფონზე), შფოთვა, დეპრესია, გამონაყარი კანზე, რეინოს ფენომენი
გასინჯვა
პეპლისებრი გამონაყარი, ართრიტი, ჰეპატომეგალია, სპლენომეგალია, პერიფერიული ნეიროპათია
პირველი გამოკვლევა
- ანტინუკლეარული ანტისხეულები (ANA):
დადებითი
მეტი
სხვა გამოკვლევები
- ორჯაჭვიანი დნმ-ის ანტისხეულები:
დადებითი
- სმიტ ანტიგენის ანტისხეულები:
დადებითი
ღვიძლის ელვისებრი უკმარისობა
ანამნეზი
ციროზის, ღვიძლის ქრონიკული დაავადების, კონფუზიის, მეტყველების გაძნელების, გაღიზიანებადობის ანამნეზი
გასინჯვა
გამოკვთილი კონფუზია, არათანმიმდევრული მეტყველება, მთვლემარე, თუმცა ფხიზელი მდგოამრეობა, კომა, გულყრები
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- ამიაკი სისხლში:
მაღალი
- შრატის გლუკოზა:
დაბალი
მეტი
ღვიძლის მეტასტაზები
ანამნეზი
ანამნეზში ფონური კიბოს არსებობა, მადის გაქრობა, წონის კლება და კახექსია
გასინჯვა
კვანძოვანი ღვიძლი, ზოგჯერ აღინიშნება სიყვითლე
პირველი გამოკვლევა
- კომპიუტერული ტომოგრაფია (CT):
ღვიძლის მეტასტაზები
სხვა გამოკვლევები
- ღვიძლის ბიოფსია:
ავთვისებიანი წარმონაქმნის ჰისტოლოგია
მეტი
ტუბერკულოზური პერიტონიტი
ანამნეზი
ანამნეზში ტუბერულოზის არსებობა, შესაძლოა აღინიშნებოდეს სუბფებრილიტეტი, დაღლილობა და ტკივილი მუცლის არეში
გასინჯვა
მუცლის მტკივნეულობა ან აბდომინური წარმონაქმნი, ცხელება, შესქელებული ჯორჯალი (მეზენტერიუმი) მუცლის პალპაციისას
პირველი გამოკვლევა
სხვა გამოკვლევები
- პერიტონეოსკოპია:
კაზეოზური გრანულომები მჟავაგამძლე ბაცილებით ტუბერკულოზის დროს
მეტი - მუცლის ღრუს CT:
შესქელებული ჯორჯალი (მეზენტერიუმი) და პერიტონეალური დაავადება
ლიმფისმიერი ასციტი
ანამნეზი
ანამნეზში მუცლის ტრავმა, სიმსივნეები ან მუცლის ქირურგიული ოპერაცია
გასინჯვა
ლიმფადენოპათია, მუცლის შებერილობა, ყრუ ხმიანობა გვერდების პერკუსიისას
პირველი გამოკვლევა
- ტრიგლიცერიდების დონე, ასციტური სითხე:
>110 მგ/დლ
სხვა გამოკვლევები
შარდ-სასქესო ქირურგიული ტრავმა
ანამნეზი
ანამნეზში ცოტა ხნის წინ გაკეთებული მუცლის ღრუს ქირურგიული ოპერაცია ან ტრავმა
გასინჯვა
შარდის შემცირებული გამოყოფა
პირველი გამოკვლევა
- მუცლის ღრუს CT:
შესაძლოა გამოვლინდეს შარდის ბუშტის ან შარდ-სასქესო სისტემის სხვა ადგილმდებარეობების ტრავმული დაზიანება
სხვა გამოკვლევები
ბილიური ასციტი
ანამნეზი
ანამნეზში ბილიური ქირურგიული ჩარევა, მუცლის ტრავმა ან ქოლეცისტიტი; მუცლის ტკივილი, ღებინება
გასინჯვა
მუცლის შებერილობა, მტკივნეულობა და ილეუსი
პირველი გამოკვლევა
- ჰეპატობილიური ტრაქტის რადიობირთვული ვიზუალიზაცია:
შესაძლოა გამოჩნდეს ნაღველის გამონაჟონი
სხვა გამოკვლევები
- ბილირუბინი ასციტის სითხეში:
მაღალი
საკვერცხის სიმსივნეები
ანამნეზი
მუცლის ტკივილი და შებერილობა, ვაგინალური სისხლდენა, არარეგულარული მენსტრუაციური ციკლი
გასინჯვა
წარმონაქმნი საკვერცხის ან მენჯის არეში
პირველი გამოკვლევა
- მენჯის ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლერით:
მკვრივი, კომპლექსური, ტიხრებით გამოყოფილი, მრავალწილაკოვანი წარმონაქმნი; სისხლის კარგი მიწოდება
- CA-125:
შეიძლება იყოს მომატებული (>35 ერთეული/მლ)
მეტი - პარაცენეზი:
ციტოლოგია შესაძლოა იყოს დადებითი ავთვისებიან უჯრედებზე
სხვა გამოკვლევები
სამკარიანი სარქვლის რეგურგიტაცია
ანამნეზი
ანამნეზში რევმატული ცხელება, დაქვეითებული ამტანობა ფიზიკური დატვირთვის მიმართ
გასინჯვა
პანსისტოლური შუილი, საუღლე ვენების შებერილობა, პერიფერიული ედემა
პირველი გამოკვლევა
- გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი):
კარდიომეგალია
სხვა გამოკვლევები
- ექოკარდიოგრაფია:
მარჯვენა პარკუჭის გაგანიერება, სამკარიანი სარქვლის დაგვიანებული დახურვა
- გულის კათეტერიზაცია:
მარჯვენა წინაგულის და მარჯვენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლური წნევის მომატება
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას