პირველადი პრევენცია
პლევრული გამონაჟონის პირველადი მიზეზების პრევენციული ზომები: იმუნიზაცია პნევმოკოკური პნევმონიის მიმართ; ანტიოაგულაცია ფილტვის ემბოლიის მაღალი რისკის პაციენტებში; კარდიოლოგიური დაავადების რისკის შემცირება.
კოლხიცინი შეიძლება დაგვეხმაროს ადრეული პოსტოპერაციული (კარდიოქირურგია) პლევრული და პერიკარდიული გამონაჟონების პრევენციაში.[14][15]
მეორეული პრევენცია
პლევრული გამონაჟონის განმეორების პრევენცია შესაძლებელია საწყისი მიზეზის სწორი მკურნალობით (მაგ. გულის უკმარისობა, ავთვისებიანი პროცესი ან ციროზი).
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას