კრიტერიუმები
ME/CFS-ის გართულებული ფაქტორია სუბიექტური კლინიკური კრიტერიუმების 9 ნაკრების არსებობა.
კრიტერიუმების ძირითადი ნაკრები ჩამოთვლილია აქ; იხილეთ განსხვავებები დიაგნოსტიკური კრიტერიუმების განყოფილებაში დიაგნოსტიკური მიდგომა.
ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ნაციონალური ინსტიტუტი (NICE)[8]
ME/CFS-ის დიაგნოსტიკისა და მართვის 2021 NICE გაიდლაინი მოიცავს ME/CFS-ის დიაგნოსტიკისა და მართვის საუკეთესო მიდგომის შესახებ მუდმივ დებატებს. გაიდლაინის მიხედვით, ME/CFS-ის დიაგნოზზე ეჭვი უნდა იყოს მიტანილი, თუ პაცეიტნეს აქვს ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი:
დამაუძლურებელი დაღლილობა, რაც უარესდება აქტივობით; არ არის გამოწვეული გადაჭარბებული კოგნიტური, ფიზიკური, ემოციური ან სოციალური დატვირთვით; და მნიშვნელოვნად არ მსუბუქდება დასვენებისას.
ფიზიკური დატვირთვის შემდგომი სისუსტე (PEM), რომლის დროსაც სიმპტომები უარსდება მოგვიანებით, ხშირად საათების ან დღეების შემდგომ; არაპროპორციულია საქმიანობის მიმართ; და აქვს გახანგრძლივებული აღდგენის დრო, რაც შეიძლება გაგრძელდეს საათები, დღეები, კვირები ან მეტი.
არანაყოფიერი ძილი ან ძილის დარღვევა (ან ორივე), რაც შეიძლება მოიცავდეს დაღლილობის შეგრძნებას; გაღვიძებისას გრიპის მსგავსი შეგძნება და რიგიდობა; და გატეხილი ან ზედაპირული ძილი, ძილის რეჟიმის შეცვლა ან ჰიპერსომნია.
კოგნიტური სირთულეები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს სიტყვების ან რიცხვების გახსენების პრობლემეს, მეტყველების სირთულეს, რეაქციის შენელებას, მოკლევადიანი მეხსიერების პრობლემებს და კონცენტრირების ან მრავალი დავალების შესრულების გაძნელებას.
აუცილებელია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები გამოვლინდეს მინიმუმ 6 კვირის განმავლობაში მოზრდილებში და 4 კვირის განმავლობაში ბავშვებსა და ახალგაზრდებში.[8]
აშშ-ს მედიცინის ინსტიტუტი (IOM; ახლა მედიცინის ეროვნული აკადემია) 2015 ME/CFS დიაგნოსტიკური კრიტერიუმები[6]
2013 წელს, IOM-მა ჩაატარა ლიტერატურის სრული ანალიზი ექსპერტთა კონსულტაციებით და შემოგვთავაზა ტერმინი „დატვირთვის აუტანლობის სისტემური დაავადება“ (SEID) ახალ დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებთან ერთად.
ME/CFS/SEID დიაგნოსტირდება, თუ პაციენტებს აქვთ შემდეგი 3 სიმპტომი:
იმ უნარების არსებითი დაქვეითება/დარღვევა (6-ზე მეტი თვის განმავლობაში), რომელთა საშუალებითაც პაციენტი ავადმყოფობის დაწყებამდე ახორციელებდა შრომით, საგანმანათლებლო, სოციალურ თუ პირად ქმედებებს. თან უნდა ახლდეს დაღლილობა, რომელიც ხშირად ძლიერია და ახალი ან მკვეთრად განსაზღვრული დაწყებისაა, არ ვითარდება მუდმივი ჭარბი ფიზიკური დატვირთვის შედეგად და არ მსუბუქდება არსებითად დასვენების შემდეგ
PEM
ზედაპირული ძილი
პაციენტებს აგრეთვე უნდა აღენიშნებოდეთ ჩამოთვლილთაგან სულ მცირე 1 სიმპტომი:
კოგნიტიური ფუნქციის დარღვევა
ორთოსტატიული აუტანლობა.
სიმპტომები გამოვლენილ უნდა იქნეს სულ მცირე ნახევარი დროის განმავლობაში და უნდა ხასიათდებოდეს საშუალო, არსებითი ან მძიმე ინტენსიურობით.
ტკივილის სიმპტომები და სისტემური ჰიპერალგეზია არ იყო ჩართული IOM-ის კრიტერიუმებში ME/CFS-ში არასაკმარისი გამოქვეყნებული მონაცემების გამო. თუმცა, აღინიშნა, რომ ტკივილი ME/CFS-ის ხშირი სიმპტომია ახალი ტიპის თავის ტკივილის ნიშნებთან ერთდ; შეშუპებული ან მგრძნობიარე ლიმფური კვანძები; ყელის ტკივილი; ვიზუალური დარღვევები; გულისრევა; და ალერგია ან მგრძნობელობა საკვების, სუნის, ქიმიკატების ან მედიკამენტების მიმართ.
საერთაშორისო კონსენსუსის კრიტერიუმები (ICC; 2011)[93]
ICC კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა 2011 წელს, ME/CFS არის შეძენილი ნევროლოგიური დაავადება მულტისისტემური დისფუნქციით. დიაგნოზისთვის საჭიროა:
დაძაბულობის შემდგომი ნეიროიმუნური გამოფიტვა(PENE; სავალდებულო მახასიათებელი) ხასიათდება გამოხატული, სწრაფი ფიზიკური და/ან კოგნიტური დაღლილობით დატვირთვის საპასუხოდ; ვარჯიშის შემდგომი სიმპტომების გამწვავება; ვარჯიშის შემდგომი დაღლილობა; გახანგრძლივებული აღდგენის პერიოდი; და/ან ფიზიკური და გონებრივი დაღლილობის დაბალი ბარიერი, რაც იწვევს ავადმყოფობამდე არსებული აქტივობის დონის არსებით შემცირებას.
ნევროლოგიური დარღვევები (ჩამოთვლილი 3 კატეგორიიდან სულ მცირე 1 სიმპტომი): (ა) ნეიროკოგნიტური დარღვევები (ინფორმაციის დამუშავების გაძნელება; ხანმოკლე მეხსიერების კარგვა); (ბ) ტკივილი (თავის ტკივილი; არაანთებითი სომატური ტკივილი); (გ) ძილის დარღვევა (ძილის ქცევის ცვლილებები; ფუჭი, ზედაპირული ძილი); და (დ) ნეირომგრძნობელობითი, აღქმისა და მოტორული დარღვევები (ფოკუსირების უნარის შეზღუდვა; მგრძნობელობითი დამცველობა (რაიმე კონკრეტული შეგრძნების მიმართ თავის არიდება, როგორიცაა შეხება, ხმაური და ა.შ); კუნთების სისუსტე).
იმუნური, გასტროინტესტინური და შარდსასქესო სისტემის დარღვევები (ჩამოთვლილი 5 კატეგორიიდან სულ მცირე 1 სიმპტომი): (ა) განმეორებითი ან ქრონიკული გრიპისმაგვარი სიმტომები, რომლებიც უარესდება დატვირთვის შედეგად; (ბ) მიდრეკილება ვირუსული ინფექციების მიმართ, რომელთაგანაც გამოჯანმრთელება გახანგრძლივებულია; (გ) გასტროინტესტინური ტრაქტის პრობლემები; (დ) შარდ-სასქესო პრობლემები; და (ე) მგრძნობელობა საკვების, მედიკამენტების, სუნის ან ქიმიური ნივთიერებების მიმართ.
ენერგიის წარმოქმნა/ტრანსპორტირების სიმპტომები (ჩამოთვლილთაგან სულ მცირე 1 სიმპტომი): (ა) გულსისხლძარღვთა სისტემური აუტანლობა; (ბ) რესპირატორული პრობლემები; (გ) თერმოსტაზული სტაბილურობის დაკარგვა; და (დ) უკიდურესი ტემპერატურების აუტანლობა.
კანადური კონსენსუსის კრიტერიუმები (CCC) მიალგიური ენცეფალომიელიტისთვის (ME/CFS) (2003, შესწორებული 2010)[4][5]
ეს კრიტერიუმები განსაზღვრავს პერსისტენტულ ან განმეორებით ქრონიკულ დაღლილობას, რომელიც 6 თვეზე მეტხანს გრძელდება, მაგრამ არა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მდგომარეობის გაუარესება მოიცავს მნიშვნელოვან შემცირებას პროფესიული, საგანმანათლებლო, სოციალური და პირადი აქტივობებისა, დაღლილობის მდგომარეობის დაწყებამდე. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის / მიალგიური ენცეფალომიელიტის კლასიკური სიმპტომები მდგრადია ან მეორდება ავადმყოფობის 6 თვის განმავლობაში. სიმპტომები შეიძლება წინ უძღვოდეს დაღლილობის გამოვლენის პერიოდს.
PEM, დაღლილობა ან გამოფიტვა. აქტივობა ან ვარჯიში, რომელიც იწვევს პროლემას, შეიძლება საკმაოდ მცირე იყოს, მაგ. ერთი სართულის ავლა, კომპიუტერის გამოყენება, წიგნის კითხვა. არ არის აუცილებელი, ეს იყოს დამღლელი ვარჯიში. ვლინდება ფიზიკური ენერგიის კარგვა, ფსიქიკური ენერგიის დაქვეითება, კუნთების სწრაფი, უეცარი გადაღლა, კოგნიტური გადაღლა, დატვირთვის შემდგომი შეუძლოდ ყოფნა/დაღლილობა, სიმპტომების დამძიმების ტენდენცია. აღდგენა ნელია, ხშირად სჭირდება 2-24 საათი ან მეტი დრო.
ზედაპირული ძილი, ასევე ძილის ხანგრძლივობის პრობლემები (ჩაძინების პრობლემა, ადრე გამოღვიძება, ან გახანგრძლივებული ძილი), რითმის დარღვევა (დღე-ღამის შენაცვლება, ხშირი მოკლე ჩაძინებები დღისით).
ტკივილი (ან დისკომფორტი), რომელიც გავრცელებულია და მიგრირებს, ვლინდება კუნთების მტკივნეულობით. მიოფასციალური ტკივილი, ართრალგია, გაშეშება ერთზე მეტ სახსარში, თუმცა არ უნდა ვლინდებოდეს ანთების ნიშნები, როგორიცაა სიწითლე, შეშუპება და ა.შ. ვისცერული ტკივილი მოიცავს: გულმკერდის არაკარდიოლოგიურ ტკივილს (მაგ. კოსტოქონდრიტი, საყლაპავის სპაზმი) ან ეპიგასტრულ, ჭიპის გარშემო, მენჯის ან მუცლის სხვა ადგილების ტკივილს. თავის ტკივილი უფრო ხშირი და მძიმეა, ვიდრე დაღლილობამდელ პერიოდში. შაკიკი ხშირია. ლოკალიზდება თვალების უკან ან თავის უკან, კეფაზე. ასოცირებულია მძიმე ფოტოფობიასთან, ფონოფობიასთან, გულისრევასთან ან ღებინებასთან. მწვავდება ყოველდღიური აქტივობების შესრულებისას; პაციენტი ცდილობს იყოს სიბნელეში, სიჩუმეში.
საჭიროა ორი ან მეტი ჩამოთვილი ნევროლოგიური/კოგნიტური გამოვლინება:
მოკლევადიანი მეხსიერების დარღვევა (პაციენტის მიერ აღნიშნული, ან მოვლენების ან ინფორმაციის გახსენების სირთულე)
ყურადღების შენარჩუნების გართულება; კონცენტრაციის პრობლემებმა შეიძლება გაართულოს დავალებების შესრულება, გამოიწვიოს გარეგანი სტიმულირების გაძლიერება
მხედველობითი სიღრმის აღქმის დაკარგვა
შესატყვისი სიტყვის გართულებული ძებნის პროცესი
ხშირად ავიწყდება, რისი თქმა სურდა
გაფანტულია
ფიქრის პროცესის შენელება
ინფორმაციის გახსენების პროცესის გართულება
საჭიროებს თითო ჯერზე თითო საკითხზე ფოკუსირებას
აზრის გამოხატვის გართულება
ინფორმაციის აღქმის სირთულე
აზრობრივი წყობის ხშირი დარღვევა
მგრძნობელობა სინათლის ან ხმაურის მიმართ
კუნთოვანი სისუსტე/კუნთების თამაში(ხტუნვა)
სულ მცირე ერთი სიმპტომი ჩამოთვლილი სამი კატეგორიიდან ორში მაინც:
ორთოსტაზული და ვისცერული გამოვლინებები: ჩივილები თავბრუსხვევის ან გულის წასვლის შესახებ; ფეხზე დგომისას დარღვეული ბალანსი; ან გულის ფრიალი არითმიის გარეშე. დადებითია ორთოსტატიკური ტესტი პოზიციურ ორთოსტაზულ ტაქიკარდიაზე ან ნეირო-გაშუალებულ ჰიპოტენზიაზე. სუნთქვის უკმარისობა, გულისრევა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, შარდის ბუშტის ტკივილი.
თერმული არასტაბილურობა და მადა: განმეორებითი ცხელება და ცივი კიდურები; ოფლიანობის ეპიზოდები; ძლიერი სიცხისა და სიცივის აუტანლობა; ან სხეულის პათოლოგიური ტემპერატურის დოკუმენტირება. შეიძლება აღინიშნოს წონის და/ან მადის გამოხატული ცვლილებები.
ინტეროცეფციული გამოვლინებები: განმეორებითი გრიპისმაგვარი სიმპტომები; განმეორებითი ცხელება და ოფლიანობა; არაექსუდაციური მტკივნეული ყელი; ლიმფური კვანძები მტკივნეულია პალპაციისას შეშუპების გარეშე ან მინიმალური შეშუპებით; ან ქიმიურ გამღიზიანებლებზე მგრძნობელობა საკვების, სუნის, ქიმიური ნივთიერებების მიმართ (არაალერგიული რინოპათია).
გარდა ამისა, ME/CFS-ის სიმძიმის სპექტრი შემდეგნაირია:
მსუბუქი ME/CFS: განისაზღვრება ავადმყოფობამდელი აქტივობის დონის 50%-ით შემცირებით, პაციენტები კვლავ მოძრავნი არიან; თუმცა ფიქსირდება შემცირებული სამუშაო ან სხვა აქტივობები.
ზომიერი ME/CFS: განისაზღვრება მობილობის შემცირებით ყოველდღიური ცხოვრების აქტივობის მნიშვნელოვანი შეზღუდვით და ძალიან ხშირი დასვენების საჭიროებით.
მძიმე ME/CFS: განისაზღვრება, როგორც სახლს მიჯაჭვული პაციენტები ყოველდღიური ცხოვრების აქტივობების შეზღუდვით.
ძალიან მძიმე ME/CFS: განისაზღვრება, როგორც ძირითადად საწოლს მიჯაჭვული და არ შეუძლია დამოუკიდებლად ყოველდღიური ცხოვრებისეული აქტივობების შესრულება.
CCC გადაიხედა 2010 წელს და დაემატა მოთხოვნები სიმპტომების სიმძიმისა და სიხშირის შესახებ (მაგ., ჩაასწორებული კრიტერიუმების მიხედვით, სიმპტომი უნდა იყოს მინიმუმ ზომიერი სიმძიმის, დროის დაახლოებით ნახევარში, რათა დააკმაყოფილოს სიმპტომების კონკრეტული კატეგორიის კრიტერიუმები. ).[5]
1994 წლის აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების კრიტერიუმები (ფუკუდა)[3]
1994 წლის აშშ-ის დაავადებათა კონტროლისად ა პრევენციის ცენტრების კრიტერიუმები ქრონიკული დაღლილობის სინდრომისათვის:
კლინიკურად შეფასებული, ამოუხსნელი, მუდმივი ან განმეორებითი დაღლილობა, რომელიც გრძელდება მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. დაღლილობა არ არის განპირობებული მუდმივი ფიზიკური დატვირთით. დაღლილობა არ იხსნება დასვენების, ძილის და აქტივობების შემცირების შედეგად. დაღლილობა იწვევს მძიმე ქმედუუნარობას პირად, სოციალურ და/ან შრომით ცხოვრებაში და განაპირობებს აქტივობებისა და ფუნქციური შესაძლებლობების არსებით დაქვეითებას პრემორბიდულ დონესთან შედარებით.
ჩამოთვლილთაგან სულ მცირე 4 თანხმლები სიმპტომის არსებობა 6 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში:
ხანმოკლე მეხსიერების ან კონცენტრაციის დარღვევა
ყელის ტკივილი
მტკივნეული ლიმფური კვანძები/ჯირკვლები
კუნთების ტკივილი
სახსრების ტკივილი მრავალობით არეში
ახლად გამოვლინებული თავის ტკივილები
ზედაპირული ძილი
PEM/დაღლილობა, რომელიც გრძელდება 24 საათზე მეტხანს
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას