დიფერენციული დიაგნოზები
2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღის განმავლობაში COVID-19-ის საზოგადოებრივი გავრცელების რეგიონში ცხოვრება/მოგზაურობა, ან ახლო კონტაქტი შესაძლო/დადასტურებულ შემთხვევასთან.
შეიძლება რთული იყოს ბაქტერიული პნევმონიისგან გარჩევა კლინიკურად. ცხელების, ხველის და დისპნოეს გარდა სხვა ხშირი პირველი სიმპტომებია მიალგია, დაღლილობა და გემოს და/ან ყნოსვის შეგრძნების ცვლილება.
პნევმონიის ან რესპირატორული დისტრესის მქონე პაციენტებში გულმკერდის აუსკულტაციით შეიძლება გამოვლინდეს ხიხინი და/ან ბრონქული სუნთქვა.
სუნთქვის დარღვევის მქონე პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ ტაქიკარდია, ტაქიპნოე ან ჰიპოქსია თანმხლები ციანოზით.
კვლევები
რეალურ დროში რევერს ტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR): დადებითია კორონავირუს 2-ით (SARS-CoV-2) RNA გამოწვეულ მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომზე.
გულმკერდის გამოსახულებითი კვლევით შეუძლებელია განვასხვავოთ COVID-19-ით გამოწვეული პნევმონია სხვა წარმოშობის პნევმონიისგან.
სისტემური ანთებითი რეაქციის სინდრომის (SIRS) არა-ინფექციური მიზეზები
ნიშნები / სიმპტომები
SIRS შეიძლება გამოვლინდეს მასპინძელი ორგანიზმის სხვა დაავადებით გამოწვეული მდგომარეობის არასპეციფიკური ნიშანი, როგორიცაა ოპერაციის შემდგომი პერიოდი, ტრავმა, დამწვრობა, ტრანსპლანტის მიუღებლობა, ჰიპერთიროიდიზმი, ადისონის კრიზისი, სისხლის პროდუქტების გადასხმაზე რეაქციები, შრატის დაავადება, იმუნიზაცია და ცნს ინფარქტი ან ჰემორაგია.
კვლევები
კონკრეტული ტესტები მიმართულია შესაბამის მიზეზზე კლინიური ეჭვის მიხედვით.
შესაბამისმა სამედიცინო ინტერვენციებმა (კათეტერიზაციამ, ქირურგულმა პროცედურებმა, ვენტილაციამ) შეიძლება შემდგომში გამოიწვიოს დამატებთი ინფიცირება, რის გამოც მუდმივად იქნება სეფსისით დაავადების საფრთხე და შესაძლებლობა.
კონკრეტული ინფექციური აგენტის იდენტიფიკაცია განმსაზღვრელია სეფსისის დიფერენციაციისთვის SIRS-სგან.
მიოკარდიუმის ინფარქტი (MI)
ნიშნები / სიმპტომები
მიოკარდიუმის ინფარქტის სიმტომებია მოჭერითი ხასიათის ტკივილი გულმკერდის ცენტრალურ არეში, რომელიც გადაეცემა მარცხენა მკლავზე ან ყბაზე. ტკივილი შეიძლება ეპიგასტრიულ უბანშიც იგრძნობოდეს.
პაციენტებს შეიძლება გამოუვლინდეთ კარდიოგენური შოკი სუნთქვის უკმარისობით და ჰიპოტენზიით. შიძლება ასევე სახეზე იყოს სუბფებრილური ცხელება და მომატებული CRP.
კვლევები
იშემიური ცვლილებები ეკგ-ზე.
მომატებული კრეატინ კინაზა-MB და ტროპონინი.
პრიკარდიტი
ნიშნები / სიმპტომები
პაციენტებს აქვთ ბასრი, მკვეთრი პლევრიტული ტკივილი გულმკერდის არეში (როგორც წესი, ტკივილი სუსტდება ჯდომის და წინ გადახრილ მდგომარეობაში და მატულობს დაწოლისას) და ზოგჯერ სუბფებრილური ცხელება.
კვლევები
ეკგ-ზე შეიძლება იყოს ზემოთ მიმართული ST სეგმენტის ელევაცია გლობალურად და PR სეგმენტის დეპრესია.
ექომ შეიძლება გამოავლინოს პერიკარდიუმში გამონაჟონი, მარცხენა პარკუჭის კედლის მოძრაობის ანომალიების არარსებობა.
მიოკარდიტი
ნიშნები / სიმპტომები
პაციენტებს, როგორც წესი, უვლინდებათ ვირუსული პროდრომი (რომლის დროსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს სუბფებრილურ ცხელებას), დისპნოე ან ფონური აუტოიმუნური მდგომარეობა, როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა.
მედიკამენტურ ეტიოლოგიაზე შეიძლება მიუთითებდნენ სხვადასხვა მედიკამენტები, როგორიცაა ანტიბიოტიკები, თიაზიდის ჯგუფის შარდმდენები, ანტიეპილეფსიური პრეპარატები, დიგოქსინი, ლითიუმი, ამიტრიპტილინი და დობუთამინი.
კვლევები
ეკგ-მ შეიძლება აჩვენოს არა-სპეციფიური ST სეგმენტის და T კბილის ანომალიები.
შეიძლება მომატებული იყოს ანთების მარკერები.
ორგანზომილებიანი ექო უჩვენებს მარცხენა პარკუჭის გლობალურ და რეგიონულ ანომალიებს და დილატაციას.
მწვავე პანკრეატიტი
ნიშნები / სიმპტომები
შეიძლება გამოვლინდეს მუცლის ტკივილით, ირადიაციით ზურგში, სუბფებრილური ცხელებით და ჰიპოვოლემიით.
ანამნეზში შეიძლება იყოს ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობის, ალკოჰოლის მოხმარების ან ვირუსული ინფექციების (მაგ. ყბაყურა) ემთხვევები.
კვლევები
შრატში მომატებულია ამილაზა, ლიპაზა, გლუკოზა; კალციუმის მაჩვენებელი დაბალია,
მასიური ფილტვის ემბოლია
ნიშნები / სიმპტომები
ტიპიურად ვლინდება მწვავე დისპნოეს და ჰიპოტენზიის სახით. სიმპტომები შეიძლება ასევე მოიცავდეს ცხელებას, ცნობიერების დაქვეითებას, სინკოპეს ან პრე-სინკოპეს და პლევრიტულ ტკივილს გულმკერდის არეში. შეიძლება გამოხატული იყოს თრომბოემბოლიური დაავადების რისკ ფაქტორები.
კვლევები
ფილტვის კტ ანგიოგრამაზე ჩანს ფილტვის არტერიების შევსების დეფექტი.
ლეიკემია
ნიშნები / სიმპტომები
შეიძლება გამვლინდეს მაღალი სიცხით, ლეიკოციტოზით, ანემიით, ტაქიკარდიით, მრავლობითი ორგანოების დისფუნქციით და სუნთქვის უკმარისოით, ყოველივე ამის გამო შეესაბამება (სავარაუდო) სეფსისის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებს.
დაქვეითებულმა იმუნიტეტმა შეიძლება დამატებით შეუწყოს ხელი ინფქციების განვითარებას ან გაძლიერებულ კლინიკურ ეჭვს დაუდგენელ ინფექციაზე.
კვლევები
სისხლის ნაცხის, ძვლის ტვინის, სიმსივნის ან ლიმფური კვანძების ბიოფსიის მეშვეობით შეიძლება დადგინდეს ნეოპლაზმური უჯრედები არსებობა.
ავთვისებიანი ჰიპერთერმია
ნიშნები / სიმპტომები
ეს იშვიათი მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს მძიმე ჰიპერთერმია (>41.1°C [106°F]) და კუნთების რიგიდულობა, ანესთეტიკური პრეპარატების (მაგ. ინტუბაციისთვის სუქცინილქოლინის) შემდეგ. შესაძლებელია ასევე გამოვლინდეს ლაქტოზური აციდოზი, ჰიპერკალიემია, რაბდომიოლიზი, ჰიპოქსია და არითმიები.[111]
ავთვისებიანი ჰიპერთერმია მემკვიდრეობითი დაავადებაა (აუტოსომურ დომინანტური) და მაღალია ეჭვის ინდექსი, თუ ეს დაავადება არსებობს ოჯახის ანამნეზში, [111]
კვლევები
კოფეინ-ჰალოტანის კონტრაქტური ტესტი (CHCT) ყველაზე ხშირად გამოიყენება მგრძნობელობის სკრინინგისთვოს.[112]
ეპიზოდის დასრულების შემდეგ, CHCT საჭიროებს კუნთის ბიოფსიას და ტესტირებას შერჩეულ რეგიონულ ლაბორატორიებში.
არც ერთი ტესტი არ არის კლინიკურად გამოსადეგი მწვავე ფაზაში მკურნალობისთვის.
რიანოდინის რეცეპტორების 1-ლი ტიპის გენის მუტაციები (RYR1) ასოცირდება MH- მგრძნობელობასთან.
მედიკამენტოზური ცხელება და კომა
ნიშნები / სიმპტომები
ეს მოიცავს ნეიროლეპტურ ავთვისებიან სინდრომს, სეროტონერგული სინდრომს, მწვავე ალკოჰოლურ ჰალუცინოზს და მეტფორმინის ლაქტატ-აციდოზს.
გამომწვევი პრეპარატების მოხმარების ანამნეზი.
კვლევები
კლინიკური დიაგნოზი სეპტიკური ტესტები არ არის ადვილად ხელმისაწვდომი.
დიაბეტური კეტოაციდოზი
ნიშნები / სიმპტომები
შაქრიანი დიაბეტის ანამნეზი, რაც დაკავშირებულია არაოპტიმალური ინსულინოთერაპიასთან. ბოლო ან მიმდინარე მწვავე ავადმყოფობა, სეფსისის ჩათვლით, შეიძლება იყოს გამომწვევი ფაქტორი.
გავრცელებული სიმპტომებია მუცლის ტკივილი, რომელიც დაკავშირებულია პოლიურიასთან, პოლიფაგიასთან და პოლიდიფსიასთან.
კვლევები
სისხლში გლუკოზა >13.9 მმოლ/ლ (>250 მგ/დლ) აციდოზით და კეტონემიით.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას