ახალი ტიპის მკურნალობა
ბრივუდინი
ბრივუდინი თიმიდინის ნუკლეოზიდის ანალოგია, რომელიც ინ ვიტრო ხასიათდება ვარიცელა-ზოსტერის წინააღმდეგ მაღალი აქტივობით. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ბრივუდინი ხელმისაწვდომია პერორალური ფორმით.[83]
Clinacanthus nutans
Clinacanthus nutans არის მცენარე, რომელიც მიეკუთვნება Clinacanthus nutans-ის ოჯახს და გამოიყენება ტაილანდში, როგორც ტრადიციული სამკურნალო საშუალება ნაკბენებისა და ინფექციების წინააღმდეგ, კანზე გამონაყრის ჩათვლით, ასევე გველისა და მწერების ნაკბენისდროს აღნიშნულია, რომ მას აქვს ანალგეზიური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები და აჩქარებს დაზიანების გამოჯანმრთელების პროცესს.[116] თუმცა მისი ეფექტურობის დასადასტურებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.
ვალომაციკლოვირი
აღმოჩნდა, რომ ვალომაციკლოვირის (დნმ-ის პოლიმერაზას სტანდარტული ინჰიბიტორი) გამოყენება დღეში ერთხელ პერორალურად არ ჩამოუვარდება დღეში 3-ჯერ ვალაციკლოვირის გამოყენებას ჰერპეს-ზოსტერის მქონე იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში. ვალომაციკლოვირის მიზნობრივი ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება.[117]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას