დიფერენციული დიაგნოზები
კონტაქტური დერმატიტი
ნიშნები / სიმპტომები
ვლინდება ადგილობრივი გამონაყარით ან გაღიზიანებული კანით უცხო სხეულთან ურთიერთქმედების ფონზე. ტკივილი და გამონაყარი, როგორც წესი, ერთროულად იჩენს თავს.
კვლევები
გამომწვევი გამღიზიანებელი აგენტის სხეულიდან მოშორება უხშირეს შემთხვევებში იწვევს სიმპტომთა კუპირებას.
მარტივი ჰერპესვირუსი
ნიშნები / სიმპტომები
დაჯგუფებული ვეზიკულები ერითემატოზულ ფუძეზე არადერმატომული სურათით. ხშირად წინ უძღვის ქავილი და ტკივილი. ყველაზე ხშირია პერორალური და გენიტალური დაზიანებები.
კვლევები
დაზიანებიდან ნიმუშის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR).
ქოლეცისტიტი
ნიშნები / სიმპტომები
ვლინდება ტკივილით მუცლის ზედა მარჯვენა კვადრანტში და თან ახლავს: გულისრევა, ღებინება და სიცხე. გასინჯვისას პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ მერფის ნიშანი.
კვლევები
პაციენტებს აქვთ ტუტე ფოსფატაზას, ბილირუბინის, C რეაქტიული ცილისა და სისხლის თეთრი უჯრედების მომატებული დონე. ულტრაბგერაზე ან СT სკანირებაზე შესაძლოა გამოჩნდეს სანაღვლე გზების დახშობა, ნაღვლოვანი კენჭები და ნაღვლის ბუშტის ანთება.
წყლულოვანი კერატიტი
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომები დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. ვლინდება სიწითლითა და ტკივილით დაზიანებულ თვალზე, ასევე შეიძლება განვითარდეს მხედველობის ცვლილებები, რაც წყლულის ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული. ზოგიერთ პაციენტში გამოხატულია ჩირქოვანი გამონადენი. ჰერპეს-ზოსტერის სხვა მიზეზებისგან განმასხვავებელი ნიშანი არის გამონაყარის ჩამოყალიბება დაზიანებულ დერმატომაზე.
კვლევები
იმ შემთხვევაში, თუ გამომწვევი მიზეზი მარტივი ჰერპესის ვირუსია და არ არის დაკავშირებული ჰერპეს-ზოსტერთან, ფლუორესცენტული შეღებვით გამოჩნდება დენდრიტული წყლულის არსებობა.
ჭვრიტული ლამპით შემოწმებისას ვლინდება წყლულოვანი კერატიტის სხვა მიზეზები, როგორიცაა უცხო სხეული.
გლაუკომა, მწვავე დახურულკუთხიანი
ნიშნები / სიმპტომები
ვლინდება პერიორბიტალური ტკივილით, მხედველობის დაბინდვით და თავის ტკივილით. თუმცა არ ვითარდება თანმხლები გამონაყარი თვალის ინერვირებულ დერმატომაზე.
კვლევები
ტონომეტრიით ვლინდება თვალშიდა წნევის მატება (>20 მმ.ვწყ.სვ.), რაც გლაუკომის დიაგნოზზე მიუთითებს.
სამწვერა ნერვის ანთება
ნიშნები / სიმპტომები
ვლინდება ძლიერი, გამჭოლი, ელექტრული შოკისმაგვარი ტკივილით სახეზე სამწვერა ნერვის ინერვაციის არეში. პაციენტს შეუძლია ტკივილის ადგილმდებარეობის მითითება. პაციენტებს არ უვითარდებათ გამონაყარი.
კვლევები
მადიფერენცირებელი ანალიზი არ არის ხელმისაწვდომი.
აპენდიციტი, მწვავე
ნიშნები / სიმპტომები
უმეტესწილად ვლინდება ტკივილით მუცლის ქვედა მარჯვენა კვადრანტში. დამატებით შესაძლოა აღინიშნებოდეს: გულისრევა, ღებინება და ზოგიერთ შემთხვევაში ნაწლავის ობსტრუქციის ნიშნები, რომლებც არ გვხვდება ჰერპეს-ზოსტერის მქონე პაციენტიებში. სიმპტომებს თან არ ახლავს გამონაყარი.
კვლევები
სისხლის საერთო ანალიზ ხშირადაა მომატებული ლეიკოციტების დონე. CT სკანირებაზე გამოჩნდებოდა ჭია ნაწლავის ანთება.
თირკმლის კენჭები
ნიშნები / სიმპტომები
ვლინდება ძლიერი კოლიკით და მოუსვენრობით (აე შეუძლია ერთ ადგილზე გაჩერება/ წოლა). სხვა სიმპტომებია: ხშირი შარდვა, შარდში სისხლის არსებობა და მტკივნეული მოშარდვა. გასინჯვისას აღინიშნება ტკივილი ფერდქვეშა არეში. ამ სიმპტომებს არ ახლავს გამონაყარის განვითარება.
კვლევები
თირკმლის, შარდსაწვეთისა და შარდის ბუშტის რენტგენოგრამაზე გამოვლინდებოდა კენჭების ადგილმდებარეობა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას