ეპიდემიოლოგია

ყოველწლიურად, დადგენილია, რომ ვენური თრომბოემბოლია (VTE) აზიანებს 300,000-დან 600,000-მდე ადამიანს აშშ-ში.[9] PE-ს წლიური სიხშირე მოსახლეობაში არის 1 1000 ადამიანიდან. ეს სიხშირე შესამჩნევად იზრდება ასაკთან ერთად, 1,4-დან 40-49 წლის 1000 ადამიანში 11,3-მდე 1000-დან ≥80 წლის ასაკში.[10][11][12] საერთო ჯამში, VTE-ის სიხშირე მამაკაცებში ოდნავ მაღალია, ვიდრე ქალებში, მაგრამ 45 წლამდე ან 80 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში ჭარბობს ქალი.[12]

1993 და 2012 წლებში აშშ-ს ეროვნული მონაცემებით მოიმატა ფილტვის ემბოლიის დიაგნოზით მიღებამ 23 %-დან 65 %-მდე ყოველ 100,000 მოსახლეზე.[13] გაიზარდა როგორც მასიური PE-ის, ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებელი (1.5-დან 2.8-მდე 100000-დან და 1.6-დან 2.1-მდე 100000-ში, შესაბამისად), მაგრამ არ შეესაბამება მიღებების ზრდას.[13] ფილტვის ემბოლიის დიაგნოზის მქონე მამაკაცების პროცენტული პროპორცია გაიზარდა 44.9% -დან 1993წ. 47.3%-მდე 2012წელს. პაციენტების უმეტესობა იყო თეთრკანიანი (62.1% 1993 წელს და 70.2% 2012 წელს); თუმცა, შავკანიანი პაციენტების პროპორციული ნაწილი საგრძნობლად მომატებულია (8%-დან 15.9%-მდე).

აშშ-ში 65 წელს გადაცილებულ პაციენტებში ფილტვის ემბოლიის გამო ჰოსპიტალიზაციის კორეგირებული სიხშირე მომატებულია 129/100,000 ადამიანი 1999 წლიდან 302/100,000 ადამიანი- 2010 წლამდე[14]

ბოლო 10-20 წლის განმავლობაში მსოფლიოში PE-ს სიხშირე გაიზარდა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა. ეს, სავარაუდოდ, განპირობებულია გაიდლაინებით რეკომენდირებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესებით, ხელმისაწვდომი ანტიკოაგულანტების რისკ-სარგებლობის პროფილის გაუმჯობესებით და, შესაძლოა, PE-ს გადაჭარბებული დიაგნოსტიკით შერჩეულ პაციენტებში.[4] თუმცა, შეერთებული შტატების ეპიდემიოლოგიური მონაცემები აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კორექტირებული სიკვდილიანობის მაჩვენებლები სტაბილურად მცირდებოდა 2008 წლამდე, სიკვდილიანობა ოდნავ გაიზარდა 2008-დან 2018 წლამდე.[15]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას