განხილვები პაციენტთან

კატის ნაკაწრის დაავადების პრევენციისათვის მნიშვნელოვანია კატის ნაკაწრთან და ნაკბენთან ასოცირებული რისკის აღქმა და ჭრილობის დროული დაბანა. რეკომენდებულია, ხელების დაბანა კატებთან და კნუტებთან შეხების შემდეგ. იმუნოკომპრომეტირებულმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ კატის ფლობისას არსებული რისკი და მოერიდონ 1 წელზე მცირე ასაკის კატების ყოლას. კატებში რეკომენდებულია ტკიპების პრევენცია(ასევე ძაღლებშიც, განსაკუთრებით თუ ძაღლი და კატა ერთსა და იმავე სახლშია). თუ ეს შესაძლებელია, კატები უნდა იმყოფებოდნენ მხოლოდ სახლში.[32]

მწერების საწინააღმდეგო საშუალებები და დამცავი ტანსაცმელი უნდა გამოვიყენოთ Bartonella bacilliformis ინფექციის პრევენციისთვის იმ რეგიონებში, რომლებიც დასახლებულია მოსკიტო Lutzomyia verrucarum-ით. მოსკიტები ყველაზე აქტიურია გამთენიისას და დაღამებისას, ამიტომ დღის ამ მონაკვეთებში საგარეო აქტივობები უნდა შეიზღუდოს კბენის თავიდან ასაცილებლად.[32]

სხეულის ტილი, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია არასათანადო პირად ჰიგიენასთან და მჭიდრო დასახლებებთან. სწორი პირადი ჰიგიენა, ტანსაცმლის, საწოლებისა და პირსახოცების რეგულარული რეცხვა დაგეხმარებათ დაცული იყოთ ადამიანის ტილისაგან, რომელიც არის Bartonella quintana ინფექციის გადამცემი .[32][40]

გარკვეულ გარემოებებში შესაძლოა საჭირო გახდეს ქიმიური ინსექტიციდები სხეულის ტილების თავიდან ასაცილებლად და გასაკონტროლებლად.[40]

ანტიბიოტიკებით მკურნალობისას პაციენტებს უნდა ავუხსნათ, რომ საჭიროა ნებისმიერი ალერგიული ან სხვა ტიპის გვერდითი ეფექტის დროული შეტყობინება. თუ ქალი რეპროდუქციული ასაკისაა და დოქსიციკლინს იღებს, საჭიროა შესაბამისი კონტრაცეფცია მკურნალობისას ორსულობის თავიდან ასარიდებლად. ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს პირველადი ჯანდაცვის ექიმს.

CDC health information for international travel (yellow book): Bartonella infections Opens in new window

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას