ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
კისრის კუნთების გაშეშება
ჰემორაგიულმა ინსულტმა შესაძლოა ხშირად გამოიწვიოს კისრის კუნთების გაშეშება. ყველაზე ხშირად გვხვდება სუბარაქნოიდული ჰემორაგიის დროს, რაც განპირობებულია სისხლის მიერ მენინგეალური შრის გაღიზიანებით.
წინაგულების ფიბრილაციის ანამნეზი
მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად არ წარმოადგენს რისკს, წინაგულთა ფიბრილაციის მქონე პაციენტებს ხშირად მკურნალობენ ვარფარინითა და პირდაპირი თრომბინის სხვა ინჰიბიტორებით, რაც ზრდის თავის ტვინის ჰემორაგიის ალბათობას.
ღვიძლის დაავადების ანამნეზი
შესაძლოა დაარღვიოს კოაგულაციის პროცესი და გამოიწვიოს ჰემორაგია.
მხედველობის ცვლილებები
ჰემიანოპია შესაძლოა განვითარდეს მხედველობის გზის მონაკვეთზე , მათ შორის საფეთქლის წილში ჰემორაგიის შედეგად.
დიპლოპია შესაძლოა განვითარდეს ტვინის ღეროს ჰემორაგიის შედეგად.
ფოტოფობია
ჰემორაგიული ინსულტი ხშირად იწვევს პაციენტებში ფოტოფობიის ჩივილს.
უეცარი გამოვლინება, რომელსაც მოსდევს პროგრესირება
ინტრაკრანიული ჰემორაგიის სიმპტომები ხშირად მოულოდნელად იწყება და პროგრესირებს რამდენიმე წუთის განმავლობაში.
ამასთან შედარებით, იშემიური ინსულტის სიმპტომები შესაძლოა გამოვლინებისას მაქსიმალური იყოს, განსაკუთრებით ემბოლიური ინფარქტის დროს.
სიმპტომები, რომლებიც სპონტანურად უმჯობესდება ან აღმოიფხვრება, ჰემორაგიაზე უფრო მეტად იშემიაზე მიუთითებს.
დაზიანებული მგრძნობელობა
პაციენტები მგრძნობელობის დაკარგვას და პარესთეზიას ხშირად დაბუჟებას არქმევენ.
თავის ტკივილი
როგორც წესი ფარულად ვლინდება და თანდათანობით იზრდება ინტენსივობა ინტრაცერებრალური ჰემორაგიის დროს.
იშემიური ინსულტისგან განსხვავებით უფრო ხშირია ჰემორაგიული ინსულტისას, მაგრამ თავის ტკივილის არარსებობა არ გამორიცხავს დიაგნოზს.[3]
მოულოდნელი გამოვლინება თანდათანობითი შეკავებით ან "ყველაზე ცუდი ტკივილი ჩემს ცხოვრებაში" მიუთითებს სუბარაქნოიდულ ჰემორაგიაზე.
სისუსტე
სახის, ხელი და/ან ფეხის კუნთების სიძლიერის სრული ან ნაწილობრივი კარგვა არის ინსულტის ყველაზე ხშირი გამოვლინება.
როგორც ინსულტის გავრცელებული ნიშანი და სიმპტომი, ორმხრივი ჩართულობა იშვიათია და შეიძლება, ალტერნატიულ ეტიოლოგიაზე მიანიშნებდეს.
მგრძნობელობის დაკარგვა
ქერქოვანი მგრძნობელობის დაკარგვა ძირითადად აზიანებს ფაქიზი სენსორული აქტივობის უნარს, როგორიცაა 2 ქულიანი დისკრიმინაცია, გრაფესთეზია, ან სტერეოგნოზისი.
თალამური ჰემორაგია შესაძლოა გამოვლინდეს მგრძნობელობის დაკარგვითა და ფსევდოათეტოზით.
აფაზია
საუბრის ფუნქციის ნებისმიერი დარღვევა (შეუფერხებლობა, სახელების მინიჭება, გამეორება, გაგება) არის დომინანტური ნახევარსფეროს ინსულტის ნიშანი.
დიზართრია
შესაძლოა თან ახლდეს სახის სისუსტეს ან ნათხემის ფუნქციის დარღვევას.
ატაქსია
კუნთის სისუსტის არარსებობისას, დარღვეული კოორდინაცია მიანიშნებს ჰემორაგიაზე, რომელიც მოიცავს ნათხემსა და ტვინის დანარჩენ ნაწილებთან მის კავშირს.
იშვიათი
ჰემატოლოგიური დაავადების ანამნეზი
სისხლმდენი დიათეზი, განსაკუთრებით ცალმხრივი, შესაძლოა გამოიწვიოს ჰემორაგია.
ვერტიგო
როგორც წესი ნანახია ნათხემის ჰემორაგიისას.
გულისრევა/ღებინება
შესაძლოა განპირობებული იყოს უკანა ცირკულაციის ჰემორაგიით ან მიანიშნებდეს ქალასშიდა წნევის მომატებაზე.
ნათხემის ჰემორაგიისას, ერთადერთი გამოვლინება შესაძლოა გულისრევა და ღებინება იყოს, შეუმჩნეველი ნევროლოგიური გამოკვლევასთან ერთად, გარდა ატაქსიისა.
ცნობიერების დონის დაქვეითება/ კომა.
დაქვეითებული ცნობიერება შესაძლოა თან ახლდეს დიდ ნახევარსფერულ ან უკანა ფოსოს ჰემორაგიას.
საჭიროებს სასწრაფო დიაგნოსტირებას (ჰემორაგიის გამორიცხვა) და მართვის (სუნთქვა და სასუნთქი გზების დაცვა) პერსპექტივებს
კომა უფრო ხშირია ტვინის ღეროს ჰემორაგიის დროს.
საჭიროა იმ მდგომარეობების გამორიცხვა, რომლებიც ემსგავსება ინსულტს (მაგ. გულყრები)
დაბნეულობა
ხშირია განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც უწინ გადატანილი ჰქონდათ ინსულტი ან აღენიშნებოდათ კოგნიტური დისფუნქცია.
თავისუფალი, გამეორების გარეშე (ვერნიკეს) აფაზია უნდა განსხვასხვაოთ კონფუზიიდან, ვინაიდან აფაზია არის დომინანტური ნახევარსფეროს დაზიანების სპეციფიკური ნიშანი.
მზერის დამბლა
ხშირად ჰორიზონტული და ცალმხრივია.
რისკფაქტორები
ძლიერი
ჰიპერტენზია
მამრობითი სქესი
დაკავშირებულია ინტრაცერებრული ჰემორაგიის მომატებულ ინციდენტობასთან, თუმცა განსხვავება იკლებს ასაკთან ერთად.[10]
აზიური, შავკანიანი და/ან ესპანურენოვანი ეთნიკური კუთვნილება
ჰემორაგიული ინსულტის ოჯახური ანამნეზი
ეპიდემიოლოგიური კვლევების მიხედვით სპორადული ინტრაცერებრალური ჰემორაგიის რისკის მნიშვნელოვანი წილი მემკვიდრულია, ხოლო ინტრაცერებურლი ჰემორაგიის ოჯახური ანამნეზი კი რისკფაქტორია.[27]
ჰემოფილია
სისხლდენით მიმდინარე მემკვიდრეობითი დაავადებები, მათ შორის ჰემოფილია შესაძლოა გართულდეს ინტრაცერებრალური ჰემორაგიით.
ცერებრალური ამილოიდური ანგიოპათია
სპორადული ცერებრალური ამილოიდური ანგიოპათია (CAA), თავის ტვინის მცირე სისხლძარღვების ასაკთან დაკავშირებული საერთო დაავადება, არის წილოვანი ICH-ის მნიშვნელოვანი მიზეზი, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.[32] მორეციდივე ICH-ის რისკი CAA-ით დაავადებულ პაციენტებში არის დაახლოებით 7% წელიწადში, შედარებით დაახლოებით 1% ICH-ისთვის, რომელიც ასოცირდება არტერიოსკლეროზთან.[32][33] ცერებრალური ამილოიდური ანგიოპათიის (CAA) შემთხვევების უმეტესობა არაოჯახურია. ცერებრული ამილოიდური ანგიოპათია იშვიათად შესაძლებელია გამოწვეული იყოს აუტოსომურ-დომინანტური მუტაციებით, რაც მოიცავს ამილოიდის პრეკურსორ პროტეინს, ცისტატინ C-ს ან ტრანსთირეტინის გენს.[16]
დამატებითი, ცვლილებას დაუქვემდებარებელი რისკფაქტორებია დადგენილი განმეორებითი პირველადი წილოვანი ჰემორაგიისთვის, იმ პაციენტებში, რომლებშიც მოსალოდნელია ცერებრალური ამილოიდური ანგიოპათია: მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე მიკროსისხლდენების რაოდენობა, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე თეთრი ნივთიერების დაზიანების არსებობა და 1 ან მეტი აპოლიპოპროტეინ E იფსილონ 2 ან იფსილონ 4 ალელის არსებობა.[14][34][35][36]
ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია
ჰემორაგიული ინსულტის სიხშირე ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის მქონე პაციენტებში იზრდება ასაკთან ერთად. სისხლძარღვთა სტრუქტურული დარღვევები, როგორიცაა მოიამოია არტერიოპათია და ანევრიზმები, სისხლდენის საერთო ეტიოლოგიაა.[37]
COL4A1 გენში აუტოსომურ-დომინანტური მუტაცია
COL4A1 გენში იშვიათი აუტოსომურ დომინანტური მუტაცია იწვევს ინტრაცერებრალურ ჰემორაგიას, ბადურაში სისხლჩაქცევასა და პორენცეფალიას (ცერებრალურ ნახვერასფეროებში ცისტა ან ღრმული).[38]
მემკვიდრეობითი ჰემორაგიული ტელეანგიექტაზია
გამოწვეულია ACVRL1, ENG, ან SMAD4 გენების მუტაციით. თავის ტვინის არტერიოვენური მალფორმაციების (AVMs) მაღალი პრევალენტობა, რომელიც თავის მხრივ ზრდის ინტრაცერებრალური ჰემორაგიის რისკს.[18]
აუტოსომური დომინანტური მუტაციები KRIT1, CCM2, ან PDCD10 გენებში
შესაძლოა გამოიწვიოს კავერნოზული მალფორმაციები.
ანტიკოაგულაცია
ასპირინი მცირედ ზრდის რისკს, ხოლო ვარფარინი კი უფრო მკვეთრად მაღალი რისკის შემცველია.[39][40]
პერორალური ანტიკოაგულანტების გამოყენება უფრო ნაკლებად არის დაკავშირებული რისკებთან, ვიდრე ვარფარინი.[41]
საერთო ჯამში, წინაგულების ფიბრილაციის მქონე პაციენტები იმყოფებიან ჰემორაგიული ინსულტის მომატებული რისკის ქვეშ.
ნარკოტიკული სიმპათომიმეტური წამლები
ვასკულური მალფორმაცია
ეს მოიცავს არტერიოვენურ მალფორმაციებს, მყარი ნივთიერების არტერიოვენურ ფისტულასა და კავერნოზულ მალფორმაციებს.[44]
სისხლდენის რისკი დამოკიდებულია მალფორმაციის ტიპზე, ვენური დრენაჟის განლაგებასა და წინა სისხლდენის ანამნეზზე.
მოიამოიას დაავადება
მოიამოიას სინდრომი და მოიამოიას დაავადება დაკავშირებულია პარენქიმულ და ინტრავენტრიკულურ ჰემორაგიასთან, განსაკუთრებით პედიატრიულ ჯგუფში. ყოველწლიურად განმეორებითი სისხლდენის სიხშირე დაახლოებით 7% არის.[55] ამ ვასკულოპათიის მქონე პაციენტებს აგრეთვე აქვთ ცერებრალური ანევრიზმის გაზრდილი რისკი.
ორსულობა
არატრავმული ICH-ის რისკი იზრდება ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში. ერთმა რეტროსპექტულმა მიმოხილვამ აჩვენა 6.1 ორსულობასთან დაკავშირებული ICH 100,000 მშობიარობაზე და 7.1 ორსულობასთან დაკავშირებული ICH 100,000 რისკის ქვეშ მყოფ ადამიანზე წელიწადში (შედარებით 5.0 100,000 ადამიანზე წელიწადში არაორსული ქალებისთვის იმავე ასაკობრივ დიაპაზონში)[56] ორსულობასთან დაკავშირებული ICH-ის გაზრდილი რისკი დიდწილად მიეკუთვნება ICH-ს, რომელიც ხდება პოსტნატალურ პერიოდში.[56][57] მშობიარობის შემდგომი ანგიოპათია, ეკლამფსია, HELLP სინდრომი და სინუსური ვენური თრომბოზი შეიძლება გამოიწვიოს ICH ორსულ ქალებში.[9] ფონური რისკ-ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია ICH-თან, მოიცავს დედის ასაკის მატებას, არათეთრკანიან რასას და ქრონიკულ ჰიპერტენზიას.[57]
სუსტი
მოწევა
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები (NSAID)
როგორც ერთი ჯგუფი, არა-სტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (NSAID) არ ჰქონდათ მნიშნველოვანი კავშირი ინტრაცერებრალური ჰემორაგიის მაღალ ინციდენტობასთან, თუმცა სპეციფიკური აგენტის (დიკლოფენაკი და მელოქსიკამი) მომხმარებლებს შორის დაფიქსირდა შესამჩნევლად გაზრდილი რისკი.[47]
ძილის ობსტრუქციული აპნოე
მძიმე ობსტრუქციული ძილის აპნოე აორმაგებს ინსულტის რისკს, განსაკუთრებით ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ადამიანებში. სასუნთქი გზების მუდმივმა დადებითმა წნევამ (CPAP) შეიძლება შეამციროს ინსულტის რისკი, მაგრამ კვლევებმა ვერ გამოავლინა მაღალი დონის მტკიცებულება, რომ მხარი დაუჭიროს სასუნთქი გზების მუდმივი დადებითი წნევის სარგებელს ინსულტის პირველადი პროფილაქტიკისთვის.[48][49]
შაქრიანი დიაბეტი
ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.
იწვევს ჰემორაგიული ინსულტის რისკის ზრდას.[52] ალკოჰოლის მსუბუქიდან - ზომიერ რაოდენობამდე მოხმარება შეიძლება იშემიური ინსულტისგან დამცავი იყოს, მაგრამ იგივეს თქმა არ შეიძლება ჰემორაგიულ ინსულტზე.
ცერებრული ვასკულიტი
მიუხედავად იმისა, რომ ინტრაცერებრული ან სუბარაქნოიდული ჰემორაგიის შედარებით იშვიათი მიზეზია, ცერებრული ვასკულიტი უნდა განიხილებოდეს შესაბამისი სისტემური სიმპტომების, აუხსნელი პროგრესული ნევროლოგიური დარღვევების ან ჰემორაგიული რისკფაქტორების არმქონე პაციენტის ჭრილში. დიაგნოზი დგინდება მას შემდეგ რაც ეჭვი დასტურდება სტანდარტული ანგიოგრაფიითა და ლეპტომენინგიური ბიოფსიით.[53]
თრომბოციტოპენია
თრომბოციტების 20,000 /მიკროლიტრი რაოდენობა ან ნაკლები დაკავშირებულია სპონტანურ ჰემორაგიულ ინსულტთან. ფაქტორები, როგორიცაა ურემია და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, არიან ცნობილი რომ იწვევენ თრომბოციტების დისფუნქციურ აგრეგაციას (თრომბოციტოპენია) და მოქმედებს, როგორც სისხლდენის მთავარი მექანიზმი.
ხანგრძლივი ძილი და ძილის ცუდი ხარისხი
ხანგრძლივი ძილი (≥9 საათი/ღამე), შუადღის ხანგრძლივი ძილი (>90 წუთი) და ძილის ცუდი ხარისხი დამოუკიდებლად და ერთობლივად ასოცირდება ინსულტის უფრო მაღალ რისკთან.[54]
ლეიკემია
ლეიკემია დაკავშირებულია პარენქიმულ ჰემორაგიასა და ცერებრალურ ვენურ თრომბოზთან, რომელიც თრომბოციტოპენიის დამოუკიდებლად ხდება.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას