ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
უმთავრესი რისკ ფაქტორებია: შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი, თამბაქოს მწევლობა, ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობა, ავთვისებიანი პათოლოგია, თირკმლის დაავადება, ტრავმა ან აბდომინური ქირურგია, ალკოჰოლიზმი და არასაკმარისი კვება.
ტკივილი
ტკივილი განგრენისათვის დამახასიათებელი ხშირი ჩივილია, თუმცა მისი არქონა არ გამორიცხავს დიაგნოზის არსებობას. იშემიური განგრენის მქონე პაციენტების ანამნეზში შეიძლება გამოვლინდეს ქრონიკული ხანგამოშვებითი კოჭლობის მსგავსი ქრონიკული ტკივილი. ამისგან განსხვაებულად, ტკივილის უეცარი დასაწყისი კი ინფექციური განგრენის პირველი სიმპტომია. ამასთან, პაციენტთა 50% აღნიშნავს სიმძიმის შეგრძნებას დაზიანებულ კიდურში.[42]
ედემა ან შეშუპება
დაზიანებული უბანი ერითემულ ცვლილებასთან ერთად შეიძლება მნიშვნელოვნად შეშუპდეს.[42]
იშვიათი
კანის გაფემკრთალება
განგრენის ფონზე შეიძლება განვითარდეს ექკიმოზები, პურპურა, კანის ბებერები და ჰემორაგიული ბულები.[42][Figure caption and citation for the preceding image starts]: ჰემორაგიული ბუშტების განვითარება იშემიური განგრენის შემდგომხოსე კონტერას-რუისის კოლექციიდან(Clinica del Cuidado Integral de Heridas y Estomas) [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ახალშობილი Streptococcus B haemolyticus ფონზე განვითარებული ელვისებური პურპურითხოსე კონტერას-რუისის კოლექციიდან(Clinica del Cuidado Integral de Heridas y Estomas) [Citation ends].
დაზიანებული უბნის საზღვრებზე შეიძლება გამოჩნდესშავი ნეკროზული ფუფხი. [Figure caption and citation for the preceding image starts]: ფუფხი გარშემორტყმულია ერითემით, შეშუპებითა და ჰემორაგიული ბებერებითხოსე კონტერას-რუისის კოლექციიდან(Clinica del Cuidado Integral de Heridas y Estomas) [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ფუფხისა და ბუშტუკების წარმოქმნა გამოხატული შეშუპების ფონზე დიაბეტიან პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ ანაერობული ინფექცია ქვედა კიდურების ტრავმის შემდეგხოსე კონტერას-რუისის კოლექციიდან(Clinica del Cuidado Integral de Heridas y Estomas) [Citation ends].
კრეპიტაცია(ანაერობული ინფექცია)
ანაერობული ინფექციის ფონზე ფრთხილი პალპაციით შეიძლება გამოვლინდეს კრეპიტაცია. საწყის ეტაპზე აღმოაჩნდება პაციენტთა მხოლოდ 14%-ს, მაგრამ გამოვლენის შემთხვევაში ზოგიერთი კვლევა ანაერობული ინფექციის დასადგენად მას 99%-იან სპეციფიკურობას მიაწერს.[42]
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
ტერფის ზურგზე პულსაციის და მხარ-კოჭის ინდექსის დაქვეითება(იშემიური განგრენა)
მიუთითებს ქრონიკულ არტერიულ უკმარისობაზე. არტერიების კალციფიკაციის ფონზე შეიძლება მივიღოთ მხარ-კოჭის ინდექსის მცდარი მონაცემები.
იშვიათი
სუბფებრილური სიცხე და შემცივნება(ინფექციური განგრენა)
ეს შეიძლება ინფექციური განგრენის ადრეული ნიშნები იყოს.
რისკფაქტორები
ძლიერი
შაქრიანი დიაბეტი
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რისკფაქტორია, რადგანაც ხშირადაა დაკავშირებული როგორც იშემიურ, ისე ინფექციურ განგრენასთან.[9] დიაბეტის მქონე პაციენტებში ინფექციური განგრენის ქვეტიპები მოიცავენ არაკლოსტრიდიულ ანაერობულ ცელულიტს, სინერგიულ მანეკროზებელ ცელულიტს და I ტიპის ნეკროზულ ფასციტს. სისხლში გლუკოზას მაღალი შემცველობა, არაეფექტური იმუნოლოგიური პასუხი, პერიფერიული ნეიროპათია და პერიფერიული არტერიების დაავადება შაქრიანი დიაბეტის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვლინებაა, რაც ხელს უწყობს კიდურისთვის საშიშ დიაბეტური ტერფის ინფექციის განვითარებას.[23] პერიფერიული არტერიების დაავადება(PAD) შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში მცირე ზომის არტერიებს აზიანებს და ვითარდება არადიაბეტიკებთან შედარებით უფრო ახალგაზრდა ასაკის პოპულაციაში .[24] ფრემინჰემის კვლევამ გვიჩვენა, რომ დიაბეტის მქონე პაციენტების 50%-ზე მეტს ტერფის არტერიაზე პულსაცია არ აღენიშნება.[25] ნეკროზული ფასციტის მქონე პაციენტთა თითქმის 70% -ს აღენიშნება შაქრიანი დიაბეტი.[5][Figure caption and citation for the preceding image starts]: ფუფხისა და ბუშტუკების წარმოქმნა გამოხატული შეშუპების ფონზე დიაბეტიან პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ ანაერობული ინფექცია ქვედა კიდურების ტრავმის შემდეგხოსე კონტერას-რუისის კოლექციიდან(Clinica del Cuidado Integral de Heridas y Estomas) [Citation ends].
ათეროსკლეროზი(იშემიური განგრენა)
ათერომატოზული ფოლაქები არტერიის ინტიმაში შეიცავენ ნეკროზულ შიგთავსს შემდგარს პოხიერი უჯრედების, უჯრედის ნარჩენების და ლიპიდებისაგან(უმთავრესად ქოლესტეროლი) და დაფარულია ენდოთელიური უჯრედების დამცველობითი ქუდით. ფოლაქის სპონტანური გაგლეჯვით, ან მოცირკულირე სისხლის ძალiს ზემოქმედებით შეიძლება დაიშალოს აღნიშნული ფოლაქი, რაც ხდება ათეროემბოლიზმის მიზეზი, ეს კი თავის მხრივ ქსოვილების იშემიის და ნეკროზის გამომწვევია.[19]
თამბაქოს მწევლობა(იშემიური განგრენა)
თამბაქოს მწევლობა პირდაპირ კავშირშია სისხლძარღვების დაზიანებასთან, რაც იწვევს კიდურის ქრონიკულ იშემიას . ენდოთელური დისფუნქციის არსებობა სისხლძარღვოვანი დაზიანების ადრეული მარკერია, რაც იწვევს ათეროსკლეროზული დაზიანების განვითარებისკენ მიდრეკილებას.[26] ზოგიერთი კვლევის შედეგად შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში გამოვლინდა პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი თამბაქოს მწევლობასა და ფეხის დაწყლულებას ან ამპუტაციას შორის. გაერთიანებულ სამეფოში დიაბეტიანი პოპულაციის შემთხვევა-კონტროლის კვლევამ აზიური წარმომავლობის პაციენტებში ევროპელებთან შედარებით ფეხის ამპუტაციის დაბალი რისკი გამოავლინა, რაც ნაწილობრივად განპირობებული იყო თამბაქოს მწევლობის ნაკლებ სიხშირესთან.[27]
თირკმლის დაავადება
განგრენა უმთავრესი გართულებაა თირკმლის უკმარისობის უკანასკნელი სტადიის მქონე პაციენტებში, მათ შორის გადანერგილი თირკმლის რეციპიენტებში და ასევე ქრონიკული პერიტონეულიი დიალიზის ან ჰემოდიალიზის ფონზე. პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ მეორადი ან მესამეული ჰიპერპარათირეოდიზმის გამოვლინებები შრატში კალციუმის ფოსფატის მაღალი შემცველობის ფონზე. კალციფილაქსია შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი და დაზიანება ვითარდება კიდურებში, სხეულსა და დუნდულების არეში. ქვედა კიდურების დისტალური დაზიანება შეიძლება დაიწყოს, როგორც livedo reticularis ან აკრალური ციანოზი, მაგრამ ძირითადად სწრაფად პროგრესირებს დაწყლულებისა და განგრენის განვითარებამდე. ხშირია კიდურების კანის ტკივილი.[14][19]
ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
კოკაინი იწვევს გამოხატულ ვაზოკონსტრიქციას და ასევე აძლიერებს თრომბოციტების აგრეგაციას, რაც მომხმარებლებს იშემიური განგრენის რისკის ჯგუფში აყენებს.[11] Clostridium perfringens, C sordellii, და C novyi გამოწვეული რბილი ქსოვილების გამოხატული ინფექცია აღწერილია პრეპარატის ინტრადერმულ("კანის ამობურცვა") და ინტრავენურ მომხმარებლებს შორის.[28][29] ანაერობული ინფექცია ბევრად უფრო ხშირად ვითარდება პრეპარატის ინექციის გზით მომხმარებლებში. შემთხვევითმა ინტრაარტერიულმა ინექციამ შეიძლება გამოწვიოს არტერიის დახშობა, რასაც დისტალურ განგრენამდე და ხელ-ფეხის თითების ან მთელი კიდურის ამპუტაციამდე მივყავართ.[30] აღნიშნულ პაციენტებს ასევე ხშირად დაქვეითებული იმუნოლოგიური რეაქცია აღენიშნებათ, ალკოჰოლის დიდი დოზით მიღებისა და ღვიძლის გამოხატული დაზიანების გამო.[31]
ავთვისებიანი მდგომარეობა
რისკფაქტორია როგორც - ინფექციური, ისე იშემიური განგრენის განვითარებისა. კოლორექტულიი კარცინომა Clostridium septicuminfection-ით გამოწვეული სპონტანური ანაერობული ინფექციის ჩვეული თანმხლები ფაქტორია, რაც შეიძლება გადაიზარდოს სეპტიცემიაში.[17][32] ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნე და ნეიტროპენია ასევე დაკავშირებულია ინფექციური განგრენის მომეტებულ რისკთან.[1][22]
ავთვისებიანი დაავადებები ასევე იშემიური განგრენის რისკ ფაქტორია. მისი კავშირი რეინოს ფენომენთან, აკროციანოზთან და განგრენასთან ცნობილია პარანეოპლასტიკური აკრალური სისხლძარღვოვანი სინდრომის სახელით. გამოვლენილი თანმხლები ავთვისებიანი პათოლოგიების დაახლოებით 60% სხვადასხვა ჰისტოლოგიური წარმოშობისაა, უფრო ხშირად ადენოკარცინომა(ფილტვის, საკვერცხეების და კუჭის), ხოლო 20% ჰემატოლოგიური ავთვისებიანი დაავადებებია.[19] კანის დაავადებები კიბოს გამოვლენისთანავე ვითარდება პაციენტთა დაახლოებით 50%-ში, წინ უსწრებს დიაგნოსტიკას 45%-ში და სიმსივნური პათოლოგიების აღმოჩენის შემდგომ - პაციენტთა დაახლოებით 5%-ში.[19] კანის ყველაზე ხშირი გამოვლინება თითის მწვავე განგრენაა (დაახლოებით შემთხვევათა 60%), ხოლო თითები დაავადებული აქვს პაციენტთა 95%.[19]
ტრავმა ან მუცლის ღრუს ქირურგია(ინფექციური განგრენა)
ტრავმული ანაერობული და ინფექციური განგრენის განვითარებასთან დაკავშირებული ფაქტორებია ნაწლავის და სანაღვლე გზების ოპერაცია, ადრენალინის(ეპინეფრინის) ინექცია კუნთში, ტრავმული ჭრილობების ქირურგიული დახურვა, არალეგალური, ან ვადაგადაცილებული აბორტი, პლაცენტის გამოყოფის დაგვიანება, მემბრანების გახანგრძლივებული რუპტურა და ნაყოფის საშვილოსნოსშიდა დაღუპვა.
დაბინძურებული ჭრილობები(ინფექციური განგრენა)
შეიძლება განვითარდეს ინფექციური განგრენის წინასწარგანწყობა. ეს საწყისი დაზიანება შესაძლოა გამოვლინდეს ვარიცელას შემდეგ ან იყოს ტრივიალური (მაგ: მწერის ნაკბენი, მცირე აბრაზია, ინექციის ადგილი).[16]
სუსტი
იმუნოსუპრესია (ინფექციური განგრენა)
რბილი ქსოვილების ინფექციების რისკს შესაძლოა ზრდიდეს იმუნოსუპრესია, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ავთვისებიანი დაავადებით და/ან ქიმიოთერაპია - რადიოთერაპიით, მედიკამენტებით (განსაკუთრებით კორტიკოსტეროიდების ხანგრლძივი გამოყენება) ან ინფექციით (აივ). იმუნოსუპრესიული მდგომარეობა შესაძლოა გახდეს დიაგნოზის ან ქირურგიული ჩარევის დაგვიანების მიზეზი, რაც, თავის მხრივ, ზრდის სიკვდილის რისკს.[33][34][35]
მალნუტრიცია(ინფექციური განგრენა)
იწვევს იმუნოსუპრესიას და შესაბამისად არის რისკფაქტორი ინფექციური განგრენისა, როგორიცაა ფურნიეს განგრენა.[36][Figure caption and citation for the preceding image starts]: ნეკროზული ფასციტის I ქვეტიპი მოიცავს გენიტალიებისა და შორისის მიდამოს; სურათი გადაღებულია იარის გავრცობილი ქირურგიული ნეკრექტომიის შემდეგ.ხოსე კონტერას-რუისის კოლექციიდან(Clinica del Cuidado Integral de Heridas y Estomas) [Citation ends].
ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობები(იშემიური განგრენა)
შეიძლება წარმოქმნას დიდი ზომის თრომბი, რომელსაც შეუძლია დაახშოს მნიშვნელოვანი სისხლძარღვი და გამოიწვიოს ექსტენსიური(გავრცობილი) განგრენა.[11][Figure caption and citation for the preceding image starts]: ანტიფოსპოლიპიდური სინდრომის შედეგად განვითარებული იშემიური განგრენახოსე კონტერას-რუისის კოლექციიდან(Clinica del Cuidado Integral de Heridas y Estomas) [Citation ends].
ლახტის გახანგრძლივებული დადება(იშემიური განგრენა)
შეიძლება ხელი შეუწყოს იშემიური განგრენის განვითარებას.
საზოგადოებაში შეძენილი MRSA
საზოგადოებაში შეძენილი MRSA- სგამ გამოწვეულ კანის და რბილი ქსოვილების ინფექციებთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება: ასაკი (ბავშვები <2 წლამდე), კონტაქტური სპორტი, ინტრავენური ნარკომანია, ჰომოსექსუალი მამაკაცების შემთხვევაში სქესობრივი აქტის დროს კანით კანთან კონტაქტი, სამხედრო სამსახური და ა.შ. ხანგრძლივი ყოფნა მოსავლელ ობიექტებში (სამკურნალო დაწესებულებები, საცხოვრებელი ან ინვალიდების სახლები და თავშესაფრები), კონტაქტი ცხოველებთან (ვეტერინარები, შინაური ცხოველების მეპატრონეები და ღორის ფერმერები), გრიპის შემდგომი დაავადებები ან მწვავე პნევმონია, ერთდროული SSTI, საზოგადოებაში შეძენილი MRSA- ს კოლონიზაცია ანამნეზში და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანტიბიოტიკების გამოყენების ისტორია.[12]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას