განხილვები პაციენტთან
პაციენტებს(და ნათესავებს) სასურველია, გაცნობიერებული ჰქონდეთ დაავადებისგან გამოწვეული სიცოცხლის და კიდურის დაკარგვის მოსალოდნელი საფრთხე და ქირურგიული ჩარევისა და ანტიბიოტიკოთერაპიის აუცილებლობა. ნეკროზული ფასციტის რეციდივები იშვიათობაა. ამასთან, საწყისი ქირურგიული ჩარევით გამოწვეული მნიშვნელოვანი ფუნქციური და კოსმეტიკური დეფექტები შესაძლოა ატარებდეს მდგრად ხასიათს და შემდგომში საჭიროებდეს რეკონსტრუქციულ ქირურგიას, რის შესახებაც პაციენტებს სასურველია, ჰქპმდეთ ინფორმაცია. პაციენტებს იშემიური განგრენით სასურველია, დაჟინებით ვურჩიოთ თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებება.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას