შემთხვევის ანამნეზი
ენდეთ მითითებებს
ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:
Migraineავტორი: Domus Medica | SSMGბოლო გამოქვეყნება: 2012Prise en charge de la migraineავტორი: Domus Medica | SSMGბოლო გამოქვეყნება: 2012შემთხვევის ანამნეზი #1
32 წლის ქალს 13 წელია აწუხებს თვეში 1-3 შეტევა. შეტევის დროს აღინიშნება ძლიერი ტკივილი ცალმხრივად, საფეთქლის არეში. ასევე ვლინდება გულისრევა და სინათლის მიმართ მგრძნობელობა. პაციენტი ამბობს, რომ თავის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს უძილობით და გაუარესდეს ფიზიკური დატვირთვისას. თავის ტკივილი უფრო ხშირია მენსტრუალური ციკლის დროს. მკურნალობის გარეშე შეტევა 2 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს. შეტევის 4 შემთხვევაში თავის ტკივილს წინ უსწრებდა მხედველობის არეში მოციმციმე, ზიგზაგის ფორმის ხაზის გაჩენა, რომელიც გადიდდა და გადავიდა პერიფერიულ ველში, რის შემდეგაც 45 წუთის განმავლობაში თანდათან გაქრა. გასინჯვით მონაცემები ნორმაშია.
შემთხვევის ანამნეზი #2
40 წლის პაციენტი 1 წელია უჩივის თვეში 2-ჯერ თავის გლობალურ ტკივილს, რომელიც უფრო ძლიერია მარცხენა ყურისუკანა რეგიონში. ტკივილი თანდათან ვითარდება და ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მარცხენა თვალში მხედველობა ირღვევა. ხშირად პაციენტს უხდება ტელევიზორის ყურების შეწყვეტა, რადგანაც გამოსახულება "ბუნდოვანია". ცხვირის ღრუ იხშობა და ზოგჯერ აღინიშნება გამონადენი. პაციენტი იღებს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატს,(NSID) რომელიც გარკვეულწილად ეხმარება, თუმცა ზოგჯერ "თავი უსკდება". თავის ტკივილის დაწყებისთანავე პაციენტი გადის ბნელ, წყნარ ოთახში და იძინებს მანამ, სანამ ტკივილი გადაივლის. იგი აღნიშნავს, რომ პრობლემა ძალიან უშლის ხელს და სამსახურში პრობლემა ექმნება გაცდენის გამო.
სხვა გამოვლინებები
ტიპური შაკიკისმიერი აურა (მხედველობის, მგრძნობელობის ან მეტყველების შექცევადი სიმპტომების კომპლექსი), რომელიც წინ უძღვის ან მიმდინარეობს თავის ტკივილის დროს, წარმაოდგენს შაკიკის პათოგნომურ ნიშანს, თუმცა აღინიშნება პაციენტების მხოლოდ15-30%-ში.[1][2] აურა, როგორც წესი, ვლინდება თავის ტკივილის დაწყებამდე ან დაწყებისას, გასტანს 5-დან 20 წუთამდე (<60 წთ), თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება არ განვითარდეს. აურა შეიძლება თავის ტკივილის პარალელურადაც განვითარდეს. აურა მოიცავს დადებით ფენომენებს (მხედველობითი ციმციმი, სინათლეები, წერტილოვანი სხივები) და უარყოფით ფენომენებს (მხედველობის დაქვეითება ან სკოტომები, დაბუჟება, მეტყველების პათოლოგია).[3][4]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას