მიდგომა
ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ წვრილი ნაწლავის ობსტრუქცია გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობაა. დიაგნოზი მოითხოვს სასწრაფო რეანიმაციას და მართვის სტრატეგიები განსხვავდება მიზეზიდან გამომდინარე. ადჰეზიური ან კრონის დაავადების ობსტრუქცია შეიძლება მოგვარდეს არაოპერაციულად, ხოლო თიაქრით გამოწვეული ობსტრუქცია ჩვეულებრივ მოითხოვს თიაქრის შემცირებას და/ან შეკეთებას და გადაუდებელი ოპერაცია ნაჩვენებია ნაწლავის იშემიის ან გართულებული SBO-ს ეჭვის შემთხვევაში.
ზოგადად:
პერიტონიტის ან ნაწლავის იშემიის ეჭვის მქონე პაციენტებს ესაჭიროებათ ოპერაცია.
მარტივი, ადჰეზიური SBO-ის მქონე პაციენტებს შეუძლიათ ისარგებლონ ნაზოგასტრიული დეკომპრესიით და ახლო დაკვირვებით. ოპერაცია სავარაუდოდ საჭირო იქნება, თუ არაოპერაციულ მენეჯმენტზე ცუდი დამყოლობა იქნება 48-დან 72 საათის შემდეგ.
პაციენტებს თავდაპირველად უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში სითხის რეანიმაციით, ნაწლავის დეკომპრესიით და ანალგეზიით. ადრეულ ეტაპზე რეკომენდებულია ქირურგის კონსულტაცია (ზოგადი პროფილის ქირურგი). ოპერაციული მკურნალობა ნაჩვენებია პაციენტებში გართულებული SBO-თი, პერიტონიტით, სტრანგულაციისნ ნიშნებით და მათთან, ვისთანაც არაოპერაციული მკურნალობა უშედეგოა.
ფონური მიზეზის კორექცია აუცილებელი იქნება თანმხლები ნაწლავის ობსტრუქციის სამკურნალოდ.
ყველა პაციენტი
არაქირურგიული მკურნალობა
სითხის რეანიმაცია: ინტრავენური წვდომა სითხის შეყვანა ნაჩვენებია ყველა პაციენტში. ფოლეს კათეტერი შეიძლება სარგებლიანი იყოს შარდის გამოყოფის მონიტორინგისთვის.
ნაწლავის დეკომპრესია: ნაზოგასტრალური მილის განთავსება ნაჩვენებია ზედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ჰაერის/სითხის დეკომპრესიისთვის, თუმცა არსებობს მტკიცებულება, რომ ეს შეიძლება არ იყოს საჭირო ყველა პაციენტში.[25][26] ამ ეტაპზე მითითებულია ქირურგიული კონსულტაცია (ზოგადი ქირურგი).
ღებინების საწინააღმდეგო მკურნალობა: მიუხედავად იმისა, რომ სრული ობსტრუქციის დროს პაციენტები მძიმე გულისრევას უჩივიან, ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორც წესი, არ გამოიყენება, რადგანაც ისინი არ ამსუბუქებენ მდგომარეობას.. ღებინების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური სტრატეგია ნაზოგასტრალური დეკომპრესიაა. ნაწილობრივი ობსტრუქციის დროს შეიძლება სასარგებლო იყოს ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაზოგასტრალური ასპირატი მცირე ოდენობისაა.[27] მეტოკლოპრამიდი უკუნაჩვენებია ნაწლავის ობსტრუქციის დროს.
ანალგეზია: მნიშვნელოვანია ადეკვატური ანალგეზია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ნაწლავთა ნაწილობრივ ან სრული ობსტრუქცია. ეს შეიძლება ადვილად იქნეს მიღწეული მორფინით.
ანტიბიოტიკები: არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები სასარგებლოა ამ პაციენტებში. ამის საპირისპიროდ, ოპერაციის საჭიროების შემთხვევაში ნაჩვენებია პერიოპერაციული ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა.
ინტრავენური სითხის შეყვანა და ნაზოგასტრალური მილის გავლა იწვევს წებოვანი SBO-ს კორექციას შემთხვევების დაახლოებით 70%-90%-ში. წყალში ხსნადი კონტრასტის გამოწვევა შეიძლება გამოყენებულ იქნას, რათა შეფასდეს, რამდენად წარმატებული იყო კონსერვატიული მკურნალობა ამ პაციენტებში. თუ კონტრასტი აღწევს მსხვილ ნაწლავში 24 საათის განმავლობაში, პაციენტს იშვიათად ესაჭიროება ოპერაცია.[16][22] არ არსებობს მტკიცებულება, რომ ორალური წყალში ხსნადი კონტრასტის გამოყენება ამცირებს ქირურგიული ჩარევის საჭიროებას პაციენტებში ადჰეზიური SBO-ით.[28][29] კრონის დაავადების მქონე პაციენტებში ანთებითი პროცესის სამედიცინო მართვა შეიძლება სარგებლიანი იყოს. თუმცა, თუ არსებობს ნაწლავის დახშობის მტკიცებულება, სასწრაფო ქირურგიული ჩარევა გადამწყვეტია. არაოპერაციული თერაპიის ოპტიმალური ხანგრძლივობა ბოლომდე არ არის განსაზღვრული, მაგრამ ექსპერტების აზრით, 72-საათიანი ფანჯარა უსაფრთხოა, თუ არ არის ნაწლავის იშემიის განვითარების ნიშნები და სიმპტომები.[1][18]
ფონური მიზეზის კორექცია აუცილებელი იქნება თანმხლები ნაწლავის ობსტრუქციის სამკურნალოდ. უნდა ჩატარდეს შესაბამისი სპეციფიური მკურნალობა, როგორიცაა აპენდექტომია, ლადის პროცედურა მალროტაციისთვის, სიმსივნის რეზექცია და თიაქრის შეკეთება. ყველაზე ხშირი მიზეზებია: შეხცორცებები, საზარდულის თიაქარი ან სიმსივნე მოზრდილებში, რომელთა ანამნეზში გადატანილი ქირურგიული ჩარევა არ აღინიშნება.
თუ საჭიროა ოპერაცია, ლაპაროსკოპიული ადჰეზიოლიზი უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ღია ლაპაროტომია, მაგრამ შეიძლება მოითხოვოს სპეციფიური ქირურგიული ექსპერტიზა.[13] სისტემური მიმოხილვის და მეტა-ანალიზის მიხედვით გამოვლინდა, რომ ავადობის, სიკვდილობის, ინფექციის სიხშირის და საავადმყოფოში დაყოვნების ხანგრძლივობის მაჩვენებელი უფრო უკეთესი იყო ლაპარასკოპიულ ჯგუფში ღია ლაპარატომიულ ჯგუფთან შედარებით.[30][31][32] ლაპაროსკოპიული ადჰეზიოლიზი დაკავშირებულია მსგავს მოკლევადიან შედეგებთან (პოსტოპერაციული სიკვდილიანობა, ნაწლავის იატროგენული პერფორაციები, პოსტოპერაციული ყოფნის ხანგრძლივობა, მძიმე პოსტოპერაციული გართულებები და ადრეული ხელახალი მიღება), როგორც ღია ოპერაცია.[33]
კრონის დაავადების შედეგად მიღებული სტრიქტურების შედეგად განვითარებული წვრილი ნაწლავის ობსტრუქციის მქონე პაციენტებში ენდოსკოპიური ბალონური დილატაცია და ორმაგ ბალონური ენდოსკოპიური დილატაცია ქირურგიული ოპერაციის უსაფრთხო და ეფექტური ალტერნატივაა.[34][35][36]
იმ შემთხვევაში, როდესაც წვრილი ნაწლავის ობსტრუქცია წარმოადგენს პროგრესირებადი ავთვისებიანი სიმსივნის შედეგს, აუცილებელია შედარდეს ქირურგიული ჩარევის უპირატესობა გართულებების და ავადმყოფის მდგომარეობის გაუარესების რისკთან[37]
[ ]
ასეთმა პაციენტებმა შეიძლება მეტი სარგებელი მიიღონ სიმპტომების შემსუბუქებით კონსერვატიული მკურნალობის საშუალებით ნაწლავის დეკომპრესიის მიზნით, თუ ეს შესაძლებელია, ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ანტისპაზმურ საშუალებებთან და ადექვატურ ანალგეზიასთან ერთად.[13] მიუხედავად ამისა, ქირურგიული ოეპრაცია შესაძლოა გახდეს პალიატიური მკურნალობის აუცილებელი ნაწილი პაციენტის სიმპტომების სამართავად.[38]
პაციენტები გართულებული SBO-ით, პერიტონიტით, სტრანგულაციით ან წარუმატებელი არაოპერაციული მკურნალობით
ქირურგიული მკურნალობა
ობსტრუქციის ტიპი განსაზღვრავს ქირურგიული ჩარევის ტიპსა და მოცულობას. სადიაგნოსტიკო ლაპაროტომია ან ლაპაროსკოპია უნდა ჩატარდეს ნებისმიერ პაციენტში, რომელსაც აქვს დოკუმენტირებული პერიტონიტი ან სტრანგულაციის ნიშნები; და SBO-ს მქონე პაციენტებში, რომლებიც არ ექვემდებარებიან არაოპერაციულ მკურნალობას, რაც გამოიხატება მუცლის მუდმივი ტკივილით, ლეიკოციტოზით, ჰაერის სითხის დონის გაუარესებით მუცლის რენტგენოგრამაზე (ან მუცლის ნაკლებობის დემონსტრირება), ან ჩვილებში დოკუმენტირებული მალროტაცია. წვრილი ნაწლავის გართულებული ობსტრუქციის შემთხვევაში ვლინდება პერიტონიტი (უკუცემითი ტკივილი, დეფანსი), რის გამოც საჭიროა გადაუდებელი რეანიმაცია და დროული ქირურგიული ჩარევა.[1]
ანტიბიოტიკური პროფილაქტიკა
პაციენტებს, რომლებსაც უტარდებათ ოპერაცია SBO-სთვის, დასჭირდებათ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები (მაგ., ცეფოტეტანი, ან ცეფაზოლინი პლუს მეტრონიდაზოლი), როგორც ჭრილობის ინფექციის პროფილაქტიკა.[39]
როგორ ჩავდოთ ნაზოგასტრიკული მილი კვებისთვის.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას