ახალი ტიპის მკურნალობა
ბრონქოსკოპია
ფილტვის აბსცესის ბრონქოსკოპიული დრენაჟი არის პერკუტანული კათეტერული დრენირებიდ ან ქირურგიული რეზექციის ახლებური შესაძლო ალტერნატივა, მაგრამ პრაქტიკაში იშვიათადგამოიყენება.[58][59] აღნიშნულ მიდგომას სპეციფიკურად აქვს პოტენციური უპირატესობები პაციენტების შერჩეულ ჯგუფებში: აბსცესი, რომელიც მდებარეობს ცენტრალურ ან პროქსიმალურ სასუნთქ გზებთან ახლოს; უცვლელი ან მზარდი ჰაერ-სითხოვანი დონე; დაუქვემდებარებელი სეფსისი ანტიმიკრობული თერაპიის დაწყებიდან 3-4 დღის შემდეგ; საეჭვო ენდობრონქული სიმსივნე.[59] გაითვალისწინეთ, რომ ბრონქოსკოპია არ არის მიზანშეწონილი დიდი აბსცესების (>6 სმ დიამეტრის) დრენირებისთვის, რადგან ჩირქისგან უეცარი დაცლა დაკავშირებულია ასფიქსიის ან მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის განვითარებიდ მნიშვნელოვან რისკთან.[60] რიგიდული ბრონქოსკოპიას აქვს შეწოვის უფრო დიდ შესაძლებლობა, მაგრამ არ არის პოპულარული და ფილტვის რეფრაქტერული აბსცესების დრენირებისთვის გამოიყენება ენდობრონქული კათეტერიზაცია ლაზერით.[61] ფილტვის აბსცესის ბრონქოსკოპიული დრენაჟის არსებული მტკიცებულება ეფუძნება შემთხვევათა ანგარიშებს ან შემთხვევათა სერიებს საკონსულტაციო ცენტრებში.
მოქსიფლოქსაცინი
აღნიშნული ანტიბიოტიკი, როგორც ჩანს, ეფექტურია ასპირაციული პნევმონიისა და და ფილტვის პირველადი აბსცესის სამკურნალოდ. ერთმა კვლევის მიხედვით, მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება შედარებულია ამპიცილინის/სულბაქტამის ეფექტურობასთან, კლინიკური პასუხის სიხშირით 66,7% თერაპიის საშუალო ხანგრძლივობის შემდეგ 30,5 დღე.[62][63]
ფილტვის აბსცესის ოპერაციის შედეგის პროგნოზული ფაქტორები
შედეგების პროგნოზული ფაქტორები დაგვეხმარება ფილტვის აბსცესის სამკურნალოდ ქირურგიული ჩარევის როლის გასარკვევად. ერთ კვლევაში, რომელშიც 91 პაციენტი მონაწილეობდა, აღმოჩნდა, რომ ფატალური შედეგების პროგნოზული ფაქტორები იყო: ფილტვისმიერი სეფსისი, სეპტიკური გართულებები (ჰაერის გაჟონვა, პლევრის ემპიემა), სეპტიკური ორგანული უკმარისობა (რესპირატორული, მწვავე თირკმლის უკმარისობა) და მანამდე არსებული ავადობა (ავადობის ჩარლსონის ინდექსი ≥3). ქირურგიული რეზექციის ფართობი არ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი. კვლევაში ასევე დადგინდა, რომ ხშირად ყოვნდება/გვიანდება ქირურგიულ დეპარტამენტში რეფერირება.[64]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას