შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი

25 წლის დაოჯახებული მამაკაცი, რომელიც არის ფერმის მუშაკი ტანზანიის ერთ-ერთ სოფელში, შემოსულია მრავლობითი ერითემატოზული კერებით ტანზე, ზურგზე, მხრებზე და ფეხებზე და მგრძნობელობის მოშლით და ჩხვლეტის შეგრძნებით ტერფებსა და თითებში. გასინჯვისას ვლინდება 0.5 - 10 სმ ზომის პაპულები და ბალთები რომლებიც ასიმეტრულად, ძირითადად ტანზეა განლაგებული. მას არ აქვს კვებითი დეფიციტი, ლიმფადენოპათია ან სპლენომეგალია. მისი სასიცოცხლო ნიშნები ნორმაშია, ასევე ნორმაშია გენიტალური და სისტემური გასინჯვები.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ადრეული მულტიბაცილური კეთრიმსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@791985f5

სხვა გამოვლინებები

კეთრის მქონე პაციენტთა 30 - 50%-ში ვლინდება ორი ტიპის იმუნოლოგიური რეაქცია: პირველი ტიპის რეაქცია (უკუგანვითარებადი რეაქცია) და მეორე ტიპის რეაქცია (კეთროვანი კვანძოვანი ერითემა). პირველი ტიპის რეაქციის დროს, კანის არსებული დაზიანებები ხდება ერითემატოზული და ედემატოზური და შეიძლება აღინიშნოს ნერვის სპონტანური ტკივილი, მომატებული მგრძნობელობა, პარესთეზიები ან/და ნერვული ფუნქციის დაკარგვა (მტევნის ფალანგთშუა სახსრების "კლანჭისებრი" დეფორმაცია, დაკიდებული ტერფი, სახის ნერვის დამბლა); სისტემური სიმპტომები იშვიათია. მეორე ტიპის რეაქციისთვის დამახასიათებელია: სწრაფად გამოვლენილი, დაჯგუფებული, მტკივნეული ერითემატოზული კანქვეშა კვანძები, რომლებიც შეიძლება დაწყლუნდნენ; ცხელება; შეუძლოდ ყოფნა; ანორექსია; ართრალგიები; ორქიტი; ეპიდიდიმიტი; ირიტი და ნევრიტი. ეს რეაქციები ხშირად შეცდომითაა მიჩნეული პოლიმედიკამენტური თერაპიის გართულებებად. რეაქციები წარმოადგენენ გადაუდებელ სამედიცინო მდგომარეობებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კეთრთან დაკავშირებული ავადობა და მნიშვნელოვანია ამ რეაქციების სწორად ამოცნობა და მკურნალობა, რათა დაქვეითდეს კეთრთან დაკავშირებული ქმედუუნარობა. მესამე, შედარებით იშვიათ რეაქციას ეწოდება ლუციოს ფენომენი. ეს ვითარდება დიფიზური არაკვანძოვანი ლეპრომატოზული კეთრის (ლეპრა ბონიტა/ლამაზი კეთრი) დროს და დაკავშირებულია სხვა სახეობასთან, რომელსაც ეწოდება მიკობაქტერიუმ ლეპტომატოზი.[4] სიმპტომები მოიცავს ჰემორაგიული ინფარქტების ჯგუფებს კანზე და ბალთებს, რომლებიც ხდება ნეკროზული და წყლულოვანი. ატროფიული ნაწიბურები რჩება; სისტემური სიმპტომები იშვიათია. იმუნოლოგიური რეაქციები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს, მკურნალობამდე, მკურნალობის დროს ან მის შემდეგ.[5]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას