მიდგომა
პოლიოვირუსული ინფექციისა და პოლიომიელიტის შემდგომი სინდრომის განკურნება ამჟამად შეუძლებელია. მსუბუქი ავადმყოფობის, მძიმე (პარალიზური) ფორმისა და რესპირატორული და პოლიომიელიტის შემდგომი სინდრომის მკურნალობა დამხმარეა; მკურნალობის მიზანია ქმედუუნარობის პრევენცია ან შეზღუდვა და დაავადების პროგრესირების შეჩერება. როდესაც ეჭვია პოლიოვირუსულ ინფექციაზე, აუცილებელია ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანოს შეტყობინება. დაავადების მრავალ ენდემურ ქვეყანაში ეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისი შეიძლება იყოს.[1]
გასტროინტესტინური ავადმყოფობა: ეჭვი პოლიოვირუსზე
პერორალური რეჰიდრატაცია და/ან ინტრავენური გადასხმა აუცილებელია სითხის მოცულობის შემცირების პრევენციისთცის. მკურნალობა პედიატრიული გასტროინტესტინური დაავადებების მკურნალობის მსგავსია. მწვავე დუნე დამბლის მონიტორინგი, რაც მიუთითებს პარალიზური პოლიომიელიტის განვითარებაზე.
პარალიზური პოლიომიელიტი (მწვავე დუნე დამბლა)
პარალიზური პოლიომიელიტის სამკურნალო საშუალება ჯერჯერობით არ არსებობს. მკურნალობის მთავარი მიზნებია: დაზიანებული კიდურ(ებ)ის ადრეული მობილიზაცია, ფიზიოთერაპიის გაგრძელება, შემდგომში ქმედუუნარობის მინიმუმამდე დაყვანა.[1][27][39][42] საჭიროა დამხმარე მკურნალობა, ადრეული ფიზიოთერაპია და მობილიზაცია.[Figure caption and citation for the preceding image starts]: მცირეწლოვანი ბიჭი, რომელსაც პოლიო აქვს და დადის ორმხრივი დამხმარე ხელსაწყოებით: ფეშავარი, პაკისტანიექიმ ომარ ხანიმის კოლექციიდან მასალის გამნოყენებისთვის საჭიროა ნებართვა. [Citation ends].
ვაქცინასთან დაკავშირებული პარალიზური პოლიომიელიტი (VAPP) და მოცირკულირე, ვაქცინისაგან წარმოქმნილი პოლიოვირუსი (cVDPV) იშვიათად ვითარდება პერორალური, შესუსტებული პოლიოვირუსის ვაქცინის (OPV) (Sabin) გამოყენების შემდეგ. OPV არ უნდა გაუკეთდეს იმუნოკომპრომისულ ბავშვს ან ბავშვს, რომელსაც იმუნოკომპრომისული სტატუსის მქონე ოჯახის წევრი ჰყავს.
ბულბური პოლიომიელიტი (რესპირატორული დამბლა)
პაციენტებს უნდა დავაკვირდეთ კიდურის პარალიზის რესპირატორული პარალიზით დამძიმების ნიშნებზე (სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს ექსპერტულ სამედიცინო დახმარებას). დღემდე არცერთი ექსპერიმენტული თუ ალტერნატიული მკურნალობა წარმატებული არ ყოფილა. მკურნალობისთვის აუცილებელია სპეციალიზებულ ცენტრში დაუყოვნებლივ გადაყვანა. რესპირატორული მხარდაჭერა მოიცავს ინტუბაციას და ვენტილაციას, საჭიროებისამებრ.[1][43]
პოლიომიელიტის შემდგომი სინდრომი
პოლიომიელიტის შემდგომი სინდრომი შეიძლება განვითარდეს პარალიზური პოლიომიელიტის გადატანიდან რამდენიმე წლის ან ათწლეულის შემდეგაც კი. სინდრომი შედგება დაღლილობისგან, სისუსტისგან და დაზიანებული კუნთების განლევისაგან. საჭიროა უწყვეტი ფიზიოთერაპია და მობილიზაცია.[40][44][45]
ფარმაკოლოგიური და არაფარმაკოლოგიური თერაპიების სისტემური მიმოხილვით კარგი ხარისხის მტკიცებულება არასაკმარისია ზუსტი რეკომენდაციების გასაცემად პოლიომიელიტის შემდგომი სინდრომის სხვადასხვა სამკურნალო რეჟიმების შესახებ.[46]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას