ეპიდემიოლოგია

ენდეთ მითითებებს

ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:

Chronisch hartfalenავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2024Insuffisance cardiaque chroniqueავტორი: Groupe de Travail Développement de recommmandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2024

ცნობილია,რომ გულის უკმარისობის (HF) პრევალენტობა მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში შეფასებულია 1%-დან 3%-მდე, ხოლო სიხშირე შეფასებულია 1-დან 20-მდე 1000 ადამიანზე წელიწადში, საკვლევი პოპულაციის მიხედვით..​[2][3][4]​​​​​​​​ CaReMe კვლევამ, რომელიც იყენებს მონაცემებს ჯანდაცვის რეესტრებიდან ბელგიაში, კანადაში, გერმანიაში, ისრაელში, იტალიაში, ნორვეგიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში, შვედეთში, შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთში, გამოავლინა გულის უკმარისობისHFგავრცელების მაჩვენებელი მოსახლეობაში 1%-დან 2%-მდე, იმისდა მიხედვით, გამოყენებული იყო თუ არა ფართო ან მკაცრი განმარტება.[5]​ დაფიქსირებული განდევნის ფრაქციის (EF) მქონე პირთაგან დაახლოებით 39%-ს ჰქონდა HF შემცირებული EF-ით და 18%-ს ჰქონდა HF მსუბუქად შემცირებული EF-ით.[5]

აშშ-ში 40-დან 59 წლის პაციენტებში გულის უკმარისობის სიხშირე შეადგენს დაახლოებით 2,3%-ს მამაკაცებში და 1,2%-ს ქალებში, მაშინ როცა ≥80 წლის პაციენტებში გულის უკმარისობის სიხშირე მამაკაცებში დაახლოებით 7,1%-ს, ხოლო ქალებში 10,9%-ს შეადგენს..​[6]​2017-დან 2020 წლამდე ჯანმრთელობისა და კვების ეროვნული კვლევის (NHANES) მონაცემებზე დაფუძნებული შეფასებები ვარაუდობს, რომ ≥20 წელზე უფროსი ასაკის დაახლოებით 6,7 მილიონი ზრდასრული დაავადებული იყო HF აშშ-ში.[6] პრევალენტობა იზრდება შეერთებულ შტატებში და პროგნოზირებულია, რომ 2012 წელს აშშ-ს მთლიანი მოსახლეობის 2.4%-დან 2030 წელს 3.0%-მდე გაიზრდება.[6]

​მსოფლიო მასშტბით, გულის უკმარისობით დაავადებული პირების აბსოლუტური რაოდენობა მატულობს.[2] გულის უკმარისობის მზარდი პრევალენტობა არ არის მაინცდამაინც დაკავშირებული გულის უკმარისობის ინციდენტობის მატებასთან, ვინაიდან ინციდენტობა ზოგიერთ ქვეყანაში სტაბილური ან კლებადი ტენდენციისაა, რაც დიდწილად განპირობებულია ახალგაზრდა ასაკში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის გაუმჯობესებული მკურნალობის შედეგად შემცირებული სიკვდილობით..​[2][3]​​​​​​ HF-გულის უკმარისობა უპირატესად ვლინდება ხანდაზმულ პირებში, შესაბამისად მოსახლეოის კარგად ცნობილმა "დაბერების" ფაქტორმა ასევე შეუწყო ხელი მისი პრევალენტობის ზრდას.[2]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას