ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

ძირითადი რისკ-ფაქტორები მოიცავს ასაკს <30 წელზე, სათავგადასავლო მოგზაურობაში, მარშრუტებს არასანიტარული წყაროებიდან საკვებისა და სასმელის მოხმარების მაღალი რისკით, მოგზაურები, რომლებიც ადრე ცხოვრობდნენ მაღალი რისკის ადგილებში, სტუმრობენ მეგობრებსა და ნათესავებს, სამხედრო პერსონალს, რომლებიც განლაგებულია მაღალი რისკის ადგილებში და მოგზაურობა . ცხელ და ნოტიო სეზონებში.

დიარეა (ტენზემებით, ან მათ გარეშე), მუცლის მოვლითი ტკივილები, გულისრევა და ღებინება

მოგზაურთა დიარეის ტიპური სიმპტომებია მუცელში მოვლითი ტკივილი, გულისრევა, ღებინება და ფაღარათი, რაც გაივლის 3-5 დღეში.

იშვიათი

დიზენტერია (სისხლიანი განავალი და ცხელება)

სისხლიანი განავალი მიუთითებს ინვაზიური მიკროორგანიზმისა და სერიოზული, პოტენციურად სისტემური ინფექციის არსებობაზე.

პერსისტენტული დიარეა > 14 დღე

პარაზიტული ინფექციის დროს ანტიბიოტიკოთერაპია უშედეგოა და დაავადებას უმეტესად პერსისტენტული ხასიათი აქვს.[29]Giardia გამოირჩევა შებერილობით მიმდინარე დიარეით, გოგირდწყალბადის სუნით მიმდინარე ბოყინით. ამებიური დიზენტერია ხასიათდება ლორწოვანი სისხლიანი ფაღარათით.

შეიძლება მოხდეს ლაქტოზის საშუალო აუტანლობა ან ნაღვლის მჟავას მალაბსორბცია, აგრეთვე ტროპიკული სპრუ. სიმპტომები, რომლებიც გრძელდება 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება მიუთითებდეს ახალ კუჭ-ნაწლავის აშლილობაზე ან უკვე არსებული ორგანული ან სტრუქტურული დაავადების გამოვლინებაზე.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

დიარეა ავადმყოფობის გარეშე

ხშირად უწოდებენ "ფაშარ მოქმედებას მოგზაურობის" დროს.

ჭარბი აირები ან იშვიათი თხელი განავალი ცუდად ყოფნის გარეშე შესაძლოა დაკავშირებული იყოს ახალ საკვებთან, კვების ჩვეული დროის ცვლილებამ, სტრესმა და ბაქტერიული ფლორის ცვლილებამ.

რისკფაქტორები

ძლიერი

მოგზაურობა მაღალი რისკის ქვეყნებში

მაღალი რისკის ადგილებია აზიის, აფრიკის, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის მეტი წილი ქვეყნები და მექსიკა.[4][11]

ასაკი < 30 წელზე

ახალგაზრდა ასაკი დაკავშირებულია მომატებული რისკის შემცველ ქცევებთან და თავგადასავლებიანი მოგზაურობისადმი მეტ მიდრეკილებასთან იმ რაიონებში, სადაც მაღალია არაჰიგიენური წყაროებიდან საკვებთან და წყალთან ექსპოზიცია.[2][9]

მოგზაურები, რომლებიც ადრე ცხოვრობდნენ მაღალი რისკის ადგილებში, სტუმრობდნენ მეგობრებსა და ნათესავებს

მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად დაბრუნებული მოგზაურები უფრო ნაკლებად ფრთხილობენ საკვებისა და წყლის შერჩევისას და არ აცნობიერებენ, რომ მოგზაურთა დიარეისადმი ადრე შეძენილი იმუნიტეტი ძალიან ხანმოკლეა. ასეთი მოგზაურები ნაკლებად მიმართავენ მოგზაურობის წინა კონსულტაციას.[21]

მოგზაურობა ცხელი და წველი სეზონების დროს

რისკი შეიძლება განსხვავდებოდეს წელიწადის დროიდან გამომდინარე. ზოგადად მიჩნეულია, რომ ცხელი და ნოტიო კლიმატი ხელს უწყობს მრავალი საერთო ბაქტერიული პათოგენის გადაცემის რისკს.[2][12]​​

განლაგებული სამხედრო მოსახლეობა

TD-ის უფრო მაღალი გავრცელება აღინიშნა სამხედრო პერსონალში და შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტიულობის დაქვეითება ან სამუშაო დღეების დაკარგვა.[4][13][14]

უყურადღებობა საკვებისა და წყლის არჩევისას

საფრთხის შემცველად ითვლება ყინული, ონკანის წყალი, სალათები, წინასწარ გათლილი ხილი და უმი საკვები. შეუფუთავი სანელებლები და სოუსები, როგორიცაა გუაკამოლე, ხშირად პოტენციურ რისკს წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს საკვები ქუჩის მოვაჭრეებიდან და ბუფეტები, რომლებსაც ცუდი ბრუნვა აქვთ. უსაფრთხოა გულდასმით მოხარშული/შემწვარი საკვები, სანამ ჯერ კიდევ ცხელია, ადუღებული, ან ბოთლის (შესაფერისად დახუფული) წყალი, კომერციულად შეფუთული საკვები, ახალი პური და მოგზაურის მიერ გათლილი ხილი.

სუსტი

პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების (PPIs) გამოყენება

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებმა შეიძლება ხელი შეუწყონ ბაქტერიების გადარჩენას, რომლებიც აბინძურებენ საკვებს ან წყალს კუჭში გავლისას. თუმცა, მოგზაურებში რისკის პირდაპირი გზით შეფასებისთვის ხელმისაწვდომი კვლევები მცირე რაოდენობისაა.[9]შეიძლება განვიხილოთ ამ მედიკამენტების შეწყვეტა მოგზაურობის დროს, თუ მათი მიღება აუცილებელი არ არის სიმპტომების კონტროლისთვის.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას