დიფერენციული დიაგნოზები

ტუბერკულოზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ტუბერკულოზის და კოქციდიოიდომიკოზის სიმპტომები და ნიშნები შეიძლება მსგავსი იყოს. იმ პაციენტებში, რომელთანაც საეჭვოა ტუბერკულოზის არსებობა, დიაგნოსტირებისთვის არ არის საჭირო კოქციდიოიდომიკოზის ენდემურ რეგიონებში ცხოვრება ან მოგზაურობა.

ტუბერკულოზს აქვს ნელი დასაწყისი და მუდმივი სიმპტომები, სანამ შესაბამისი მკურნალობა არ დაიწყება.

კვლევები

ნახველის მიკობაქტერიული კულტურა, ან კლინიკური ჩართულობის სხვა ადგილები, მიგვითითებს Mycobacterium tuberculosis-ის დადებით შედეგზე.

გულმკერდის რენტგენმა შეიძლება აჩვენოს ქრონიკული ინფილტრატი, ფიბროზი, კავერნები და რეტრაქცია, ხშირად ზედა წილში.

ფილტვის არატუბერკულოზური მიკობაქტერიული ინფექციები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დიაგნოსტიკისთვის საჭირო არ არის კოქციდიოიდომიკოზის ენდემურ რეგიონებში ცხოვრება ან მოგზაურობა.

სიმპტომების დაწყება შეიძლება იყოს მწვავე, მაგრამ ხშირად შენელებულია.

კვლევები

ნახველის მიკობაქტერიული კულტურა ან კლინიკური ჩართულობის სხვა ადგილები დადებით შედეგს აჩვენებს.

არა-ჰოსპიტალური (საზოგადოებაში შეძენილი) პნევმონია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

წილოვანი ან ატიპური პნევმონიის ნიშნები, მათ შორის ხიხინი და ქოშინი.

ზოგადად, სიმპტომების უფრო მოკლე ხანგრძლივობა ტუბერკულოზთან ან კოკციდიოიდომიკოზთან შედარებით.

თუ დიაგნოზი ეჭვს იწვევს, რეკომენდებულია ბაქტერიული პნევმონიის ემპირული მკურნალობა (ფტორქინოლონების, ან სხვა, ანტიტუბერკულოზური აქტივობის მქონე ანტიბიოტიკების, გარეშე) და მკურნალობაზე დამყოლობის შეფასება.

კვლევები

ნერწყვის გამოკვლევა ნორმალური ფლორის გარდა სხვა ბაქტერიების არსებობაზე.

ჰისტოპლაზმოზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ჰისტოპლაზმოზის ენდემურ ტერიტორიებზე ცხოვრება ან მოგზაურობა (მისისიპისა და ოჰაიოს მდინარის ხეობები).

პაციენტთა 50%-დან 90%-ს აქვს თვითგანკურნებადი ან უსიმპტომო ფილტვის ინფექცია, რომელიც არ საჭიროებს მკურნალობას.[44] სიმპტომები მოიცავს მშრალ ხველას, ტკივილს გულმკერდის არეში, ოფლიანობას, ცხელებას, და წონაში კლებას.

კვლევები

სოკოვან კულტურაში ამოითესება Histoplasma capsulatum.

ბიოფსია აჩვენებს მახასიათებელ ორგანიზმს სოკოს საღებავით.

შარდის და სისხლის შრატის დადებითობა ჰისტოპლაზმის ანტიგენზე.

ჰიტოპლაზმის ანტისხეულების ანალიზი შეიძლება იყოს დადებითი.[44]

ბლასტომიკოზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ბლასტომიკოზის ენდემურ ტერიტორიებზე ცხოვრება ან მოგზაურობა ((სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ-ცენტრალური შტატები, განსაკუთრებით, რომლებიც ესაზღვრება მისისიპის ან ოჰაიოს მდინარეებს).[45]

სიმპტომები მოიცავს ხველას, ცხელებას, ღამის ოფლიანობას, წონაში კლებას, ტკივილს გულმკერდის არეში და ქოშინს.

კვლევები

ნახველის კულტურა ან ბრონქოალველოური ლავაჟის სითხე.

ბიოფსიის ნიმუშების ჰისტოპათოლოგია[45]

და

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

იმუნოდეფიციტი ანამნეზში. თავის ტკივილი, პირექსია, კრანიული ნეიროპათიები, ცნობიერების ცვლილება მიუთითებს ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობაზე.

კანის დაზიანება ვლინდება კონტაგიოზური მოლუსკის მსგავსი და აკნეს ფორმის დაზიანებებით.

კვლევები

კრიპტოკოკული პოლისაქარიდის ანტიგენი დადებითია სისხლის შრატში, თავზურგტვინის სითხესა და პლევრულ სითხეში.

კულტურები დადებითია Cryptococcus სახეობების ზრდასთან ერთად.

აქტინომიკოზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ტიპურად წარმოდგენილია, როგორც ქრონიკული, ნელა პროგრესირებადი, გამკვრივებული მასები. ლორწოვანი ზედაპირის დაზიანების ან ასპირაციის ანამნეზი ზრდის ფილტვების დაავადების რისკს.

ხველა შეიძლება იყოს პროდუქტიული სისხლნარევი ნახველით.

კვლევები

ჩირქის ან დაზიანებული ქსოვილის კულტურები დადებითია აქტინომიცეტებზე.

დაზიანებული ქსოვილების ჰისტოლოგია გვიჩვენებს მწვავე ან ქრონიკულ ანთებას და ქსოვილის გრანულაციას; ასევე შესაძლოა ინახოს გოგირდის გრანულები.

სპოროტრიქოზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ფილტვის სპოროტრიქოზის კლინიკური გამოვლინება მსგავსია ფილტვის ტუბერკულოზისა, რაც ვლინდება ცხელებით, შემცივნებით, ღამით ოფლიანობით, წონაში კლებით, საერთო სისუსტით, ხველით, ქოშინით, და, ზოგჯერ, სისხლიანი ნახველით.

კვლევები

ნახველის განმეორებითი კულტურები, ბრონქოალვეოლური ლავაჟი, ან ბრონქული ბიოფსია შეიძლება იყოს დადებითი.

ბრონქების ბიოფსიით შეიძლება გამოვლინდეს სიგარის ან ოვალური ფორმის Sporothix საფუარის სოკოს ფორმები.

ასპერგილოზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

იმუნოდეფიციტის ანამნეზი. ძირითადად ასიმპტომურია, მაგრამ ხშირად წარმოდგენილია, როგორც თვითგანკურნებადი მსუბუქი სისხლიანი ნახველი. სხვა სიმპტომები მოიცავს ხველას და პლევრული სახის ტკივილს გულმკერდის არეში.

ცხელება იშვიათია

შეიძლება აღენიშნებოდეს თანმხლები კანის დაზიანება და/ან სინუსის ინვაზიური დაავადება.

კვლევები

მაღალი რეზოლუციის გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია აჩვენებს კვანძებს ჰალოს ნიშნებით ან მის გარეშე ან ჰაერი-წანაზარდის ნიშნით.

ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ძლიერ რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს სიგარეტის მოწევა და სიგარეტის კვამლის მეორეული შესუნთქვა, რადონულ გაზთან და აზბესტთან ექსპოზიცია; უფრო მეტად გავრცელებულია 65-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაც პაციენტებში; ყველაზე მეტად წარმოდგენილია ხველა, ქოშინი, სისხლიანი ნახველი, ტკივილი გულმკერდის არეში, წონაში კლება; სხვა გამოვლინებები დაკავშირებულია მეტასტაზებთან თავის ტვინში, ძვლებსა და ლიმფურ კვანძებში.

კვლევები

გულმკერდის რენტგენი: ცენტრალური მასური წარმონაქმნები, კარის ლიმფადენოპათია, პლევრული ეფუზია.

გულმკერდის, ღვიძლის და თირკმელზედა ჯირკვლების კომპიუტერული ტომოგრაფია: მასიური ლიმფადენოპათია და შუასაყარში პირდაპირი ინვაზია ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოს დამახასიათებელი ნიშნებია; განსაზღვრავს დაავადების სიმძიმეს.

ნახველის ციტოლოგია: ავთვისებიანი უჯრედები ნახველში.

ბრონქოსკოპია: ენდობრონქული დაზიანებები.

ბიოფსია: ავთვისებიანი უჯრედები, მაღალი ბირთვული- ციტოპლაზმური თანაფარდობა, ბირთვული ფრაგმენტაცია ხშირადაა წარმოდგენილი.

თორაკოცენტეზი: ავთვისებიანი უჯრედები პლევრულ სითხეში.

თორაკოსკოპია: პლევრის ჩართულობა.

შემდგომი ტესტირება დამოკიდებულია მეტასტაზების არსებობაზე.

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ნიშნების და სიმპტომების დიდი ნაწილი ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოს მსგავსია. დამახასიათებელი ნიშნებია: ხველა, ჰემოფთიზი, ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი და დისფონია/ხრინწიანობა (თუ არის ხორხის შებრუნებული ნერვის დამბლა). პაციენტები ხშირად გამოიყურებიან ავად, აღენიშნებათ სუნთქვის უკმარისობა და ბოლო დროს წონაში კლება.

შესაძლოა გამოვლინდეს დოლის ჩხირისებრი თითები და ჰიპერტროფული ოსტეოართროპათია, რაც უფრო დამახასიათებელია ფილტვის არა-წვრილუჯრედოვანი კიბოს დროს.

კვლევები

გულმკერდის რენტგენი ვარიაბელურია; შეიძლება გამოავლინოს ფილტვის ერთი კვანძი, მასური წარმონაქმნი, პლევრული ეფუზია, ფილტვის კოლაფსი ან კარის და შუასაყრის სისავსე

მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია აჩვენებს პირველადი სიმსივნის ზომას, მდებარეობას გავრცელებას; იკვლევს კარის და/ან შუასაყრის ლიმფადენოპათიას და დისტანციურ მეტასტაზებს.

ნახველის ციტოლოგია აჩვენებს დამახასიათებელ ავთვისებიან უჯრედებს. სპეციფიკურობა > 95%, ხოლო მგრძნობელობა მერყეობს 20%-დან 70%-მდე. უფრო სავარაუდოა, რომ იყოს დადებითი ცენტრალური, ვიდრე პერიფერიული დაზიანებების შემთხვევაში.

დრეკადი ბრონქოსკოპია პლუს ბიოფსია უზრუნველყოფს დიაგნოზის პათოლოგიურ დადასტურებას. ენდო-ბრონქული მასების ბიოფსია შესაძლებელია ქირურგიული პინცეტით. ენდობრონქული წმენდა, გამორეცხვა და ალვეოლური ლავაჟი ზრდის სადიაგნოსტიკო სარგებელს. მისაწვდომი პარენქიმული დაზიანებებისა და შუასაყრის ლიმფური კვანძების ტრანსბრონქული ასპირაციული ბიოფსია ამჟამად უკვე შესაძლებელია. მცირე პერიფერიული დაზიანებების (<2 სმ) გამოვლენა გაუმჯობესებულია ენდობრონქული ულტრაბგერის გამოყენებით.

Pneumocystis jirovecii პნევმონია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შეიძლება შეგვხვდეს Coccidioides ენდემურ რეგიონში ან მის გარეთ, მძიმე უჯრედული იმუნოდეფიციტის მქონე პირებში. შეიძლება გამოვლინდეს მილიური კოკციდიოიდომიკოზის მსგავსად: დისპნოე, ხველა, ცხელება და დიფუზური ინფილტრატები.

კვლევები

ნახველის ინდუცირება და უფრო ხშირად დრეკადი ბრონქოსკოპია ბრონქოალვეოლური ლავაჟით, ციტოლოგიითა და სპეციალური შეღებვით ან პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით პნევმოცისტაზე. შეიძლება იყოს მომატებული შრატის ლაქტატდეჰიდროგენაზა.

ეოზინოფილური პნევმონია (ეოზინოფილური გრანულომატოზი პოლიანგიიტით)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შეიძლება შეგვხვდეს Coccidioides ენდემურ რეგიონში ან მის გარეთ. შეიძლება იყოს მსგავსი და ახასიათებდეს ეოზინოფილია და ფოკალური კვანძოვანი ინფილტრატები, ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში.

კვლევები

დრეკადი ბრონქოსკოპია და ბიოფსია ჰისტოპათოლოგიით; შრატში ანტი-ნეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეულები შეიძლება იყოს დადებითი. პერიფერიული ეოზინოფილია, ტოტალური ლეიკოციტებიდან >10%. შეიძლება გამოვლინდეს ასთმა, სინუსების დაავადება და ნეიროპათია, ასევე თირკმლის დაავადება.

2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღით ადრე ცხოვრება/მოგზაურობა ქვეყანაში/რეგიონებში ან ტერიტორიაზე, სადაც ადგილი აქვს შიდა გავრცელებას, ან ახლო კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი COVID-19 თემა.

კვლევები

რეალურ დროში რევერს ტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR): დადებითია კორონავირუს 2-ით (SARS-CoV-2) RNA გამოწვეულ მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომზე.

კოვიდისა და კოქციდიოიდომიკოზის დიფერენცირება ხშირად შესაძლებელია რენტგენოგრაფიულად.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას