ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
CO-ს წყაროებს მოიეკუთვნება შიდა წვის ძრავები, წყლის გამათბობლები, სახლის გამათბობლები, ასაფეთქებლები, რომლებიც გამოიყენება მშენებლობისას და ბენზინზე მომუშავე მექანიზმები. მუშები ქაღალდის წარმოების ფაბრიკაში, ფოლადის ქარხანაში და ბენზინგადამამუშავებელ საწარმოში ისევე რისკის ქვეშ არიან, როგორიცაა ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ავეჯის ან საღებავის დამუშავებაზე.
ხანძარი და კვამლის ჩასუნთქვა
გულისრევა
შესაძლოა გამოვლინდეს არასპეციფიკური სიმპტომები.
თავისტკივილი
შესაძლოა გამოვლინდეს არასპეციფიკური სიმპტომები.
პირღებინება
შესაძლოა გამოვლინდეს არასპეციფიკური სიმპტომები.
დაბინდული მხედველობა
შესაძლოა გამოვლინდეს არასპეციფიკური სიმპტომები.
თავბრუსხვევა
შესაძლოა გამოვლინდეს არასპეციფიკური სიმპტომები.
ვერტიგო
შესაძლოა გამოვლინდეს არასპეციფიკური სიმპტომები.
ცნობიერების დონის ცვლილება
შეიძლება გამოვლინდეს არასპეციფიკური სიმპტომები, მათ შორის ძილიანობა, დაღლილობა, სინკოპე ან დაბნეულობა ლეთარგია/მსუბუქი დაღლილობა შეიძლება იყოს ქრონიკული მოწამვლის მახასიათებელი.[1] კომა შეიძლება განვითარდეს მძიმე მოწამვლის მქონე ადამიანებში.
ქოშინი
შეიძლება განვითარდეს სუნთქვის გაძნელება და ქოშინი.[1]
ტაქიკარდია
ხშირად ვლინდება გულსისხლძარღვთა სისტემის არასპეციფიკური ნიშნები.
ჰიპერტენზია ან ორთოსტატიული ჰიპოტენზია
ხშირად ვლინდება გულსისხლძარღვთა სისტემის არასპეციფიკური ნიშნები.
გულის არითმია
ხშირად ვლინდება გულსისხლძარღვთა სისტემის არასპეციფიკური ნიშნები.
ტკივილი
მუცლის ან გულ-მკერდის ტკივილი
სისუსტე
ერთ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში სუბიექტური სისუსტე დაფიქსირდა CO-ით მწვავე მოწამვლის მქონე პაციენტების დაახლოებით 20%-ში.[39]
ძილის ცვლილებები
პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს დაღლილობა, და ძილის დარღვევა.[1]
გაღიზიანებადობა
ეს შეიძლება მიუთითებდეს მძიმე მოწამვლაზე[27]
გრიპისმაგვარი სიმპტომები
CO-ით ქრონიკული მოწამვლისთვისაა დამახასიათებელი.[1]
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
დაგვიანებული ნეიროფსიქოლოგიური მახასიათებელი.
შესაძლოა გამოვლინდეს პაციენტში, რომელიც ადრე ექვემდებარებოდა CO-ით მოწამვლას.. მახასიათებლები მოიცავს მეხსიერების დაქვეითებას, დეზორიენტაციას, აპათიას, მუტიზმის, გაღიზიანებას, კონცენტრაციის უუნარობას, ემოციურ ლაბილობას, პერიფერიულ ნეიროპათიას, შეუკავებლობას, ქორეოათეტოზის, აპრაქსიას, ფსიქოზის, დემენციის, პარკინსონიზმის და სმენის დაქვეითებას.[27][40][41]
სხვა მძიმე ნევროლოგიური სიმპტომები
კანზე წყლულები
შესაძლოა გამოვლინდეს არასპეციფიკური სიმპტომები.
ფილტვის შეშუპება
სიმპტომებს მიეკუთვნება სუნთქვის გაძნელება.
იშვიათი
ექსპოზიცია მეთილენ ქლორიდთან
CO წარმოიქმნება მეთილენ დიქლორიდის (დიქლორომეთანის) მეტაბოლიზმის დროს. CO-სთან ექსპოზიციამ შეღებვის ან ავეჯის წარმოების დროს შესაძლოა გამოიწვიოს მოწამვლა.[26]
გულის გაჩერება
CO-ით მძიმე მოწამვლის თავისებურება
ფოკალური ნევროლოგიური დარღვევები (მაგ., ჰემიპლეგია, ტუმბოს ატაქსია)
ნევროლოგიურ სიმპტომებს მიეკუთვნება მწვავე ინსულტის მსგავსი სიმპტომები. შეცვლილი მენტალური სტატუსი, კრუნჩხვითი შეტევა, კომა და სინკოპე.
დისემინირებული ინტრავასკულური კოაგულაცია
შესაძლებელია იყოს CO-ით მოწამვლის მახასიათებელი. [42]იხილეთ ჩვენი თემა-დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაცია
რისკფაქტორები
ძლიერი
ექსპოზოცია ნახშირბადის შემცველი მასალის არასრულ წვასთან
CO-ს სხვადასხვა წყარო წარმოქმნის, მ.შ. შიდა წვის ძრავები, წყლის გამათბობლები და სახლის გამოთბობლები. 1970-იან წლებში CO-თი მოწამვლა უპირატესად ნავთის გამათბობლებით ხდებოდა. CO-თან ექსპოზიციის სხვა წყსროებია ქაღალდის წარმოების ფაბრიკა, ფოლადის ქარხნები, ასაფეთქებლები, რომლებიც გამოიყენება მშენებლობის დროს, ნავთობგადამამუშავებელი წარმოება და ბენზინზე მომუშავე ხელსაწყო-აპარატები.[12][23][24]
სუსტი
ექსპოზიცია მეთილენ ქლორიდთან
CO წარმოიქმნება მეთილენ დიქლორიდის (დიქლორომეთანის) მეტაბოლიზმის დროს. CO-თან ექსპოზიციამ შეღებვის ან ავეჯის წარმოების დროს შესაძლოა გამოიწვიოს მოწამვლა.[26]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას