პირველადი პრევენცია

ჰეპატო-რენული სინდრომის პრევენცია შესაძლებელია ციროზის მქონე პაციენტებში 2 სპეციფიკურ კლინიკურ გარემოში: სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტიდა ალკოჰოლური ჰეპატიტი.[13]

სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტის მქონე პაციენტებში ალბუმინით და ანტიბიოტიკებით მკურნალობა ამცირებს თირკმლის უკმარისობის და სიკვდილის ინციდენტობას.[2][16][17]

გასტროენტეროლოგიის ამერიკული კოლეჯის რეკომენდაციით, მძიმე ალკოჰოლური ჰეპატიტის მქონე პაციენტებმა უნდა გაიარონ მკურნალობა კორტიკოსტეროიდებით, იმ პირობით, რომ მათ გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე უკუჩვენება არ არსებობს.[18] ერთ რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევაში პრედნიზოლონი ასოცირებული იყო 28-დღიანი სიკვდილიანობის უმნიშვნელო შემცირებასთან, მაგრამ გაზარდა ინფექციის რისკი.[19] ერთი შემდგომი მეტა-ანალიზისას გლუკოკორტიკოსტეროიდებმა არ შეამცირა ყველა მიზეზით სიკვდილიანობა ალკოჰოლური ჰეპატიტის მქონე პაციენტებს შორის.[20]

პენტოქსიფილინი არ აუმჯობესებს გადარჩენადობას ალკოჰოლური ჰეპატიტის მქონე პაციენტებში და ამიტომ არ არის რეკომენდებული.[19][18]

არასელექტიური ბეტა-ბლოკერები შეიძლება დაგვეხმარონ ჰეპატორენული სინდრომის პრევენციაში, ასციტის მქონე პაციენტებში.[14]

მეორეული პრევენცია

მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებს ჩაუტარდეთ იმუნიზაცია გრიპის და პნევმოკოკური დაავადების წინააღმდეგ, რადგან ისინი იმუნოკომპრომისულები არიან.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას