სკრინინგი
სქესობრივად აქტიური ქალი
აშშ-ის პრევენციული სერვისების სამუშაო ჯგუფი (USPSTF) რეკომენდაციას უწევს 24 წლის ან უფრო ახალგაზრდა, სქესობრივად აქტიურ ქალებს, და 25 წლის ან უფროსი ასაკის ქალებს, რომლებსაც ინფექციის მომატებული რისკი აქვთ (ახალი ან რამდენიმე პარტნიორი), გაიარონ სკრინინგი Chlamydia trachomatis-ზე, მაგრამ არ არსებობს სპეციფიკურად ვენერიული ლიმფოგრანულომის გენოვარის სკრინინგის შესახებ რეკომენდაციები.[43]
მამაკაცი, რომელსაც აქვს სექსი მამაკაცთან
ანორექტული ქლამიდიას ინფექციის მქონე მამაკაცის, რომელსაც აქვს სექსი მამაკაცთან, სკრინინგი შესაძლოა მოხდეს რექტული ნაცხით რეალური დროის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის შემდგომ ანალიზთან ერთად. პროქტიტის მქონე მამაკაცისთვის, რომელსაც სექსი აქვს მამაკაცთან, მიზანმიმართულმა ემპირიულმა მკურნალობამ და დიაგნოსტირებული შემთხვევების ადრეულმა მკურნალობამ შესაძლოა მოახდინოს გადადების, გვიანი გართულებებისა და ავადობის პრევენცია. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მამაკაცის, რომელსაც სექსი აქვს მამაკაცთან, სკრინინგისა და ეპირიული მკურნალობის რეკომენდაციები დაფუძნებულია სპორადულ ეპიდაფეთქებებზე.[21][44]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას