ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

ძირითადი რისკფაქტორებია ანამნეზში სეფსისი, ასპირაცია, მძიმე ტრავმა, პნევმონია, პანკრეატიტი, დამწვრობა და კვამლის შესუნთქვა, სისხლის გადასხმები, ფილტვის ტრანსპლანტაცია და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების.

ჟანგბადით დაბალი გაჯერება (სატურაცია) -

დაბალია მიუხედავად დამატებითი ჟანგბადის მიწოდებისა.

სუნთქვის მწვავე უკმარისობა

სუნთქვის უკმარისობა, რომელიც პროგრესულად უარესდება კრიტიკული დაავადების გამო.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

კრიტიკულად დაავადებული პაციენტი

პაციენტები, რომლებსაც უვითარდება მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, არიან კრიტიკულად ავად, ხშირად, მულტისისტემური ორგანოთა უკმარისობით.

ქოშინი

დისპნოე ყველაზე ხშირი სიმპტომია გამოვლინებისას.

სუნთქვის გაზრდილი სიხშირე

სუნთქვის სიხშირე >20 ჩასუნთქვა წუთში.

ხიხინი ფილტვებში

ფილტვის კრეპიტაცია აუსკულტაციით ხშირია და, ჩვეულებრივ, დიფუზიურია.[27]

ფილტვის დაქვეითებული ელასტიურობა

იზომება სუნთქვითი მოცულობა/(პლატო წნევას მინუს დადებითი წნევა ამოსუნთქვის ბოლოს).

ცხელება, ხველა, გულმკერდის პლევრიტული ტკივილი

ამ სიმპტომებს ხშირად აქვს ადგილი, განსაკუთრებით, თუ ARDS ფონური გამომწვევი მიზეზი პნევმონიაა.

იშვიათი

ქაფიანი ნახველი

პროდუქტიული ხველის ქაფიანი ნახველით ან ფილტვების მსუბუქი, შესაძლოა სისხლნარევი, შეშუპების არსებობა.

რისკფაქტორები

ძლიერი

სეფსისი

სეფსისი არის ARDS ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რომელსაც ჩვეულებრივ აქვს ფილტვისმიერი წარმოშობა.[4][5] მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის ინციდენტობა სეფსისის მქონე პაციენტებში შეადგენს 6-7%-ს, თუმცა მნიშვნელოვნად უფრო მაღალია სეპტიკური შოკის მქონე პაციენტებში.[8][23][24] ანთებისა და კოაგულაციის სისტემური აქტივაცია განაპირობებს ალვეოლურ-კაპილარული მემბრანის არაპირდაპირ დაზიანებას.

ასპირაცის

კუჭის შიგთავსის ასპირაცია მწვავე რესპირატორული დისტრეს სიდნრომის ხშირი მიზეზია.[5] ჰოსპიტალიზებული პაციენტების დაახლოებით ერთი მესამედი, რომლებსაც აშკარა ასპირაცია აქვთ, უვითარდებათ მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი.[25] მიჩნეულია, რომ ასპირაცია იწვევს ალვეოლური ეპითელიუმისა და ალვეოლურ-კაპილარული მემბრანის პირდაპირ დაზიანებას.

პნევმონია

ნებისმიერი წარმოშობის (ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი, პარაზიტული) პნევმონია მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის ხშირ მიზეზს წარმოადგენს.[4][26][27] პათოგენით პირდაპირი დაზიანება და პათოგენზე ანთებითი რეაქცია არის დაავადების განვითარების მექანიზმი.

მძიმე ტრავმა

მძიმე ტრავმის მქონე პაციენტების 7-10%-ს უვითარდება მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი.[28] პოტენციური მექანიზმებია ადრეული ჰემორაგიული შოკით ან გვიან დაწყებული მრავლობითი ორგანოს უკმარისობით განპირობებული პირდაპირი დაზიანება. ფილტვის კონტუზიები ზრდის მწვავე რესპირატორული დისტრეს სიდნრომის განვითარების რისკს ისევე, როგორც გრძელი ძვლების მოტეხილობა, ასპირაცია და სისხლის პროდუქტების მრავლობითი გადასხმა.

სისხლის გადასხმა

სისხლის პროდუქტების მრავლობითი გადასხმა დაკავშირებულია მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომთან.

შესაძლოა, აგრეთვე, გადასხმასთან დაკავშირებული ფილტვის მწვავე დაზიანება (TRALI) განვითარდეს მცირე რაოდენობით - 1 ერთეული, პლაზმის შემცველი სისხლის ნებისმიერი პროდუქტის გადასხმისას. გადასხმასთან დაკავშირებული ფილტვის მწვავე დაზიანების (TRALI) შეთავაზებული მექანიზმები მოიცავს რეციპიენტის ნეიტროფილების აქტივაციას დონორის ანტისხეულებით რეციპიენტის ნეიტროფილური ეპიტოპების ამოცნობით ან ბიოლოგიურად აქტიური ლიპიდების გამოყოფით შენახული ერითროციტებიდან.

ფილტვის ტრანსპლანტაცია

მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, რომელიც ასევე ცნობილია პირველადი ტრანსპლანტანტის დისფუნქციის სახით, ვლინდება პაციენტების 10-25%-ში ფილტვის ტრანსპლანტაციის შემდეგ.[29] ამ მექანიზმის გამომწვევად მიიჩნევა იშემიური რეპერფუზიური დაზიანება.

ფილტვების ტრანსპლანტაციის შემდეგ ARDS-ის რისკ-ფაქტორები (პირველადი ტრანსპლანტატის დისფუნქცია) მოიცავს დონორის მოწევას, მაღალ FiO₂ ალოტრანსპლანტატზე რეპერფუზიის დროს, გულ-ფილტვის შუნტის გამოყენებას, რეციპიენტის სხეულის მასის ინდექსს და ფილტვისმიერ არტერიულ ჰიპერტენზიას დონორში ან რეციპიენტში.

პანკრეატიტი

მიუხედავად იმისა, რომ კარგად არ არის შესწავლილი, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი შესაძლოა გამოვლინდეს იმ პაციენტების 10-20%-ში, რომლებსაც მძიმე მწვავე პანკრეატიტი აქვს.[30] ერთ-ერთ კვლევაში მწვავე პანკრეატიტის მქონე პაციენტების ოქტრეოტიდით მკურნალობამ შეამცირა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის ინციდენტობა.[31]

ანამნეზში ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება იწვევს მწვავე რესპირატორული დისტრესსინდრომის რისკის მატებას მოზრდილებში.[8][9]

მექანიზმს განაპირობებს ენდოგენური ანტიოქსიდანტების დაშლა.

დამწვრობა და კვამლის ჩასუნთქვა

მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი ხშირია დამწვრობის და კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, ერთ-ერთ კვლევაში მექანიკურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებში, რომლებსაც დამწვრობა ქონდათ, ინციდენტობა 40%-ია.[32]

დახრჩობა

ARDS ხშირია დახრჩობის მნიშვნელოვანი ეპიზოდების შემდეგ (3-6 ხარისხის).[27][33] ეს პაციენტები, ჩვეულებრივ, ბევრად უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდებიან, ვიდრე ARDS სხვა მიზეზებისას.[34]

ელექტრონული სიგარეტი და ორთქლიანი პროდუქტის გამოყენება

2019 წლის ზაფხულში, აშშ-ში დაიწყო ელექტრონული სიგარეტით და ორთქლიან პროდუქტთან დაკავშირებული ფილტვის დაზიანების ეპიდაფეთქება, მეტწილად ახალგაზრდა ზრდასრულებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებოდათ ორთქლის საინჰალაციო პროდუქტის გამოყენება. მათ უვლიდნებოდათ მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის იდენტური კლინიკური სინდრომი.[35]

მრავალი შემთხვევა უკავშირდება ორთქლის ტეტრაჰიდროკანაბინოლის ორთქლის პროდუქტებს, რომლებიც შეიცავენ ვიტამინი E აცეტატს.[36]

იმუნოთერაპია

წამლის სხვადასხვა ზემოქმედება დაკავშირებულია ARDS-ის განვითარებასთან, მათ შორის სხვადასხვა ქიმიოთერაპიასა და იმუნოთერაპიასთან. მათ შორის, მაკონტროლებელი პუნქტის ინჰიბიტორები გამოჩნდა, როგორც ARDS-ის ახალი მიზეზი.[37]

სუსტი

მედიკამენტების დოზის გადაჭარბება

მრავალი გავრცელებული წამლის დოზის გადაჭარბებამ (მაგ: სალიცილატების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ოპიოიდების, კოკაინის, ფენოთიაზინების) შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, თუმცა ცნობიერების დაკარგვისას კუჭის შიგთავსის ასპირაცია ასევე შეიძლება იყოს ხელის შემწყობი ფაქტორი ამ პირობებში.[38]

თამბაქოს მოხმარება

მოწევა დაკავშირებულია ARDS-ის გაზრდილ რისკთან მძიმე ტრავმის, სეფსისის, ტრანსფუზიის და ფილტვის ტრანსპლანტაციის შემდეგ.[10][39][40][41]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას