მეორეული პრევენცია

რეკომენდებულია მზისგან დამცავი კრემის გამოყენება, რადგან მზეზე ექსპოზიციით შესაძლებელია მარტივი ჰერპესის ვირუსის გამოწვევა და მულტიფორმული ერითემის განმეორება. შეძლებისდაგვარად უნდა მოვერიდოთ დასხივებას და ულტრაიისფერ სინათლეს.

ხშირი ან მძიმე განმეორებითი ეპიზოდების შემთხვევაში, მარტივი ჰერპესის ვირუსის ტიტრები შეიძლება ასახავდნენ გამომწვევ მიზეზს მაშინაც კი, როდესაც ჰერპესული დაზიანებები არ ვლინდება. პერორალური ვალაციკლოვირით ყოველდღიური სუპრესია შეიძლება დაგვეხმაროს დაავადების განმეორებითი ეპიზოდების პრევენციაში. რადგანაც დაზიანებები სწრაფად ვითარდება, ვალაციკლოვირის სამკურნალო დოზების მიღება შეიძლება დაგვიანებული იყოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის საპრევენციოდ.

მედიკამენტით გამოწვეული იშვიათი შემთხვევების დროს პრევენციისთვის საჭიროა გამომწვევი პრეპარატის მიღებისაგან თავის არიდება.[2]​​​[4][5][9]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას