დიფერენციული დიაგნოზები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ტკივილი მუცლის არეში, დიარეა და პროგრესულად გაუარესებადი ასციტი.

კვლევები

ულტრაბგერა დოპლეროგრაფიით და აბდომინური CT: ღვიძლის ვენის ავსების არარსებობა.

მუცლის CT: საკონტრასტო საშუალების სწრაფი დაცლა კუდიან წილში.

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ისეთი ფონური მიზეზების სიმპტომები, როგორიცაა მწვავე პანკრეატიტი (ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, რომელიც გადადის ზურგზე, ღებინება, ნაწლავების ხმიანობის გაქრობა, პირექსია, ჰიპოვოლემიური შოკი, კანის ფერის ცვლილება ჭიპის ირგვლივ [კიულენის ნიშანი] და გვერდებზე [გრეი ტერნერის ნიშანი]), აღმავალი ქოლანგიტი (პირექსია, შეუძლოდ ყოფნა, ჟრჟოლა, ტკივილი ზედა მარჯვენა კვადრანტში, სიყვითლე, მუქი შარდი და ფერმკრთალი განავალი) ან აბოდომინური სეფსისი (პირექსია, ტკივილი მუცლის არეში, პერიტონიზმის ნიშნები).

კვლევები

მაგნიტური რეზონსანსი (არაპირდაპირი) ან პირდაპირი ანგიოგრაფია: ღვიძლის ვენური წნევის ნორმალური გრადიენტი (პორტული წნევის გაზომვა).

ულტრაბგერა დოპლეროგრაფიით და აბდომინური CT: პორტული ვენის ავსების დეფექტი, სისხლის დინების არარსებობა პორტულ ვენაში.

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პანკრეატიტის ნიშნები და სიმპტომები: მძიმე ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, რომელიც გადადის ზურგის არეში, ღებინება, ნაწლავების ხმიანობის არარსებობა, პირექსია, ჰიპოვოლემიური შოკი და კანის ფერის შეცვლა ჭიპის ირგვლლივ (კიულენის ნიშანი) და გვერდებზე (გრეი ტერნერის ნიშანი) მწვავე პანკრეატიტის დროს; მუცლის არასპეციფიკური ტკივილი გამწვავებით ჭამის დროს, დიარეა, სტეატორეა, წონის კლება და მსუბუქი პირექსია ქრონიკული პანკრეატიტის დროს.

კვლევები

მუცლის ულტრაბგერა და CT სკანირება: ელენთის ვენის თრომბოზის თვალსაჩინოება.

მაგნიტური რეზონსანსი (არაპირდაპირი) ან პირდაპირი ანგიოგრაფია: ღვიძლის ვენური წნევის ნორმალური გრადიენტი (პორტული წნევის გაზომვა).

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

განსხვავებული ნიშნები და სიმპტომები არ აღინიშნება

კვლევები

ღვიძლის ბიოფსია: მცირე ზომის რეგენერაციული კვანძები მინიმალური ფიბროზით ან მის გარეშე რეტიკულინით შეღებვისას.

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

განსხვავებული ნიშნები და სიმპტომები არ აღინიშნება

კვლევები

ღვიძლის ბიოფსია: ციროზის ნიშნები არ არის.

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

საუღლე ვენების წნევის მომატება, ტაქიკარდია და წინაგულების ფიბრილაცია.

გულის ტონები: ჩუმი, გულის მესამე ტონი (პარკუჭოვანი კაკუნი).

კვლევები

ეკგ: ტაქიკარდია, წინაგულების ფიბრილაცია, დაბალი ვოლტაჟის QRS კომპლექსები, T-ტალღის დარღვევები.

ულტრაბგერა დოპლეროგრაფიით: პარკუჭების ავსების დარღვევები.

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

თირკმელუჯრედოვანი კარცინომის ნიშნები: ჰემატურიის, გვერდის ტკივილისა და გვერის/მუცლის არეში წარმონაქმნის კლასიკური ტრიადა წონის კლებასა და ჰიპერტენზიასთან ერთად.

კვლევები

მუცლის ღრუს ულტრაბგერა და CT: ქვედა ღრუ ვენის ობსტრუქციის თვალსაჩინოება.

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ენდემურ რეგიონებში მოგზაურობის ანამნეზი.

ფებრილური ავადმყოფობის კონსტიტუციური სიმპტომები: შეუძლოდ ყოფნა, ჟრჟოლა, ოფლიანობა, წონის კლება, მადის გაქრობა, ღებინება, დიარეა, თავის ტკივილი, კუნთის ტკივილი და სისუსტე და აბდომინური ტკივილი.

ფებრილური ავადმყოფობის ნიშნები: ურტიკარიული ტიპის გამონაყარი, პირექსია და ლიმფადენოპათია

კვლევები

მაგნიტური რეზონსანსი (არაპირდაპირი) ან პირდაპირი ანგიოგრაფია: ღვიძლის ვენური წნევის ნორმალური გრადიენტი (პორტული წნევის გაზომვა).

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ფილტვის ჩართულობა: მშრალი ხველა და დისპნოე.

კანის ჩართულობა: პიგმენტაციის ცვლილება (ჰიპო ან ჰიპერპიგმენტაცია) მაკულოპაპულური დაზიანებები კანზე სახის, წელისა და კიდურების არეში; კვანძოვანი ერითემა ქვედა კიდურებზე.

თვალის ჩართულობა: წინა ან უკანა უვეიტი, თვალების სიმშრალე (სიკა) და გლაუკომა.

კვლევები

გულმკერდის რენტგენის სურათი დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობის ეტაპზე: ჰილარული ლიმფადენოპათია, დიფუზური რეტიკულონოდულარული დაჩრდილვა (პარენქიმული დაავადება) და ზედა წილის ფიბროზი.

ღვიძლის ბიოფსია: არანეკროზული/კაზეოზური გრანულომები.

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

განსხვავებული ნიშნები და სიმპტომები არ აღინიშნება

კვლევები

ანამნეზით, როგორც წესი, ვლინდება ექსპოზიციის ფაქტი.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას