გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
მოკლევადიანი
საშუალო

სუნთქვის უკმარისობა უფრო სავარაუდოა აივ-უარყოფით პაციენტებში.

პნევმოცისტური პნევმონიის მქონე პაციენტების პროგნოზი, რომლებსაც მექანიკური ვენტილაცია ესაჭიროებათ, მძიმეა.

მწვავე რესპირატორული დისტრესის მსგავსი მდგომარეობა აღინიშნება მძიმე ფორმის პნევმოცისტური პნევმონიის მქონე ზოგიერთ პაციენტში და ამ პაციენტებს არაკეთლსაიმედო პროგნოზი აქვთ.

მოკლევადიანი
საშუალო

მკურნალობის გვერდით ეფექტები ხშირია აივ-დადებით პაციენტებში და შესაძლოა მკურნალობის შეზღუდვა განაპირობოს.

ტრიმეთოპრიმ/სულფამეთოქსაზოლი: გვერდითი ეფექტები ხშირია აივ-დადებით პაციენტებში (20-85%) და მოიცავს ცხელებას, ჰიპერკალემიას, თირკმლის უკმარისობას, მიელოსუპრესიას, გამონაყარს, სტივენ-ჯონსონის სინდრომს, ჰეპატოტოქსიურობას, გულისრევას, ღებინებას და კრისტალურიას.

პენტამიდინი: როდესაც აძლევენ ინტრავენურად, შესაძლოა გამოიწვიოს ნეფროტოქსიურობა, ინფუზიასთან დაკავშირებული ჰიპოტენზია, არითმიები (მათ შორის პარკუჭოვანი ფიბრილაცია), პანკრეატიტი, ჰიპოგლიკემია, საქრიანი დიაბეტი და ელექტროლიტური დარღვევები. რეკომენდებულია, რომ პაციენტები იყვნენ გულის მუდმივი მონიტორინგის ქვეშ და ეკგ-ების მონიტორინგი ხორციელდებოდეს QT გახანგრძლივების არსებობაზე.

კლინდამიცინი: გვერდითი ეფექტები მოიცავს დიარეას, ფსევდომემბრანოზულ კოლიტს და გამონაყარს.

პრიმაქვინი:შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის სპაზმური ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მაგრამ უფრო სერიოზულ შემთხვევებში, შესაძლოა გამოიწვიოს მეთჰემოგლობინემია და ჰემოლიზური ანემია, განსაკუთრებით თ პაციენტებს აქვთ გლუკოა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზის (G6PD) დეფიციტი.

დაფსონი: შსაძლოა აგრეთვა გამოიწვიოს მეთ-ჰემოგლობინემია და ჰემოლიზური ანემია (განსაკუთრებით G6PD დეფიციტის მქონე პაციენტებში), ასევე ნეიტროპენია, გამონაყარი, ცხე;ება, ჰეპატიტი, ჰიპერკალემია, პერიფერიული ნეიროპათია და ჰეპატოტოქსიურობა.

ატოვაქონი: შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა, გამონაყარი, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ჰიპონატრემია, ჰიპერგლიკემია, ტრანსამინაზების მატება და ცხელება. არ უნდა მივცეთ რიფამპიცინთან ან რიფაბუტინთან ერთად.

მოკლევადიანი
დაბალი

პნევმოთორაქსის განვითრების ფარდობითი რისკი პნევმოცისტური პნევმონიის ანამნეზის მქონე პაციენტებში შეადგენს 14.5-ს იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არიან აივ დადებითი და ანამნეზში არ აღენიშნებათ პნევმოცისტური პნევმონიის შემთხვევა, ხოლო, საინჰალაციო პენტამიდინის მიმღებ პაციენტებში ფარდობითი რისკი შეადგენს 17.6-ს.[127] აივ-დადებითი პაციენტების ერთ სერიაში, რომლებსაც ქონდათ PCP, 104 პაციენტიდან 6-ში აღინიშნებოდა სპონტანური პნევმოთორაქსი.[128]

PCP-ს მქონე აივ-პაციენტებში პნევმოთორაქსის რისკფაქტორები მოიცავს ანამნეზში სიგარეტი მოწევას, აეროზოლური პენტამიდინით მკურნალობას და პნევმატოცელეს გულ-მკერდის რენტგენზე.[129]

გრძელვადიანი
დაბალი

იმუნური რეკონსტიტუციის ანთებითი სინდრომი არის ანთებითი რეაქცია სპეციფიკურ ანტიგენზე, რაც განპირობებულია ანტირეტროვირუსულ მკურნალობასთან (ART) დაკავშირებული იმუნიტეტის აღდგენით და შესაძლოა გამოვლინდეს ნებისმიერ ანტიგენზე (ინფექციური, მასპინძლის ან სიმსივნის), მაგრამ ხშირად ვლინდება პნევმოცისტური პნევმონიის ან სხვა ოპორტუნისტული ინფექციების დროს.[130]

PCP-ს შედეგად განვითარებული IRIS შესაძლოა გამოვლინდეს გაუარესებადი ჰიპოქსემიით, პროგრესული რადიოგრაფიული დარღვევებით და ცხელებით.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას