ეტიოლოგია

რიფტის ველის ცხელების ვირუსი (RVFV) არის ერთჯაჭვიანი რნმ ვირუსი Bunyavirales-ის რიგის Phenuiviridae ოჯახიდან (გვარი Phlebovirus) და დაკავშირებულია ჰანტავირუსთან და ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ვირუსთან. ადამიანებზე გადაცემა ხდება ინფიცირებული ვექტორის ნაკბენის ან ინფიცირებული პირუტყვის სისხლთან, ბიოლოგიურ სითხესთან ან ქსოვილებთან კონტაქტით. კოღოს რამდენიმე სახეობა, მათ შორის Aedes, Culex და Mansonia სახეობები, კომპეტენტური ვექტორებია.[7][8] ეპიდემიები დაკავშირებულია გადაჭარბებული ნალექის ან წყალდიდობის პერიოდებთან, ვინაიდან ამ დროს კოღოები მასობრივად მრავლდება და აძლიერებს რიფტის ველის ცხელების გავრცელებას.[21][22][23][24][25][26] აეროზოლის გადაცემა და ინფექცია დაფიქსირდა ლაბორატორიულ გარემოში და ამ მექანიზმით გადაცემა დაკავშირებულია ადამიანებში მძიმე დაავადებასთან. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა არ არის დოკუმენტირებული და, შესაბამისად, ადამიანი-ცხოველი-გარემოს ციკლი გადამწყვეტია პათოგენის მდგრადობისთვის.[27]

[Figure caption and citation for the preceding image starts]: რიფტის ველის ცხელების ვირუსის ეკოლოგია მოიცავს ენზოოტურ და ეპიზოოტურ ციკლებსდაავადებათა კონტროლის ცენტრები; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@12d04984

პათოფიზიოლოგია

რიფტის ველის ცხელების ვირუსს (RVFV) გააჩნია ლიპიდური გარსი 2 გლიკოპროტეინით (Gn და Gc). აღნიშნული გლიკოპროტეინები წარმოადგენენ შუალედურ რგოლს მასპინძელ უჯრედში შესვლისთვის და დაკავშირებულნი არიან ვირულენტობასთან. ამდენად, ისინი წარმოადგენენ ვაქცინების და სხვა ანტივირუსული სტრატეგიების მნიშვნელოვან კანდიდატებს (როგორიცაა ვირუსისებრი ნაწილაკების გამოყენება). ვირუსს აგრეთვე გააჩნია 2 არასტრუქტურული ცილა: NSm და NSs. NSm-ის როლი კვლავაც უცნობია; თუმცა, ნაჩვენებია, რომ NSs არის ინტერფერონის ანტაგონისტი, შესაბამისად, ამცირებს მასპინძლის ანტივირუსულ პასუხს.

RVF ვირუსის ინკუბაციის პერიოდი შეადგენს 2-6 დღეს. ინფექცია შეიძლება გამოვლინდეს რამდენიმე სხვადასხვა სინდრომის სახით, თუმცა, ადამიანების უმეტესობას სიმპტომები არა აქვს ან უვლინდება მხოლოდ როგორც მსუბუქი საერთო ავადმყოფობა.[8]

RVF მძიმე ფორმა შეიძლება განისაზღვროს, როგორც ციებ-ცხელება, ერთი ან მეტი შემდეგი პროგრესირებადი სიმპტომით: რეტინიტი, ენცეფალიტი ან ჰემორაგიული დიათეზი ჰეპატიტით, ეპიდემიების დროს.[8][28] რიფტის ველის ცხელება ასევე იწვევს სპონტანურ აბორტს ენდემურ ადგილებში ინფიცირებული ორსული ქალების დაახლოებით ნახევარში.[3] უცნობია, თუ რა მიზეზების გამო უვითარდება ზოგიერთ პაციენტს მძიმე დაავადება ან გართულებები, ეს მიმდინარე კვლევების საგანს წარმოადგენს. ადრე ჩატარებული კვლევების მიხედვით სავარაუდოა, რომ გენეტიკურმა პოლიმორფიზმებმა შესაძლოა გაზარდოს მძიმე RVF დაავადების განვითარების რისკი და რომ კონკრეტული ცალკეული ნუკლეოტიდების პოლიმორფიზმები შესაძლოა პირდაპირ იყოს დაკავშირებული მძიმე სიმპტომების გამოვლენასთან.[29] სხვა კვლევების მიხედვით, სავარაუდოა, რომ მძიმე დაავადების რისკი შეიძლება გაიზარდოს ასაკის, საქონლის აბორტის პროდუქტებთან კონტაქტის ან დაკვლის და დაჭრის საქმიანობის შედეგად.[28] აუცილებელია შემდგომი კვლევები მძიმე RVF დაავადების მექანიზმების და მასთან დაკავშირებული პათოგენეზის დასადგენად.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას