შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
34 წლის, 3 შვილის დედა მოსულია ოჯახის ექიმთან ორივე მხარეს მუცლის ქვედა კვადრანტში სპაზმური ტკივილის 3 კვირიანი ანამნეზით. მას აქვს ხშირი, მცირე რაოდენობით დეფეკაცია, რომელსაც თან ახლავს მცირეოდენი ლორწო, მაგრამ არა სისხლი. სიმპტომები უმჯობესდება ნაწლავის მოქმედებით ან გაზების გამოშვებით. მას ეს სიმპტომები თითქმის ყოველთვე აქვს, მას შემდეგ რაც კოლეჯში სწავლობდა, მაგრამ გაუარესდა უახლოეს წარსულში. წარსული ისტორია არ აქვს, გარდა სამი ნორმალური ორსულობისა. ოჯახური ანამნეზი უარყოფითია ნაწლავის კიბოზე. მის დას აქვს მსგავსი პრობლემა, მაგრამ არ ყოფილა ექიმთან. პირადმა/სოციალურმა ანამნეზმა დაადგინა რომ ის არის მოლარე და მუშაობს დღის უდიდესი ნაწილის განმავლობაში. მისი კომპანია უერთდება სხვა კომპანიას და შიშობს, რომ შეიძლება დაკარგოს სამსახური. მას არ დაუკლია წონაში ან არ ჰქონია სხვა კონსტიტუციონალური სიმპტომები. გასინჯვისას ერთადერთი ნიშანია მსუბუქი მტკივნეულობა ქვედა მარჯვენა კვადრანტში, წარმონაქმნი არ ისინჯება.
შემთხვევის ანამნეზი #2
40 წლის დიასახლისი უჩივის განმეორებით ყაბზობას. მას ეს პრობლემა აქვს 20 წლის ასაკიდან, თუმცა ახლა გაუარესდა. ყაბზობას თან ახლავს მუცლის შებერვა და ტკივილი, და დისკომფორტი უმჯობესდება ნაწლავთა მოქმედებისას. თავისი გინეკოლოგის რჩევით მან ჩართო მეტი ბოჭკოვანი საკვები დიეტაში, მათ შორის ახალი ხილი და ფურცლოვანი ბოსტნეული, მაგრამ ამან კიდევ უფრო გააუარესა მუცლის შებერვა. მისი წარსული ისტორია მოიცავს ქოლეცისტექტომიასა და ჰისტერექტომიას. გასინჯვისას სრულიად ნორმალურია. რექტული გასინჯვით ვლინდება განავლის ნორმალური კონსისტენცია. განავლის ნიმუშები უარყოფითია ფარულ სისხლზე.
სხვა გამოვლინებები
პაციენტებს ასევე შეიძლება აღენიშნებოდეთ მონაცვლეობითი დიარეა და ყაბზობა, რომელიც დაკავშირებულია მუცლის ტკივილთან.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას