კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

სისხლის საერთო ანალიზი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ინფექციით განპირობებული ანთებითი პასუხის ნიშანი. კვლევებმა დაადგინა, რომ ჰოსპიტალიზაციისას სისხლის თეთრი უჯრედების მომატებული რაოდენობა დაკავშირებულია ხანგრძლივ ჰოსპიტალიზაციასთნ.[13][14][17][36]

შედეგი

ლეიკოციტოზი მარცხნივ გადახრითი (მწვავე ინფექცია)

პანორამული რენტგენოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

Extra-oral screening dental x-ray, საშუალებას იძლევა მოხდეს სწრაფი სკრინინგი რათა გამოირიცხოს უფრო შორსწასული პათოლოგია, მოტეხილობა და რეტენირებული კბილის შეფასება. შესაძლოა გამოავლინოს ცისტები ან გრანულომა და კბილის შორსწასული დაზიანება.

არ არის ისე დეტალური როგორც პერიაპიკალური რენტგენოგრაფია და შესაბამისად არ არის იმდენად კარგი ადრეული დაზიანების ან პერიოდონტალური ძვლის დანაკარგის შესაფასებლად. თუმცა ახდენს პირის ღრუს ვიზუალიზაციას ერთი სურათით.[Figure caption and citation for the preceding image starts]: პანორამული რენტგენოგრაფია აჩვენებს პერიაპიკალურ აპსცესს, რომელიც დაკავშირებულია ქვედა მარცხენა მეორე ძირითად კბილთან.From the personal collection of Melanie S. Lang and Thomas B. Dodson [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@4d98537f[Figure caption and citation for the preceding image starts]: პანორამული რენტგენი აჩვენებს ზოგად შორსწასულ ჰორიზონტალური პერიოდონტალური ძვლის დაკარგვას პერიაპიკალურ რენტგენოგამჭირვალობასთან ერთად (იხილეთ ისარი) რაც დაკავშირებულია მარცხენა ქვედა ყბის პირველ დიდ ძირითად კბილთან (მოლართან).From the personal collection of Melanie S. Lang and Thomas B. Dodson [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@281db809

შედეგი

პერიაპიკალური რენტგენოგამჭირვალობა (დიდი აბსცესებით); შორსწასული ჰორიზონტალური პერიოდონტალური ძვლის დაკარგვა (პერიოდონტალური დაავადება)

გასათვალისწინებელი კვლევები

პერიაპიკალური რენტგენოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

Intra-oral screening dental x-ray, რომელიც იღებს მთლიან კბილსა და ირგვლივმდებარე ძვალს დეტალურად. ავლენს დაზიანების ადგილებს და კბილის პულპასთან კავშირს, ისევე როგორც პერიაპიკალური ძვლის ადრეულ ცვლილებებს.

დამხმარეა კონკრეტული კბილის ტკივილის წყაროსა და ენდოდონტური ( ფესვის არხის) შესაძლო საჭირო მკურნალობის დადგენისთვის.[Figure caption and citation for the preceding image starts]: პერიაპიკალური რენტგენი აჩვენებს დიდ პერიაპიკალურ რენტგენოგამჭირვალობას, რომელიც დაკავშირებულია კბილის არხთან- მკურნალობა მოხდა ლატერალური კვეთით; საბოლოო პათოლოგია შეესაბამებოდა პერიაპიკალურ ცისტას.From the personal collection of Melanie S. Lang and Thomas B. Dodson [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@5d761d2e

შედეგი

პერიაპიკალური რენტგენოგამჭვირვალობა (ქრონიკული პერიაპიკალური აბსცესი); ალვეოლური ძვლის დონის შემცირება (პერიოდონტალური დაავადება); კბილის ადრეული დაზიანება

თავისა და კისრის CT (კონტრასტით)

ტესტი
შედეგი
ტესტი

შესაძლოა შეკვეთა მოხდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში თუ პანორამული ან პერიაპიკალური რენტგენოგრაფია არ არის ხელმისაწვდომი.

დამხმარეა ოპერატიული მიდგომის დასაგეგმად და იმის განსასაზღვრავად თუ სად არის დრენირებადი ადგილობრივი ჩირქის ან სითხის გროვა.

შესაძლოა დამხმარე იყოს დრენირების ადგილის ან სითხის/ჩირქის გროვის ნარჩენი ადგილის შესაფასებლად.[Figure caption and citation for the preceding image starts]: საგიტალური CT სკანირება კონტრასტით, აჩვენებს ყბისქვეშა სივრცის აბსცესსFrom the personal collection of Melanie S. Lang and Thomas B. Dodson [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@69d0e163

შედეგი

ლატერალურ ფარინგულ სივრცეში, რეტროფარინგული სივრცეში, ორბიტაში, ტვინში, კისერში ან შუასაყარში ინფექცია/ჩირქის გროვა.

ინფექციის ადგილის ასპირაცია გრამის წესით შეღებვა/ კულტურა და სენსიტიურობა

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეამოწმეთ აერობული და ანაერობული კულტურა. ზოგიერთი მდგომარეობისას, გარდა ბაქტერიული კულტურისა შესაძლოა განსახილველი იყოს სოკოვანი ან ვირუსული ტესტირება.

შედეგებისთვის ხშირად რამდენიმე დღეა საჭირო; შესაბამისად; ხშირად არ არის საჭირო მსუბუქი ფორმის ინფექციებთან, ვინაიდან პაციენტი ხშირად გამოჯანმრთელდება ინფექციიდან, სანამ კულტივირების პასუხი საბოლოოდ გახდება ცნობილი. თუმცა შესაძლოა დამხმარე იყოს ანტიბიოტიკების არჩევის დროს პასუხის არ მქონე რეზისტენტული ორგანიზმებით განპირობებული ინფექციებისას.

შედეგი

ცვალებადია

CRP

ტესტი
შედეგი
ტესტი

როგორც წესი მომატებულია ანთების არსებობისას.

დამხმარეა განისაზღვროს დაავადების პროგრესირება და მკურნალობის ეფექტიანობა.

ერითროციტების დალექვის სიჩქარესთან შედარებით უფრო მეტად სენსიტიური და ზუსტია მწვავე ფაზის ანთებითი პასუხისას.

ერითროციტების დალექვის სიჩქარესთან შედარებით უფრო სწრაფად უბრუნდება ნორმის ზღვარს.

ქირურგიული განაკვეთისა და დრენირების შემდეგ მეორე დღეს მომატებული დონე პროგნოზირებს განმეორებითი ოპერაციის საჭიროებას.[12]

შედეგი

მოამტებულია

ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს)

ტესტი
შედეგი
ტესტი

როგორც წესი მომატებულია ანთების არსებობისას.

დამხმარეა განისაზღვროს დაავადების პროგრესირება და მკურნალობის ეფექტიანობა.

C-რეაქტიულ ცილასთან შედარებით ნაკლებად სენსიტიური და ზუსტია მწვავე ფაზის ანთებითი პასუხისას.

შედეგი

მოამტებულია

სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა

ტესტი
შედეგი
ტესტი

როგორც წესი ნორმალურია მსუბუქი ფორმის ინფექციისას; თუმცა ელექტროლიტების პათოლოგია ხშირად ვითარდება პერორალურად შემცირებული მიღების დროს აგრესიულ ინფექციასთან ან სეფსისთან ერთად და შესაძლოა დაკავშირებული იყოს თანმხლებ მდგომარეობებთან.

შედეგი

ძირითადად ნორმალურია; ხშირად არეულია მძიმე ფორმის ინფექციის დროს.

პლაზმის ფიბრინოგენის დონე

ტესტი
შედეგი
ტესტი

მწვავე ფაზის ცილა შესაძლოა მომატებული იყოს ნებისმიერი ფორმის ანთების დროს.

შედეგი

მოამტებულია

თავისა და კისრის MRI

ტესტი
შედეგი
ტესტი

იშვიათადაა რეკომენდებული. მიუხედავად იმისა, რომ MRI აქვს უპირატესი კონტრასტული მიმოხილვა, იგი იშვიათადაა სასარგებლო მწვავე ინფექციისს, გარდა იმ პაციენტებისა რომელთაც აქვთ თვალის/ორბიტალური ინფექცია. ამ პაციენტებისთვის ის გამოსადეგია რათა შეფასდეს მხედველობის ნერვის იშემიის/ინფარქტის განვითარება. აგრეთვე, შესაძლოა დამხმარე იყოს ანთებითი და ნეოპლაზმური დაზიანებების დიფერენცირებისთვის.

არ არის გამოსადეგი სასუნთქი გზების შესაძლო კომპრომისისას, ვინაიდან სხვა ვიზუალიზაციურ ტესტებთან შედარებით დიდი დრო სჭირდება შესასრულებლად. აგრეთვე, არ არის გამოსადეგი კლაუსტროფობიის მქონე პაციენტებში, ან რომელთაც აქვთ პეისმეიკერი ან იმპლანტირებული მეტალის მოწყობილობა (განსაკუთრებით თუ გაკეთებულია უჟანგავი მეტალით).

შედეგი

ლატერალურ ფარინგულ სივრცეში, რეტროფარინგული სივრცეში, ორბიტაში, ტვინში, კისერში ან შუასაყარში ინფექცია/ჩირქის გროვა.

ფასციალური სივრცეების ულტრაბგერითი გამოკვლევა

ტესტი
შედეგი
ტესტი

შედარებით იაფი, არაივაზიური, პორტატული და ეფექტური დიაგნოსტიკური საშუალება.

შეუძლია ინფექციის ეტაპის დადგენა და ზედაპირულ ფასციალურ სივრცეებში აბსცესის ფორმირების დამტკიცება.

აშშ-თან შედარებით უფრო მეტად გავრცელებულია ევროპაში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში.[37]

შედეგი

აბსცესის ჩამოყალიბება

პულპის ელექტრული ტესტირება

ტესტი
შედეგი
ტესტი

სრულდება სტომატოლოგის მიერ,რათა დადგინდეს კბილის სიცოცხლისუნარიანობა.

შედეგი

არ პასუხობს მეორადად განვითარებულ პულპის ნეკროზს პერიაპიკალურ აბსცესთან ერთად.

თერმული ტესტირება

ტესტი
შედეგი
ტესტი

სრულდება სტომატოლოგის მიერ,რათა დადგინდეს კბილის სიცოცხლისუნარიანობა.

შედეგი

არ პასუხობს მეორადად განვითარებულ პულპის ნეკროზს პერიაპიკალურ აბსცესთან ერთად.

სისხლის კულტურები

ტესტი
შედეგი
ტესტი

შესაძლოა სასარგებლო იყოს თუ პაციენტს განუვითარდება სეფსისი.

იშვიათად მიმართავს ოდონტოგენური ინფექციის მართვას.

სისხლის დადებითმა კულტურამ უნდა გააფართოოს დეფერენციალური დიაგნოზი.

შედეგი

უარყოფითია მსუბუქი ფორმის ინფექციისას

ახალი ტესტები

C-ტერმინალური cross-linking ტელოპეპტიდი (CTX)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ბიოლოგიური ინდექსი ძვლის რემოდელირებისა და რეზორბციის გასაზომად. ანამნეზის შეგროვებასა და გასინჯვასთან ერთად გამოიყენება როგორც სკრინინგის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რათა შეფასდეს წამლისმიერი (მაგ. ბისფოსფონატები, დენოზუმაბი) ყბის ოსტეონეკროზის შესაძლებლობა.[30][31][32][33][34]

შემცირებული დონე შესაძლოა მიუთითებდეს წამლით განპირობებული ყბის ოსტეონეკროზის საშუალო რისკზე.

შედეგი

შეიძლება გამოყენებულ იქნას ბისფოსფონატის გარემოებაში

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას