მონიტორინგი

შიგელოზის მქონე პაციენტთა უმრავლესობა სრულად გამოჯანმრთელდება. გამოჯანმრთელების შემდეგ მომდევნო გახანგრძლივებული მონიტორინგის საჭიროება არ არსებობს.[24]მიუხედავად ამისა, მონიტორინგი შესაძლოა ნაჩვენები გახდეს გართულებების მქონე პაციენტებისთვის.

მალნუტრიცია ხშირად გამოწვეულია, ან გამწვავებულია მძიმე ფორმის შიგელოზის შედეგად და საჭიროებს ზედმიწევნით მონიტორინგს პაციენტის სრული გამოჯანმრთელების მიღწევამდე. ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის მქონე პაციენტებს შესაძლოა განუვითარდეთ რეზიდუალური ჰიპერტენზია და თირკმლის ქრონიკული დისფუნქცია. რეაქტიული ართრიტის განვითარებისას ჩნდება რევმატოლოგიური მონიტორინგის საჭიროება.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას