კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

თავის CT-ით

ტესტი
შედეგი
ტესტი

გარდამავალი იშემიური შეტევის, ან შესაძლო იშემიური ინსულტის მქონე ყველა პაციენტს სასურველია დასაწყისშივე ჩაუტარდეს კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირება ინტრაკრანიული სისხლჩაქცევის გამოსარიცხად.[102][119][Figure caption and citation for the preceding image starts]: თავის ტვინის არაკონტრასტული კტ სკანირება ავლენს მარცხენა ბაზალური განგლიის ქვემწვავე იზოლირებულ ინფარქტს მარცხენა ფრონტალური რქის??? მასის ეფექტით.Courtesy of BMJ Case Reports 2009; doi:10.1136/bcr.10.2008.1139 [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@aa6a7a6

ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტი, რომელიც საჭიროა ჰემორაგიული იშემიური ინსულტის დიფერენცირებისთვის, როგორც მწვავე ინსულტის თერაპიის აუცილებელი ეტაპი.[135]

გამოიყენეთ ალბერტას ინსულტის პროგრამის ადრეული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ქულა ქულა (ASPECTS) 1 (10-ბალიანი რაოდენობრივი ტოპოგრაფიული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირების ქულა) იშემიური ინსულტით გამოწვეული ადრეული ცვლილებების შესაფასებლად.

ბევრ შემთხვევაში იშემიური ინსულტის ფონზე კომპიუტერულ-ტომოგრაფიული მონაცემები ნორმალურია პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში.[136]

შედეგი

თავის ტვინის პარენქიმის ჰიპოექოგენობა (სიბნელე); ნაცრისფერი და თეთრი ნივთიერების დიფერენცირების დაკარგვა; სიმკვრივის მომატება არტერიაში მიუთითებს შესაძლო თრომბოზზე; თრომბის პირდაპირი ვიზუალიზაცია ან ვენების შევსების არარსებობა შეიძლება მიუთითებდეს ცერებრალური ვენების თრომბოზზე.

თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა (MRI)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, განსაკუთრებით დიფუზურად შეწონილი და ექოგრადიენტული სეკვენსირებით უფრო დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის ინსულტის შესახებ, ზუსტად მიუთითებს იშემიური ინფარქტის ადგილმდებარეობას და შეიძლება, მიზეზობრივი ინფორმაციაც მოგვაწოდოს.[Figure caption and citation for the preceding image starts]: (A) არაკონტრასტული T1-შეწონილი მრტ. (B) პოსტ-კონტრასტული T1-შეწონილი მრტ გვიჩვენებს ლეპტომენინგიალური სისხლძარღვების მინიმალურ გადიდებას მარჯვენა ფრონტალურ რეგიონში. (C) დიფუზურ-შეწონილი გამოსახულება (DWI), რომელიც წარმოგვიდგენს ჰიპერინტენსიურ უბანს მარჯვენა ფრონტალურ რეგიონში. (D) აშკარა დიფუზიის კოეფიციენტის (ADC) რუკაზე ჩანს ჰიპოინტენსიური კერა, რაც მიუთითებს შეზღუდულ დიფუზიაზე, რაც ურთიერთკავშირშია DWI მაღალ ინტენსიურობასთან და ექსპონენციურ დიფუზიასთან. (E) ADC მაჩვენებელი არის 0.22X10^-3mm^2/წამში, რაც შეესაბამება უმწვავეს ინფარქტს.ერიკ ე. სმიტის პერსონალური კოლექციიდან; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@16bc0bd8[Figure caption and citation for the preceding image starts]: (A) T2-შეწონილი სურათი გვიჩვენებს გაძლიერებულ სიგნალს, რომელიც წარმოადგენს პროლონგირებულ T2-ს. წარმოაჩენს პათოლოგიურ T2-ს 153.38 მწმ მარცხნივ, შედარებით ნორმალურ კონტრალატერალურ მხარესთან (96 მწმ). მიაქციეთ ყურადღება, რომ დაზიანების კერა განლაგებულია აღმავალ ფრონტალურ ხვეულზე. (B) ექო გრადიენტული სურათი ავლენს ჰემოსიდერინის ნაერთებს რკინის მაგნიტის მგრძნობელობის გამო. უარყოფითი შედეგის შემთხვევაშიერიკ ე. სმიტის პერსონალური კოლექციიდან; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@eff49cc

თუმცა, მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას შეიძლება დასჭირდეს 30 წუთზე მეტი და არ არის უნივერსალურად ხელმისაწვდომი.

მეტი მგრძნობელობით გამოირჩევა ინფარქტისადმი და ერთნაირი მგრძნობელობით ჰემორაგიისადმი, კტ შედარებით.[137] პაციენტებში, რომლებსაც ეღვიძებათ ინსულტით ან აღენიშნებათ გამოვლინების გაურკვეველი დრო საბაზისო წერტილიდან ან ბოლოს თავის დამაკმაყოფილებლად გრძნობიდან >4.5 საათის შემდეგ, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შესრულება შესაძლებელია დიფუზია-დადებითი სითხით შესუსტებულ ინვერსიულ აღდგენაზე (FLAIR) უარყოფითი დაზიანებების აღმოსაჩენად. ეს შეუსაბამობა დიფუზიით შეწონილ გამოსახულებასა და მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიაზე FLAIR ნიშნებს შორის შეიძლება სასარგებლო იყოს იმ ადამიანების შესარჩევად, ვინც შეიძლება ისარგებლოს ალტეპლაზას ინტრავენური შეყვანით ინსულტის სიმპტომების ამოცნობიდან 4,5 საათის განმავლობაში, ან ბოლოს პაციენტის დამაკმაყოფილებლად ყოფნიდან 10 საათის ფარგლებში.[119] მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიულმა სკანირებამ დიფუზიური შეწონვის ვიზუალიზაციის (DWI) და FLAIR სექვენირების გამოყენებით, შეიძლება გამოავლინოს ტვინის გადარჩენადი ქსოვილი (ჩნდება როგორც დაზიანება, რომელიც ჩანს DWI-ზე, მაგრამ არა FLAIR-ის სექვენირებით) მწვავე ინსულტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ინსულტმა გააღვიძა, ან პაციენტებში, რომლებშიც ინსულტის დაწყების დრო უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გაურკვეველია.[121] პაციენტების ორივე ამ ჯგუფს შეუძლია ისარგებლოს ინტრავენური თრომბოლიზით.[122][123]

წინააღმდეგნაჩვენებია პაციენტებში, ვისაც რაიმე მეტალის ნივთი აქვს ჩანერგილი, როგორიცაა ხელოვნური რითმის მატარებელი.

ზოგიერთი სპეციალიზირებული ინსულტის ცენტრი იყენებს მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას როგორც საწყის, უპირატეს მეთოდს, რითაც ანაცვლებენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას.

ზოგიერთ ცენტრში შეიძლება, გამოვიყენოთ ქვემწვავე ფაზაში, კტ შემდეგ.

შედეგი

მწვავე იშემიური ინფარქტი აშკარად ჩანს დიფუზიური წონით გამოსახულებაზე (DWI); მოგვიანებით ეტაპებზე, T2 სურათებმა შეიძლება ასევე აჩვენოს გაზრდილი სიგნალი იშემიურ ტერიტორიაზე; დაზიანება, რომელიც ჩანს DWI თანმიმდევრობით, მაგრამ არა სითხის შესუსტების ინვერსიის აღდგენის (FLAIR) თანმიმდევრობით ინსულტის დაწყებიდან 4,5 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება მიუთითებდეს თავის ტვინის ქსოვილის არსებობაზე; თრომბის პირდაპირი ვიზუალიზაცია ან ვენების შევსების არარსებობა შეიძლება მიუთითებდეს ცერებრალური ვენების თრომბოზის შესახებ

კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ან მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ყველა პაციენტს, მსხვილი სისხლძარღვის ოკლუზიის ეჭვით, რომელიც აღენიშნებათ ინსულტის დაწყებიდან 6 საათის განმავლობაში და მექანიკური თრომბექტომიის ჩვენებებით, უნდა ჩაუტარდეთ CT ანგიოგრაფია (CTA) ან მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია, რათა შეფასდეს არის თუ არა თრომბექტომია ნაჩვენები. პაციენტებში, წინა ცირკულაციის ცერებრალური ინფარქტის სიმპტომებით ან გარდამავალი იშემიური შეტევით (TIA), რომლებიც არიან რევასკულარიზაციის კანდიდატები, რეკომენდებულია არაინვაზიური საძილე არტერიების ვიზუალიზაცია კაროტიდების ულტრასონოგრაფიით, CTA ან MR ანგიოგრაფიით სტენოზის ან ინტრაკრანიალური, კაროტიდული ან აორტის სისხლძარღვების ფოლაქების სკრინინგისთვის.[102][120]თავის CTA არის ინტრაკრანიალური სისხლძარღვების შეფასების ყველაზე სწრაფი საშუალება მსხვილი სისხლძარღვების ოკლუზიური ინსულტის დროს.[120]კისრის CTA შეიძლება სწრაფად იქნას მიღებული თავის CTA-სთან ერთად და შესაძლოა დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდოს ინსულტის ეტიოლოგიის შესახებ, ასევე შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ენდოვასკულარული ქირურგიის დაგეგმვისთვის ენდოვასკულარული თერაპიისას.[102][120]

შედეგი

გამოავლენს არტერიის ოკლუზიას, ან სტენოზს

კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ან მაგნიტურ-რეზონანსული პერფუზია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ინსულტის მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც განუვითარდათ ინსულტი გაღვიძებისას ან ინსულტის დაწყებიდან უკანასკნელი 24 საათია, CTA ან MR ანგიოგრაფია პლუს CT პერფუზია ან MR პერფუზია უნდა ჩატარდეს თრომბექტომიის შესაძლებლობის მოსაძებნად 6-დან 24 საათამდე პაციენტის კარგად ყოფნიდან.[119][120]​​[123]

შედეგი

პერფუზიისა და დიფუზიის სკანირებას შორის შეუსაბამობა მიუთითებს პენუმბრას არსებობაზე და მიუთითებს, რომ მკურნალობა შეიძლება კვლავ ეფექტური იყოს ჩვეულებრივი ზღვრული დროის შემდეგაც

შრატის გლუკოზა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ჰიპოგლიკემიის, როგორც კეროვანი ნევროლოგიური ნიშნების მიზეზის, გამორიცხვა.

ჰიპერგლიკემია დაკავშირებულია იშემიური ინსულტის ცუდ შედეგთან და ჰემორაგიული ტრანსფორმაციის რისკთან.[138][139][140]

გარდამავალი იშემიური ინსულტის, ან ინსულტის მქონე ყოველი პაციენტი სასურველია, გამოვიკვლიოთ შაქრიანი დიაბეტის გამოსარიცხად უზმოზე პლაზმაში შაქრის შემცველობის, ან გლიკოზირებული ჰემოგლობინის გაზომვით, ან გლუკოზისადმი ორალური დატვირთვის ტესტის ჩატარებით.[102]

სისხლში გლუკოზის შეფასება წინ უნდა უსწრებდეს ინტრავენური თრომბოლიზის დაწყებას.[119]

შედეგი

შეიძლება გამოვრიცხოთ ჰიპო/ჰიპერგლიკემია

სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ელექტროლიტური დარღვევების, როგორც ფოკალური ნევროლოგიური დარღვევების გამომწვევის, გამორიცხვა.

შედეგი

შეიძლება გამოირიცხოს ელექტროლიტური დარღვევა, როგორიცაა ჰიპერ- ან ჰიპონატრიემია, ან ჰიპერ- ან ჰიპოკალიემია

შრატში შარდოვანა და კრეატინინი

ტესტი
შედეგი
ტესტი

თირკმლის უკმარისობა შეიძლება, შესაძლო წინააღმდეგჩვეენება იყოს ინსულტის დროს ზოიერთი ჩარევისთვის.

შედეგი

შეიძლება, გამოირიცხოს თირკმლის უკმარისობა

გულის ენზიმები

ტესტი
შედეგი
ტესტი

ინსულტი შეიძლება, დაკავშირებული იყოს თანმხლებ მიოკარდიუმის ინფარქტთან.[102]

შედეგი

შეიძლება გამოირიცხოს მიოკარდიუმის ინფარქტი

ელექტროკარდიოგრამა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ტარდება გულის არითმიების, ან იშემიის გამოსარიცხად, რაც შედარებით ხშირია იშემიური ინსულტის დროს.[102]

ახლანდელი დიაგნოსტიკური პროტოკოლები გვთავაზობენ, რომ პაციენტი სულ ცოტა, 24 საათი იყოს ეკგ მონიტორზე მოციმციმე არითმიის გამოსარიცხად. ეკგ-ს მონიტორინგი გულის ჩასადგმელი მონიტორის გამოყენებასთან ერთად უპირატესია ჩვეულებრივ ეკგ მონიტორინგთან შედარებით წინაგულების ფიბრილაციის დიაგნოსტიკის მხრივ, კრიპტოგენური ინსულტის მქონე პაციენტებში.[124]

კრიპტოგენული ინსულტის, ან გარდამავალი იშემიური შეტევის მქონე პაციენტები, რომლებიც 55 წლის, ან უფრო მოზრდილი ასაკის არიან, იმყოფებოდნენ არაინვაზიური ამბულატორული ეკგ დაკვირვების ქვეშ 30 დღის განმავლობაში, რათა ექიმებმა შეძლონ პაროქსიზმული მოციმციმე არითმიის დიაგნოსტირება და მკურნალობა.[125] რიტმის გრძელვადიანი მონიტორინგი (გულის მობილური ამბულატორიული ტელემეტრიით, იმპლანტირებული ციკლური ჩამწერით ან სხვა მიდგომით) მიზანშეწონილია გაურკვეველი ეტიოლოგიის ინსულტის მქონე პაციენტებში წყვეტილი წინაგულების ფიბრილაციის გამოსავლენად.[102]

შედეგი

შეიძლება, გამოირიცხოს არითმია, ან იშემია

FBC

ტესტი
შედეგი
ტესტი

გამოიყენება, რათა გამოვავლინოთ მდგომარეობა, რომელიც შეიძლება, მწვავე იშემიური ინსულტის მკურნალობისა და ჩარევის შესაძლო წანააღმდეგჩვენებას წარმოადგენდეს. გამორიცხავს ანემიას, ან თრომბოციტოპენიას თრომბოლიტიკების, ანტიკოაგულანტების , ან ანტითრომბული პრეპარატების სავარაუდო გამოყენებამდე.

შედეგი

შეიძლება გამოირიცხოს ანემია, თრომბოციტოპენია ან პოლიციტემია

კოაგულოპათიის სკრინინგი

ტესტი
შედეგი
ტესტი

თუ პაციენტს ანამნეზში არ აღენიშნება ანტიკოაგულანტების მიღება, ან კოაგულოპათია, ან მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება, ის გამოიწვიოს, მაშინ ინტრავენური თრომბოლიზისის გადადება არ არის საჭირო ანალიზის პასუხის მიღებამდე.[119] პაციენტებში კრიპტოგენური ინსულტით და დადასტურებული ცერებრალური ვენური თრომბოზით, მიზანშეწონილია ჩატარდეს ტესტები მემკვიდრეობითი ან შეძენილი ჰიპერკოაგულაციის მდგომარეობის შესაფასებლად.[8][102]​​​

შედეგი

შეიძლება გამოავლინოს კოაგულოპათია

გასათვალისწინებელი კვლევები

შრატში ტოქსინების გამოვლენა

ტესტი
შედეგი
ტესტი

უტარდება ზოგიერთ პაციენტს, თუ ეჭვი ჩნდება ტოქსიკური ნივთიერებების მიღებაზე. კრიპტოგენური ინსულტის მქონე პაციენტებში მიზანშეწონილია ნარკოტიკების, უკანონო ნივთიერებების მოხმარებაზე ტესტების ჩატარება (მაგ. კოკაინი და ამფეტამინები). ნიშნები და სიმპტომები შეიძლება, ინსულტის მსგავსი იყოს.[102]

შედეგი

შეიძლება, გამოირიცხოს ალკოჰოლის მიღება და ნარკოტიკების მოხმარება

ინფექციის სკრინინგი

ტესტი
შედეგი
ტესტი

კრიპტოგენური ინსულტის მქონე პაციენტებში მიზანშეწონილია ტესტების ჩატარება სისხლის მიმოქცევის ან თავზურგტვინის სითხის ინფექციების არსებობაზე და ინფექციებზე, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის ვასკულიტი (მაგ., ვარიცელა ზოსტერის ვირუსი, აივ და სიფილისი).[102] პაციენტებში დადასტურებული ცერებრალური ვენური თრომბოზით, მიზანშეწონილია ჩატარდეს ტესტები ინფექციებზე, როგორიცაა COVID-19.[8][92][93]

შედეგი

დადებითია თუ არსებობს ინფექცია (მაგ., ვარიცელა ზოსტერის ვირუსი, აივ, სიფილისი, COVID-19)

გენეტიკური კვლევა

ტესტი
შედეგი
ტესტი

პაციენტებში კრიპტოგენური ინსულტით ან დადასტურებული ცერებრალური ვენური თრომბოზით, მიზანშეწონილია ჩატარდეს გენეტიკური ტესტები მემკვიდრეობითი დაავადებებზე, რომლებიც დაკავშირებულია ინსულტთან კლინიკური ჩვენებით.[8][102]ტესტირებამ შეიძლება გამოავლინოს ერთი გენის დარღვევები ინსულტით, როგორც პირველადი გამოვლინება (მაგ., ცერებრალური აუტოსომურ-დომინანტური არტერიოპათია სუბკორტიკალური ინფარქტით და ლეიკოენცეფალოპათიით [CADASIL], ცერებრალური აუტოსომურ-რეცესიული არტერიოპათია სუბკორტიკალური ინფარქტით და ლეიკოენცეფალოპათიით [CARASIL], ოჯახური ცერებრალური ამილოიდური ანგიოპათია).[126]

შედეგი

შეიძლება ვლინდებოდეს გენეტიკური დაავადების ნიშნები.

გულმკერდის რენტგენზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

კარდიოპულმონური ნიშნების, ან სიმპტომების გამოვლინებისას გულმკერდის რენტგენოგრაფიით შეიძლება, სხვა თანმხლები პათოლოგია გამოვავლინოთ.

შედეგი

ნორმის ფარგლებშია; ან ავლენს კარდიომეგალიას, აორტის განშრევებას, ან პნევმონიას

კომპიუტერული ტომოგრაფია ან ციფრული სუბტრაქციული ვენოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

თუ რუტინული ვიზუალური კვლევები არტერიის ოკლუზიას ვერ გამოავლენენ და თუ ინფარქტის უბნის ვიზუალიზაცია და კლინიკური მონაცემები ვენური ინსულტის მახასიათებლებზე მიუთითებს (მაგ. იშემიური უბანი არ შეესაბამება სისხლძარღვის მომარაგების არეს, გამოხატული ჰემორაგიული ტრანსფორმაცია და/ან შეშუპება, აუხსნელი გულყრები პაციენტის შემოსვლისას, ქალასშიდა წნევის მატების ნიშნები), მაშინ ცერებრული ვენური სინუსის გამავლობა შეიძლება შეფასდეს ვენოგრაფიით (კომპიუტერულ-ტომოგრაფიული, მაგნიტურ-რეზონანსული ან ციფრული სუბტრაქციული ვენოგრაფია).[8]ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზის დიაგნოზის დასადასტურებლად რეკომენდებულია მაგნიტურ-რეზონანსული ვენოგრაფია.[8]CT ვენოგრაფია არის გონივრული ალტერნატივა შეზღუდული რესურსების მქონე ცენტრებში ან თუ წინასწარ ტესტირების ალბათობა დაბალია.[8]ციფრული სუბტრაქციული ვენოგრაფია ჩვეულებრივ გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც განიხილება ინვაზიური მკურნალობა[8]

შედეგი

ავლენს ავსების დეფექტებს („ცარიელი დელტა ნიშანი“), ვენური ინფარქტი

კაროტიდების ულტრაბგერითი გამოკვლევა

ტესტი
შედეგი
ტესტი

უფრო ხშირად ტარდება ქვემწვავე სტადიაში საძილე არტერიების სტენოზის გამოსავლენად, ან პაციენტებში, რომლებთანაც საკონტრასტო ნივთიერება ან მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია უკუნაჩვენებია.

შედეგი

გამოავლენს კისრის არტერიების ოკლუზიას, ან კრიტიკულ სტენოზს

ექოკარდიოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

კრიპტოგენური ინსულტის მქონე პაციენტებში ექოკარდიოგრაფია კონტრასტით ან მის გარეშე მიზანშეწონილია, რათა შეფასდეს ცერებრალური ემბოლიის შესაძლო გულის წყაროები ან ტრანსკარდიული გზები.[102] თავის ტვინში კარდიოაორტის ემბოლია შეადგენს იშემიური ინსულტების დაახლოებით 15%-დან 30%-მდე წილს.[2][127] ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია (TTE) უპირატესია ტრანს-ეზოფაგური ექოკარდიოგრაფიაზე (TOE) მარცხენა პარკუჭის (LV) თრომბის გამოსავლენად, მაგრამ ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია უპირატესია ტრანსთორაკალურ ექსოკარდიოგრაფიაზე, მარცხენა წინაგულის თრომბის, აორტის ათერომის, სარქვლის პროთეზირების ანომალიების, სარქვლის პათოლოგიების, ძგიდის ანომალიების და გულის სიმსივნეების გამოვლენაში.[102]

შედეგი

განსაზღვრავს წინაგულების და პარკუჭების თრომბს, აორტის ათერომას, სარქვლის პროთეზირების ანომალიებს, სარქვლის ბუნებრივ ანომალიებს, წინაგულთაშუა ძგიდის ანომალიებს და გულის სიმსივნეებს

ტრანსკრანიული დოპლეროგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

იშემიური ინსულტის ან გარდამავალი იშემიური ინსულტის მქონე პაციენტებში, რომლებშიც განიხილება შეუხორცებელი ოვალური ხვრელის (PFO) დახურვა, ტრანსკრანიული დოპლერი ემბოლიის გამოვლენით შეიძლება იყოს გონივრული მარჯვნიდან მარცხნივ მიმართულების შუნტის სკრინინგისთვის.[102] ტრანსკრანიული დოპლერი დადებითად უპირატესია ტრანსთორაკალურ ექოკარდიოგრაფიასთან შედარებით მარჯვნიდან მარცხნივ მიმართული შუნტირების გამოსავლენად, რომლის მიზეზი, როგორც წესი, შეუხორცებელი ოვალური ხვრელია.[102]

შეიძლება გამოვიყენოთ ვილისის წრის მთავარი არტერიული ტოტების არტერიის ოკლუზიის გამოსავლენად. განსაკუთრებით სასარგებლოა სუბარაქნოიდული სისხლდენის მქონე პაციენტებში ვაზოსპაზმის გამოსავლენად და ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია.

სივრცითი რეზოლუცია შეზღუდულია კტ-თან და მაგნიტურ-რეზონანსულ ანგიოგრაფიასთან შედარებით.[120]

შედეგი

ავლენს ინტრაკარდიულ შუნტს, როგორიცაა შეუხორცებელი ოვალური ხვრელი, ან ფილტვშიდა არტერიულ-ვენური შუნტი; არტერია-არტერიული ემბოლია; შეიძლება გამოვლინდეს ქალასშიდა არტერიის ოკლუზია ან კრიტიკული სტენოზი; უზრუნველყოფს ვაზოსპაზმისა და ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის მონიტორინგს ბავშვებში

სტანდარტული(ინვაზიური) ანგიოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

აქვს ყველაზე მაღალი სივრცითი და დროითი გარჩევადობა სისხლძარღვთა ვიზუალიზაციის სხვა კვლევებთან შედარებით. კათეტერზე მიმართული ანგიოგრაფიის ინვაზიურობის გამო, ინსულტის კვლევის საწყის ეტაპზე, როგორც წესი, უპირატესობა ენიჭება სხვა მეთოდებს.[120]რეზერვირებულია იმ პაციენტთათვის, რომლებშიც ენდოვასკულური ჩარევაა გათვალისწინებული, ან თუ საჭიროა მეტი ინფორმაცია იშემიური ტვინის ჰემოდინამიკური მდგომარეობის უკეთ განსაზღვრის მიზნით (მაგ., კოლატერალური სისხლის მიწოდების განსაზღვრისთვის) შემდგომი მართვისთვის (მაგ., რევასკულარიზაცია).[102][120]

შედეგი

სისხლძარღვების ოკლუზია, ან სტენოზი, ვასკულიტი, არტერიის განშრევება, შექცევადი ცერებრული ვაზოკონსტრიქციული სინდრომი, მოიამოიას დაავადება(ვილისის წრის სისხლძარღვთა ოკლუზია), ფიბროკუნთოვანი დისპლაზია

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას