ახალი ტიპის მკურნალობა

თალიდომიდი

თალიდომიდი შეიძლება ჩაითვალოს აქტიურ აგენტად როგორც კაპოშის სარკომის, ასევე კაპოშის სარკომასთან ასოცირებული იმუნური რეკონსტიტუციის ანთებითი სინდრომის მიმართ.[2]

იმატინიბი

იმატინიბი, ტიროზინკინაზას ინჰიბიტორი, შეიძლება განიხილებოდეს (კონკრეტულ ვითარებაში) მორეციდივე/რეფრაქტერული კაპოშის სარკომას მქონე პაციენტებისთვის.[2]

პემბროლიზუმაბი

პემბროლიზუმაბი შეიძლება განიხილებოდეს პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ რეციდიული/რეფრაქტორული ენდემური ან კლასიკური კაპოშის სარკომა.[2][62][63] ის წარმოდგენს ანტი-პროგრამირებული სიკვდილის პროტეინ-1-ის(anti-PD-1)ანტისხეულბის გამშვები არხის ინჰიბიტორს და სიმსივნის მიმართ ტოლერანტობის განვითარების გზების ბლოკირებას ახდენს.

ნივოლუმაბი პლუს იპილიმუმაბი

ნივოლუმაბი პლუს იპილიმუმაბი შეიძლება განიხილებოდეს პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ რეციდიული/რეფრაქტორული კლასიკური კაპოშის სარკომა.[2]ერთ-ერთი მე-2 ფაზის, ერთჯგუფიანი კვლევის თანახმად, რომელშიც ჩართული იყვნენ პროგრესირებად კლასიკურ კაპოშის სარკომაზე ნამკურნალევი 18 პაციენტი, ნივოლუმაბისა(ანტი-PD-1 მედიკამენტი)და იპილიმუმაბის (ანტი-ციტოტოქსიკური T ლიმფოციტური ანტიგენი 4 [ანტი-CTLA-4] მედიკამენტი) კომბინირებული მკურნალობის საერთო პასუხი მკურნალობაზე იყო 87%, მკურნალობის ხანგრძლივობის მედიანით 24.4 თვე.[64] 6- და 12-თვიანი პროგრესირების გარეშე გადარჩენადობის მაჩვენებელი იყო 76.5% და 58.8%, შესაბამისად.[64] ოთხ პაციენტს (22%) განუვითარდა მე-3-4 ხარისხის გვერდითი მოვლენები.

ელექტროქიმიოთერაპია

ელექტროპორაციისა და ქიმიოთერაპიული აგენტების სისტემური შეყვანის კომბინაცია. შეიძლება იყოს კაპოშის სარკომით გამოწვეული კანის დაზიანების მკურნალობის ვარიანტი. ამ მიზნით წარმატებით იქნა გამოცდილი ბლეომიცინი და ცისპლატინი; სამი კვლევის სისტემატურმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ სრული პასუხის მაჩვენებელი იყო 65%-დან 100%-მდე, ხოლო პასუხის საერთო მაჩვენებელი ყველა კვლევაში იყო 100%. ელექტროქიმიოთერაპია დახასიათდა კარგი ამტანობით და მსუბუქი და გარდამავალი ტოქსიკურობით.[65]

ეფრინის B-ტიპის რეცეპტორის 4-ადამიანის შრატის ალბუმინი (EphB4-HSA)

რეკომბინანტური შერწყმის პროტეინი, რომელიც შეიცავს ადამიანის რეცეპტორის თიროზინ კინაზას ეფრინის B-ტიპის რეცეპტორის (EphB4) სრული სიგრძის უჯრედგარე დომენს (ხსნადს) კომბინაციაში სრული სიგრძის ადამიანის შრატის ალბუმინთან (HSA). მას აქვს ანტი-ანგიოგენური მახასიათებლები და ამჟამად გადის კვლევას კაპოშის სარკომის დროს.[66]

ინტერლეიკინ-12

ინტერლეიკინ-12-ს აქვს ანტი-ანგიოგენური მოქმედება და მან პოტენციური თერაპიული ეფექტი გამოამჟღავნა შიდსთან დაკავშირებული კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებში.[67][68] ღია ეტიკეტის 1/2 ფაზის კვლევა, რომელიც აფასებს NHS-ინტერლეიკინი 12-ის (ინტერლეიკინ-12 შერწყმულია სიმსივნის ნეკროზზე ტარგეტირებული ადამიანის იმუნოგლობულინი G1-თან) უსაფღთხოებას, ამტანობას და აქტივობას ცალკეულად ან M7824-თან (საკვლევი ბიფუნქციური შერწმული ცილის იმუნოთერაპია) კომბინაციაში, ამჟმად აგროვებს კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებს, რომელთაც წარსულში ჩატარებული აქვთ ქიმიოთერაპია ან იმუნოთერაპია.[69]

ნელფინავირი

ნელფინავირი არის პროტეაზას ინჰიბიტორი, რომელიც ამჟამად გადის კვლევას KS-ის დროს.[70]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას