პროგნოზი

გაურთულებელი UTI

ქალთა პოპულაციაში საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციის (UTI) პროგნოზი საუკეთესოა. ადექვატური ანტიმიკრობული მკურნალობის და სიმპტომების ალაგების პირობებში გრძელვადიანი ნარჩენი მოვლენები არ არის მოსალოდნელი.

გართულებული UTI

ქალთა პოპულაციაში საშარდე გზების გართულებული ინფექციის (UTI) პროგნოზი ძალიან კარგია. ადექვატური დიაგნოსტიკის და ანტიმიკრობული მკურნალობის პირობებში შესაძლებელია ინფექციური პროცესების ეფექტური მართვა. საშარდე გზების გართულებული ინფექციის (UTI) იშვიათ, თუმცა შესაძლებელ გართულებას წარმოადგენს თირკმელების ფუნქციის დარღვევა. მსგავსი გართულებების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას