ეპიდემიოლოგია
18 წელზე მაღალი ასაკის ქალების ათ პროცენტში ყოველ 12 თვეში ერთხელ ვლინდება საეჭვო UTI-ის სულ მცირე ერთი შემთხვევა.[7] პირველადი UTI-ის მქონე ქალთა 20%-დან 40%-მდე უვითარდება რეციდიული UTI.[8] საშარდე გზების ინფექციები მოიაზრება ყველაზე გავრცელებულ მდგომარეობებს შორის პირველადი ჯანდაცვის, ჰოსპიტალების და სანატორიუმის ტიპის სამკურნალო დაწესებულებებში და აშშ-ს მასშტაბით ყოველწლიურად 7 მილიონ ქირურგიულ ვიზიტის და 1 მილიონამდე ჰოსპიტალიზაციის მიზეზს წარმოადგენს.[9] საშარდე გზების ინფექციების (UTI) მკურნალობის საერთო პირდაპირი დანახარჯი (კულტურის გამოყვანის გარეშე) ყოველწლიურად 25.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.[10] მიუხედავად პოპულაციაში ბაქტერიურიის გამორჩეულად მაღალი პრევალენტობისა, ეს ინფექციები თირკმლის სერიოზულ დაზიანებას იშვიათად იწვევენ.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას