პროგნოზი

პაციენტები, რომელთაც აქვთ კულტურით დადასტურებული Chlamydia pneumoniae რესპირატორული ინფექცია, მათ შორის საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია, ზოგადად ძალიან კარგად რეაგირებენ ანტიბიოტიკებით მკურნალობაზე, სიმპტომების უფრო სწრაფად ალაგებით.[11][12] პაციენტთა დაახლოებით 10%-ს შეიძლება დასჭირდეს მკურნალობის მეორე კურსი. შეიძლება დარჩეს რესპირატორულ ტრაქტში მწვავე ავადმყოფობის შემდეგ, 6 თვით ან მეტი ხნითაც, თუ მკურნალობა არ ჩატარდა.[22][23] თუმცა, პაციენტთა უმრავლესობა კლინიკურად გამოკეთდება მიკროორგანიზმის პერსისტირების მიუხედავად.[13][14][19][20][21] C პნევმონიის დროს ჭეშმარიტი რეზისტენტობა ანტიბიოტიკების მიმართ პაციენტებში არ გამოვლენილა მკურნალობის შემდეგ. ინ ვიტრო მგრძნობელობის ტესტირება პესისტენტული ინფექციის ნიმუშებზე არ ავლენს რაიმე ცვლილებას ბაზისურად აღებულ ნიმუშებთან შედარებით.[13][14][21][24] რადგანაც კლინიკაში კულტურა რუტინულად არ კეთდება, შეუძლებელია დავადგინოთ, პერსისტირება რეზისტენტობითაა გამოწვეული თუ საერთოდაც, არსებობს თუ არა კვლავ მიკროორგანიზმი. ინ ვიტრო პირობებში C pneumoniae მარტივად ვერ ავლენს რეზისტენტობას.[24]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას