კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

HSV პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR)

ტესტი
შედეგი
ტესტი

დაუკვეთეთ, როცა დაზიანებები ვლინდება.

მეტად შედეგიანია ვეზიკულების თავის გახსნა და წყლულების ფუძის აფხეკა დაკრონის ტამპონით.

ნაცხი მოათაქვსეთ PCR ბუფერში.

მგრძნობელობა უფრო მაღალია ვირუსულ კულტურებთან შედარებით.[38]

ნუკლეინის მჟავას ამპლიფიკაციის ტესტების სხვა მეთოდებმა აჩვენა მსგავსი შედეგები და შეიძლება გამოყენებულ იქნას ჰერპეს სიმპლექსის ვირუსის დიაგნოზისთვის.[39]

შედეგი

დადებითი (ასლები/მლ)

ვირუსული კულტურა

ტესტი
შედეგი
ტესტი

დაუკვეთეთ, როცა დაზიანებები ვლინდება.

მეტად შედეგიანია ვეზიკულების თავის გახსნა და წყლულების ფუძის აფხეკა დაკრონის ტამპონით. ტამპონი თავსდება ვირუსის გადასატან ნიადაგზე.

კულტურა შეიძლება საჭირო გახდეს ფენოტიპური რეზისტენტობის ტესტირებისთვის.

შედეგი

განისაზღვრება ვირუსი

გლიკოპროტეინ G-ზე დაფუძნებული ტიპის სფეციფიკური სეროლოგია (gG1 და gG2)

ტესტი
შედეგი
ტესტი

რუტინული სკრინინგი არ არის რეკომენდებული უსიმპტომო მოზარდებში, მოზრდილებში და ორსულ პაციენტებში ცრუ დადებითი მაღალი სიხშირის გამო.[41]​ შეიძლება სასარგებლო იყოს დიაგნოზის დასადასტურებლად პაციენტებში ატიპიური ჩივილებით ან ადრე დაუდგენელი გენიტალური წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში.[40] აშშ-ის გაიდლაინები რეკომენდაციას უწევს ჰერპესვირუსის ორეტაპიან სეროლოგიურ ტესტირებას; კომერციულად ხელმისაწვდომი ტიპის სპეციფიკურ იმუნოფერმენტულ ანალიზს შეიძლება ჰქონდეს არასასურველი სპეციფიკურობა და რეკომენდებულია დამადასტურებელი ტესტის ჩატარება მეორე მეთოდით (Western blot ან Biokit).[37]

IgM-ის ანალიზი არ არის რეკომენდებული.[37]

შედეგი

დადებითი ანტისხეულები HSV-1 ან HSV-2-ს მიმართ

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას