მონიტორინგი
მკურნალობის პერიოდში
ხუთვალენტიანი ანტიმონიური პრეპარატები: ყოველდღიური კლინიკური შეფასება; ეკგ - კვირაში ერთხელ ან ყოველ 2-3 დღეში, თუ კარდიოტოქსიკურობის რისკია მომატებული; სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური ტესტები, თირკმლის ფუნქციური ტესტები, კალიუმი სისხლში და ამილაზა / ლიპაზა - ყოველკვირეულად ან საჭიროებისამებრ.
ამფოტერიცინი-B: სისხლის საერთო ანალიზი, თირკმლის ფუნქციური ტესტები, სისხლში ელექტროლიტები - კვირაში ერთხელ ან ორჯერ.
მილტეფოზინი და პარომომიცინი: თირკმლის ფუნქციური ტესტები და ღვიძლის ამინოტრანსფერაზები ყოველკვირეულად. მილტეფოზინის გამოყენებისას აუცილებელია თრომბოციტების მონიტორინგი და ქალებში ორსულობის ტესტი, ეფექტურ კონტრაცეფციასთან ერთად, მკურნალობის დაწყებისას, მიმდინარეობისას და დასრულებიდან 5 თვის განმავლობაში.
პენტამიდინი: ეკგ, სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ამინოტრანსფერაზები, თირკმლის ფუნქციური ტესტები, სისხლის ელექტროლიტები, სისხლში გლუკოზა უზმოზე და შარდის ანალიზი - თითოეული დოზის მიღებამდე.
მკურნალობის შემდეგ
შემდგომი შეფასება (კლინიკური შეფასება; ასევე, ვისცერული ლეიშმანიოზის დროს, სისხლის საერთო ანალიზი და სხვა ლაბორატორიული ტესტები, საჭიროებისამებრ) მკურნალობიდან 0, 1, 3 და 6 თვის შემდეგ.
შემდგომი შეფასება ყოველ 3-6 თვეში ერთხელ იმუნოსუპრესიულ პაციენტებში.
პარაზიტოლოგიური ტესტირება (მაგ., ნაცხი, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეჭვი რეციდივზე და მკურნალობის წარუმატებლობაზე.
პენტამიდინი: სისხლში გლუკოზა უზმოზე და შარდის ანალიზი მკურნალობიდან 3 კვირაში და 2-3 თვეში.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას