ეტიოლოგია
არტერიული უკმარისობა
ემბოლია
ემბოლიური არტერიული ობსტრუქცია შეადგენს მწვავე მეზენტერული იშემიის 40%-50%-ს; ყველაზე ხშირად აზიანებს ზედა მეზენტერულ არტერიას.[17][18]ემბოლია, როგორც წესი, წარმოიშვება გულის მარცხენა ნაწილის თრომბიდან, ასევე აორტის ათეროსკლეროზული ფოლაქის ან ანევრიზმის სპოტანური ან იატროგენული გაგლეჯვის და ემბოლიზაციის შედეგად.[19][20][21]ინტერვენციული რადიოლოგიური პროცედურები ათეროსკლეროზული ფოლაქის იატროგენული გაგლეჯვის ყველაზე ხშირი მიზეზია.
თრომბოზი
მწვავე მეზენტერული იშემიის დაახლოებით 15-20%-ის მიზეზს წარმოადგენს თრომბი, რომელიც ყალიბდება ზედა მეზენტერულ არტერიაში ათეროსკლეროზის პროგრესირების შედეგად.[19][22] შესაძლებელია განვითარდეს მეზენტერული ათეროსკლეროზული ფოლაქების გაგლეჯა, რასაც მოჰყვება სისხლძარღვის მწვავე თრომბოზი. ქვემწვავე ან ქრონიკული იშემიის მიზეზი შეიძლება იყოს სისხლძარღვის ნაწილობრივი დახშობა.
ვასკულიტი
ნაწლავის იშემია შეიძლება გამოიწვიოს ჩამოთვლილთაგან თითოეულმა მდგომარეობამ: რევმატოიდული ართრიტი, კვანძოვანი პოლიარტერიტი, სისტემური წითელი მგლურა, დერმატომიოზიტი, ტაკაიასუს არტერიტი და მაობლიტერებელი თრომბოანგიიტი. ზუსტი კლინიკური სურათი იცვლება ისეთი ფაქტორების მიხედვით, როგორიცაა დაზიანებული მეზენტერული სისხლძარღვის ზომა.
გარეგანი კომპრესია
იშვიათად, ფაშვის ღეროს გარეგანი კომპრესია იწვევს მეზენტერულ იშემიას, ჩვეულებრივ დიაფრაგმის მედიალური რკალისებრი იოგის და მის ირგვლივ არსებულ ნერვული წნულის ზეწოლის შედეგად ფაშვის ღეროზე.[17] აღნიშნული მდგომარეობა ქალებში უფრო ხშირია.[23]
მუცლის ღრუში წარმოშობილი სიმსივნეები და სხვა წარმონაქმნები ასევე შეიძლება გახდნენ ნაწლავის მომმარაგებელ სისხლძარღვზე კომპრესიის მიზეზი, რაც იწვევს იშემიურ დაზიანებას.
ვაზოსპაზმი[17]
ვენის დაზიანება
ვენური თრომბოზი[17]
მწვავე მეზენტერული იშემიის შემთხვევების 5%-დან 15%-მდე შეადგენს.[1][18]ხშირად მოიცავს ზედა მეზენტერულ ვენას.
ჩვეულებრივ ასოცირდება ციროზთან ან პორტალურ ჰიპერტენზიასთან; სხვა პოტენციური ფაქტორებია მემკვიდრული ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობები (მაგ. ფაქტორი V Leiden, C პროტეინის დეფიციტი, პროთრომბინი G202010A-ს მუტაცია), პანკრეატიტი, ავთვისებიანი მდგომარეობები, ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება და ქირურგიული ჩარევა უკანასკნელ პერიოდში. ვენური თრომბოზის მქონე პაციენტების დაახლოებით ნახევარს ჰქონდა ღრმა ვენების თრომბოზის ან ფილტვის ემბოლიის ანამნეზი.[18][23]
ჰიპოპერფუზია (ე.ი. არაოკლუზიური იშემია)[17]
შეადგენს მწვავე მზენტერული იშემის 20%-ს.[24] ასოცირებულია მაღალ სიკვდილობასთან (30%-დან 93%-მდე).[17]
მახასიათებლები მოიცავს შოკს და ჰიპოტენზიას.[17] ასევე შეიძლება არსებობდეს ფარდობითი მეზენტერული ჰიპოტენზია (ნებისმიერი ეტიოლოგიით გამოწვეული). ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:
გულის უკმარისობა.
დიალიზი.
წამლით გამოწვეული
მაგ. გულის გლიკოზიდები, ესტროგენი, კონტრაცეპტივები, ვაზოპრესინი, ვაზოპრესორები, დანაზოლი, ფლუტამიდი, გლიცერინის ოყნა, ალოსეტრონი, იმუნოსუპრესიული აგენტები, ფსიქოტროპული წამლები, იმიპრამინი, ადრენალინი (ეპინეფრინი), სუმატრიპტანი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული წამლები, ჭვავის რქა, დიკონალი, საფაღარათო საშუალებები, პეგილირებული ინერფერონი, მეტამფეტამინები და კოკაინი.[25][26]
ქირურგიული ჩარევა ან ტრავმა უკანასკნელ პერიოდში
მაგ. აორტის ანევრიზმის ქირურგიული აღდგენა, აორტო- თეძოს არტერიის შუნტირება, კოლექტომია, კოლონოსკოპია.
გაზრდილი რისკი ენტერალური კვების დროს ქირურგიული ჩარევის ან ტრავმის შემდგომ პაციენტებში ინტენსიური მოვლის განყოფილებაში.[24]
ინფექციები
როგორებიცაა ციტომეგალოვირუსი, B ჰეპატიტი, Escherichia coli O157:H7.
სხვა
მაგ. პანკრეატიტი, პოლიციტემია ვერა, ფეოქრომოციტომა, კარცინოიდული სინდრომი.
პათოფიზიოლოგია
წვრილი ნაწლავი სისხლით მარაგდება ფაშვის ღეროს და ჯორჯლის (მეზენტერიული) ზედა არტერიით. მსხვილი ნაწლავი მარაგდება ჯორჯლის (მეზენტერიული) ზედა და ქვედა არტერიებით. სწორი ნაწლავიც ასევე მარაგდება სისხლით თეძოს შიგნითა არტერიის განშტოებებიდან. არსებობს რამდენიმე კოლატერალური არტერია ზედა და ქვედა მეზენტერულ (ჯორჯლის) არტერიებს შორის, მათ შორის დრამონდის კიდის არტერია და რიოლანის რკალი. ელენთის ნაკეცი და რექტოსიგმოიდური შეერთება არის ორი შემკრები მიდამო, სადაც შესაძლოა სისხლის ნაკადის კოლატერალიზაცია შეზღუდული იყოს.[Figure caption and citation for the preceding image starts]: სისხლის ნაკადის გადანაწილება მსხვილ ნაწლავზე, რომელიც სათავეს იღებს ჯორჯლის (მეზენტერულ) ქვედა არტერიაში, რომლის ტოტებია კოლინჯის მარცხენა, მარგინალური და სიგმოიდური არტერიები. ისინი ამარაგებენ კოლინჯის მარცხენა ნაწილსა და სწორი ნაწლავის ზედა სეგმენტსBMJ 2003; 326 doi: 10.1136/bmj.326.7403.1372 [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: სისხლის ნაკადის გადანაწილება წვრილ ნაწლავსა და კოლინჯში ზედა მეზენტერული არტერიიდან, რომლის ტოტებია შუა, მარჯვენა და თეძო-კოლინჯის არტერიები, ამასთანავე მლივი და თეძოს არტერიები და არტერიოლებიBMJ 2003; 326 doi: 10.1136/bmj.326.7403.1372 [Citation ends].
იშემია ვითარდება ნაწლავის სეგმენტის ჰიპოპერფუზიის შედეგად. როდესაც ჰიპოპერფუზიის განვითარება ფარულად მიმდინარეობს, შესაძლოა ჩამოყალიბდეს კოლატერალუი სისხლის დინება, რომელიც იწვევს იშემიის პრევენციას ან მის მინიმალიზაციას; თუმცა ნაწლავის იმ მიდამოებში, რომლებიც მხოლოდ ერთი არტერიით მარაგდება, ასევე შემკრებ სეგმენტებში არსებობს იშემიის განვითარების მომატებული რისკი. ნაწლავების დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია იშემიის ხანგრძლივობასა და სიმძიმეზე. იშემიის შედეგად შეიძლება განვითარდეს ლორწოვანი გარსის მწვავე ან ქვემწვავე ნეკროზული აქერცვლა და დაწყლულება. ლორწოვანი გარსის ბარიერის დაკარგვა ხელს უწყობს ბაქტერიების ტრანსლოკაციას და ტოქსინების ან ციტოკინების აბსორბციას. სისხლის დინების ხანგრძლივი შეწყვეტის შემდეგ ნაკადის აღდგენამ შეიძლება გამოიწვიოს რეპერფუზიული დაზიანება. იშემიური ნაწლავის ის სეგმენტები, რომლებშიც არ განვითარდება მწვავე ნეკროზი ან პერფორაცია, შეიძლება აღდგნენ სტენოზით ან სტრიქტურით, რაც წარმოადგენს ნაწლავის იშემიის ხანგრძლივვადიან გართულებას.
თრომბოემბოლიური მოვლენები, რომლებიც იწვევენ მეზენტერულ იშემიას, როგორც წესი, მოიცავენ ზედა მეზენტერულ არტერიას და არა სხვა მეზენტერულ არტერიებს (ქვედა მეზენტერული არტერია და ფაშვის ღერო). აღნიშნულის მიზეზი გახლავთ ზედა მეზენტერული არტერიის ანატომიური ადგილმდებარეობა; ზედა მეზენტერული არტერია მდებარეობს აორტის მიმართ ვერტიკალურად, ხოლო დანარჩენ სისხლძარღვები კი აორტასთან უფრო ირიბ კუთხეებს ქმნიან.
კლასიფიკაცია
ნაწლავური იშემია შეიძლება დაიყოს სამ ფართო განსაზღვრების მქონე ტიპად:[1]
მწვავე მეზენტერიული იშემია
ზედა მეზენტერული არტერიის ემბოლია
ზედა მეზენტერული არტერიის თრომბოზი
არაოკლუზიური მეზენტერიული იშემია
ზედა მეზენტერული ვენის თრომბოზი
ფოკალური სეგმენტური იშემია.
ქრონიკული მეზენტერული იშემია.
მსხვილი ნაწლავის იშემია
შექცევადი იშემიური კოლონოპათია
გარდამავალი წყლულოვანი იშემიური კოლიტი
ქრონიკული წყლულოვანი იშემიური კოლიტი
მსხვილი ნაწლავის სტრიქტურა
მსხვილი ნაწლავის განგრენა
ელვისებრი უნივერსალური იშემიური კოლიტი.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას