Videos
ტრაქეის ინტუბაციის ანიმაციური დემონსტრირება
როგორ ჩავდგათ ტრაქეის მილი მოზრდილებში ლარინგოსკოპის გამოყენებით.
საჭირო ხელსაწყოები
პირადი დაცვის საშუალებები, მათ შორის ხელთათმანები
ლარინგოსკოპი (შეამოწმეთ, მუშაობს თუ არა ნათება)
მანჟეტის მქონე ტრაქეის მილი; საშუალო ზომის მოზრდილს დასჭირდება ზომა 7 ან 8, ანუ შიდა დიამეტრი 7 ან 8 მმ იქნება. (პედიატრიული ინტუბაცია კეთდება უმანჟეტო მილებით და მხოლოდ გამოცდილი კლინიცისტის მიერ)
შპრიცი მანჟეტის გასაბერად და ჩასაფუშად (შეამოწმეთ მანჟეტი ინტუბაციამდე)
ამბუ, ნიღბის ჩათვლით, პრეოქსიგენაციის მიზნით
ამოქაჩვა
ჟანგბადი
ჩასუნთქვის შემდგომი CO2-ის მონიტორინგი (თუ ხელმისაწვდომია)
ნაჭრის წებოვანი ლენტი მილის დასამაგრებლად
ვენტილატორი
მაგილსის (Magills) მაშები (იმ შემთხვევაში, თუ პირის ღრუში უცხო სხეულებია)
ელასტიური ზონდი (რომელიც გამოიყენება გზამკვლევი ზონდის სახით, რთული ინტუბაციის დროს)
უკუჩვენებები
გამოცდილი პერსონალის არარსებობა უკუჩვენებაა; ტრაქეის ინტუბაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ტარდება, თუ პერსონალი მომზადებული, გამოცდილია და თავდაჯერებით ატარებს ამ პროცედურას.
შენიშვნა: ანაფილაქსიით გამოწვეული ლარინგოსპაზმი, ინჰალაციური დამწვრობა, დახრჩობის ახლო მდგომარეობა ან უცხო სხეულით გამოწვეული მდგომარეობა არ გამოსწორდება მარტივი მანევრებით, ზოგჯერ ტრაქეის ინტუბაცია შეუძლებელიცაა. ამ შემთხვევაში, პაციენტს დასჭირდება სასუნთქი გზების კომპლექსური უზრუნველყოფა, როგორიცაა კრიკოთიროიდოტომია.
ტრაქეის მილი, გულის გაჩერების დროს, ზოგადად ითვლება სასუნთქი გზების მართვის ოპტიმალურ მეთოდად და ნაჩვენებია რეანიმაციის შემთხვევაში. მილის ჩადგმა გვაძლევს გულმკერდის კომპრესიების უწყვეტი ჩატარების საშუალებას, ვენტილაციისთვის პაუზის გარეშე. სპონტანური ცირკულაციის დაბრუნების შემთხვევაში პაციენტების უმეტესობა კვლავ კომაშია და საჭიროებს ტრაქეის ინტუბირებას და მექანიკურ ვენტილაციას.[59]
ტრაქეის ინტუბაცია ასევე გამოიყენება სასუნთქი გზების სამართავად ზოგადი ანესთეზიის ფონზე.
გართულებები
გამოუცდელი პერსონალის შემთხვევაში, ტრაქეის ინტუბაციის მცდელობას შეიძლება უარყოფითი შედეგები ჰქონდეს პაციენტისთვის. არასწორი ინტუბაციის ინციდენტობა ვარირებს გამოცდილების მიხედვით. ზოგიერთი კვლევით ნაჩვენებია, რომ შემთხვევით საყლაპავის ინტუბაციის რისკი გამოუცდელი ოპერატორის შემთხვევაში 50%-მდეა.[60] საყლაპავის გამოუვლენელი ინტუბაციის ზიანის თავიდან აცილება შესაძლებელია საყლაპავის ინტუბაციის სიხშირის შემცირებით, სწრაფ გამოვლენასთან და დაუყოვნებლივ მოქმედებასთან ერთად როდესაც ის მოხდება.[61] ამოსუნთქული ნახშირორჟანგის გამოვლენა ტალღოვანი კაპნოგრაფიის გამოყენებით პირველადი სადიაგნოსტიკო ტესტია ტრაქეალური მილის საყლაპავში მოხვედრის გამოსარიცხად.[61]
ტრაქეის ინტუბაციის გართულებებია:
წარუმატებელი ინტუბაცია
ზურგის ტვინისა და ხერხემლის დაზიანება
ბადურის ცენტრალური არტერიის ოკლუზია და სიბრმავე
რქოვანას ნაკაწრი
ტუჩების, კბილების, ენისა და ცხვირის ტრავმა
ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, ბრადიკარდია და არითმია
ქალაშიდა და თვალშიდა წნევის მატება
ლარინგოსპაზმი
ბრონქოსპაზმი
ასპირაცია
ყელის ტრავმა
მოტეხილობა და არითენოიდული ხრტილების დისლოკაცია
სასუნთქი გზების პერფორაცია
ცხვირის, რეტროფარინგული, ფარინგული, ნაქის, ყელის, ტრაქეის, საყლაპავისა და ბრონქების ტრავმა
საყლაპავის ინტუბაცია
ბრონქების ინტუბაცია.
შემდგომი მოვლა
თუ მილი სწორად ჩადგმული არ არის, შესაძლებელია კუჭის ან მხოლოდ მარჯვენა ფილტვის ვენტილაცია. ჩაფუშეთ მანჟეტი და გადააადგილეთ მილი, შემდეგ აუსკულტაციით ხელახლა შეამოწმეთ პოზიცია.
განაგრძეთ რეანიმაცია ABCDE პრინციპებითა და გაიდლაინებით.